ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში საქართველომ ნეიტრალურ მოედანზე შვეიცარიის ნაკრები დაამარცხა 91:84.
პირველი სამი მეოთხედი საქართველოს უპირატესობით წარიმართა და ჩვენმა გუნდმა სამივეს მოგება შეძლო (27-24, 19-15, 19-15)
ბოლო მეოთხედში შვეიცარიელებმა გაიბრძოლეს (26-30) თუმცა მოსაგებად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
ორი დღის წინ, ფინეთთან გამარჯვების შემდეგ, საქართველომ მეორე მოგება იზეიმა და 4 ჩატარებული მატჩის შემდეგ ჯგუფს ერთპიროვნულად, 8 ქულით ლიდერობს.
საქართველოს ნაკრებში შედეგიანობით საუკეთესო თად მაკფადენი იყო, რომელმაც 24 ქულა, 6 ასისტი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა განახორციელა.
მერე მოდის თორნიკე შენგელია (17 ქულა, 6 მოხსნა, 5 ასისტი, 1 ჩაჭრა) და გივი ბაქრაძე (12 ქულა, 2 მოხსნა, 1 ასისტი, 1 ჩაჭრა.)
Goal.ge