$4 მლრდ 15 წელში - რა პროექტები დააფინანსა აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში

 $4 მლრდ 15 წელში - რა პროექტები დააფინანსა აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში

access_time2022-11-25 11:57:39

2007 წლიდან დღემდე მთავრობისა და კერძო სექტორისთვის გაცემული ADB-ის ფინანსური დახმარება $4 მილიარდს შეადგენს. როგორც აზიის განვითარების ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბანკი (ADB) და საქართველო ქვეყნის ეკონომიკის ზრდისა და მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებისთვის 15 წელია რაც თანამშრომლობენ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ეკონომიკის აღდგენაში გაწეული დახმარების შემდეგ, ADB საქართველოს ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, მუნიციპალური და საგანმანათლებლო სერვისების განვითარებაში, ფინანსური ჩართულობისა და სოციალური დაცვის გაუმჯობესებასა და მეწარმეობის განვითარებაში დაეხმარა.


რეგიონების უკეთ დასაკავშირებლად და ეკონომიკური შესაძლებლობების ხელშესაწყობად აშენდა და განახლდა 180კმ-ზე მეტი სიგრძის გზები, გვირაბები და ხიდები.


განახლდა ოთხი  ქვესადგური მოსახლეობისთვის უწყვეტი ელექტროენერგიის უზრუნველსაყოფად.


დედაქალაქში გაფართოვდა და მოდერნიზდა მეტროს ქსელი, გაუმჯობესდა მისი მისაწვდომობა და უსაფრთხოება.


300,000-ზე მეტ ადამიანს რეგიონებში უკვე აქვს უწყვეტი წყალი და წყალარინება. მიმდინარეობს მუშაობა ამ სერვისების დამატებით 12 ქალაქში უზრუნველსაყოფად.



14 ქალაქსა და სოფელში  მიმდინარეობს ისტორიული ცენტრების რეაბილიტაცია და ახალი  მუნიციპალური და განათლების სერვისების შექმნა რეგიონებში ცხოვრების ხარისხის, სწავლისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.


ADB-ის ხელშეწყობით შეიქმნა ახალი საპენსიო სისტემა, დაფინანსდა კოვიდ-19-ის ვაქცინაცია, სამედიცინო მასალების შეძენა და გაიცა საბიუჯეტო დახმარება პანდემიის სოციალური და ეკონომიკური გავლენის შესარბილებლად.


„ADB-ის კერძო სექტორისადმი გაწეულმა დახმარებამ ხელი შეუწყო ბაზრის მთავარი მოთამაშეების საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე გასვლას, ხოლო კომერციულ ბანკებს მცირე და საშუალო მეწარმეების დაფინანსების საშუალება მისცა.


თანამშრომლობა გრძელდება საჯარო სექტორის რეფორმებისა და მმართველობის გასაძლიერებლად, პროფესიული განათლებისა და უნარების გადამზადების გზით განათლების სისტემის გასაუმჯობესებლად სოფლის მეურნების პროდუქტიულობისა და საკვების უწყვეტი მომარაგების გასაძლიერებლად, და ქვეყნის ტრანსპორტისა და ეკონომიკის  რეგიონულ ჰაბად გარდასაქმნელად“,  განმარტავენ აზიის განვითარების ბანკში. 










„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up