როდის დაიწყება ქართული ფსტას ექსპორტი

როდის დაიწყება ქართული ფსტას ექსპორტი

access_time2021-08-26 14:00:36

საქართველოში ფსტა (ფისტა) ახალი კულტურაა, რომლის წარმოებასაც ქვეყანა მხოლოდ ახლა იწყებს. თუმცა, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურის ხელმძღვანელი ზვიად ბობოქაშვილი განმარტავს, სულ 12-15 ბაღია გაშენებული, ძირითადად, კახეთის რეგიონში. სულ მცირე, 4-5 წელია საჭირო, რომ ქვეყანამ ფსტას ექსპორტი წამოიწყოს. სხვა კულტურებისგან იგი გამორჩეულია ფასით, რაც საინვესტიციო პერიოდის ხანგძლივობით არის განპირობებული. 


,,ფსტას წარმოების დიდი პოტენციალია. რამდენიმე ახალი ბაღია გაშენებული, ძირითადად საგარეჯო-დედოფლისწყაროს მიდამოებში, უმთავრესად კახეთში. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძვირადღირებულია, მისი პრობლემაა, რომ კომერციულად მოსავლიანობას დიდი პერიოდი, მინიმუმ, 8 წელი სჭირდება. დანარჩენ მრავალწლიან კულტურებს შორის მოსავლის მიღებას ფისტა ყველაზე გვიან იწყებს. საქართველოში ჯერ მოსავლის მხოლოდ პირველი ნიშნებია, კომერციული წარმოების დასაწყებად, რომ პროდუქტი ექსპორტზე გავიდეს, 5 წელი გვჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ ფსტას ინდუსტრია ახლა ყალიბდება, საკმაოდ საინტერესო წამოწყებაა. გაშენებული ბაღი 100 წლის განმავლობაში იძლევა ნაყოფს, რაც მისი დიდი პლუსია. თურქეთსა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში ახლაც არის წინა საუკუნის 30-40-იან წლებში გაშენებული ბაღები. უყვარს მშრალი, საშუალოდ ნოყიერი მიწები, სხვა შემთხვევაში ფესვს სიდამპლე ემართება, ამიტომაა, რომ  კახეთის მხარე ამ კულტურისთვის ხელსაყრელია, თუმცა კარგად ხარობს  ქვემო ქართლის ტერიტორიაზე, კასპში, გორის ზოგიერთი ადგილას, სადაც შესაძლებელია ფსტა გაშენდეს“, - განმარტავს  ზვიად ბობოქაშვილი.


მისივე ინფორმაციით, 1 ჰექტარზე ფსტას ბაღის გაშენება, დაახლოებით, 8500-9000 ლარი ჯდება (სარწყავი სისტემის გარეშე). საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე, დაახლოებით, 2 – 2,5 ტონაა.  წლიური მოსავლის საორიენტაციო ხარჯები 4300-4800 ლარს აღწევს. ერთი კილოგრამის სარეალიზაციოდ გამზადება 40-50 თეთრი ჯდება. ხოლო ფსტას ფასი საერთაშორისო ბაზარზე 10-12 ევროს აღწევს.


როგორც ზვიად ბობოქაშვილი ამბობს, ამ კულტურას საზოგადოება ძირითადად სახელწოდებით ფისტა იცნობს. თუმცა მცენარის სალიტერატურო სახელწოდება ფსტაა. ასე მოიხსენებენ მას მეცნიერულ წრეებშიც. მისი მონათესავე სახეობა საკმლის ხე (ე.წ. კევის ხე) ქართველებისთვის კარგად ნაცნობი კულტურაა, რომელიც დედოფლისწყაროში დიდი რაოდენობით ხარობს. 



როგორც ზვიად ბობოქაშვილი განმარტავს, ფსტა კაკლოვანი მცენარეა. მის სამშობლოდ ითვლება ირანი. რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში იზრდებოდა ვრცელ ტერიტორიაზე ავღანეთიდან – სირიამდე, დასავლეთ აზიაში, კავკასიაში (მათ შორის საქართველოში). დღეს ფსტას სამრეწველო მიზნით აწარმოებენ ირანი, აშშ, თურქეთი, სირია, ჩინეთი, საბერძნეთი, ავღანეთი, იტალია და სხვა. მისი კულტივირება კომერციული თვალსაზრისით დაიწყეს 19-ე საუკუნის ბოლოს კალიფორნიაში. ამჟამად აშშ ამ ძვირადღირებული პროდუქტის წარმოებით მხოლოდ ირანს ჩამორჩება.


East Fruit-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, აშშ-ში ფსტის წარმოება 42% -ით გაიზრდება და რეკორდულ 476 000 ტონას მიაღწევს. ამასთან, პროდუქტის ექსპორტი შეერთებული შტატებიდან თითქმის 20%-ით გაიზრდება და 225 000 ტონას შეადგენს.


მათივე ვარაუდით, ფსტას მარაგიც ამავე ტემპით გაიზრდება. EastFruit-ის ექსპერტების პროგნოზით, ფსტას წარმოება სამჯერ გაიზრდება თურქეთშიც და 250 000 ტონას გაუტოლდება. ასევე, ჩინეთში, რომელიც აშშ-ის მთავარი საექსპორტო ბაზარია, იმპორტი, შესაძლოა, 45%-ით გაიზარდოს და 150 000 ტონას მიაღწიოს.

 

 მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up