4 დარღვევა, რის გამოც ყველაზე მეტი მძღოლი ჯარიმდება

4 დარღვევა, რის გამოც ყველაზე მეტი მძღოლი ჯარიმდება

access_time2020-05-25 16:43:51

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო, გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების 1-ლი კვარტლის სტატისტიკა გამოაქვეყნა.


უწყების ოფიციალური მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში სულ 710 165 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ამათგან, უმეტესობა - 378 907 ფაქტი თბილისში დარეგისტრირდა.კერძოდ, გასულ თვეებში გამოვლენილი ტოპ-4 დარღვევის სტატისტიკა ასეთია:


სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ - 175 952 შემთხვევა;



სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას - 144 779 ფაქტი;


ამკრძალავი ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნების დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა - 141 768 დარღვევა;


იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (ფიზიკური პირი) – 75 638 ფაქტი;


bpn.ge


თეგები:
ჯარიმა



დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-14 21:30:35
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი 1. ავტომანქანების გაქირავების კომპანიები კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრების წინაშე არიან კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პრობლემები მანქანების  გაქირავების კომპანიებსაც შეუქმნა, ნაწილმა მანქანების  გაყიდვაც გადაწყვიტა. როგორც „კომერსანტთან“ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის შპს...

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

შემზღუდავი ღონისძიების გახანგრძლივება წლის ბოლომდე ქართულ ბიზნესს და ინვესტიციებს ერთდროულად დააზარალებს

შემზღუდავი ღონისძიების გახანგრძლივება წლის ბოლომდე ქართულ ბიზნესს და ინვესტიციებს ერთდროულად დააზარალებს
access_time2020-07-15 10:00:20
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა. აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს
access_time2020-07-14 20:00:07
ერთი შეხედვით, მაის-აპრილის პანიკა ნავთობის ბაზარზე წარსულს ჩაბარდა, თუმცა, რეალობაში მდგომარეობა ისევ რთული და არასტაბილური რჩება - ერთის მხრივ, ნავთობის საშუალო ფასი უკვე 1,5 თვეა 40 დოლარის ფარგლებშია და ეს ცუდი არაა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც შავი ოქრო 10 დოლარი ღირდა.   თუმცა, ასეთი ფასი არ აწყობს მსხვილ მოთამაშეებს - პირველ რიგში რუსეთს და საუდის არაბეთს, რადგანაც ის მათ უდეფიციტო ბიუჯეტის ფორმირების საშუალებას არ...


მსგავსი სიახლეები

up