კორონავირუსისგან და ზომბებისგან 3D პრინტერით დაბეჭდილი სახლი დაგიცავს

კორონავირუსისგან და ზომბებისგან 3D პრინტერით დაბეჭდილი სახლი დაგიცავს

access_time2020-08-15 15:00:15

კომპანია “ჰაუსი” ყიდის ჭკვიან სახლებს, რომლებსაც გააჩნიათ დაცვა ვირუსებისგან. “ჰაუსის” სახლები იყიდება მზა, სრულიად კეთილმოწყობილი, მზის ენერგიის გამოყენებისა და წყლის გადამუშავების ტექნოლოგიით. არ სჭირდება არც სპეცილიზირებული საძირკვლები, არც ინსტალაციის პროცესები. კომპანია ირწმუნება, რომ სახლი შესაძლოა დაიდგას ნებისმიერ ბრტყელ მიწის ზედაპირზე.



სახლი შედგება შუშისა და გლუვი თეთრი კედლებისგან, დიზაინი ფუტურისტულ სტილშია შესრულებული. Მისი ყველა ასპექტის კონტროლი შესაძლებელია აპლიკაციით: ტემპერატურის, ტენიანობის და ასევე გამოყენებული ენერგიის.

მიუხედავად იმისა, რომ სახლების გაყიდვა არ არის დაგეგმილი ოქტომბრამდე, კომპანიას უკვე 19,000 მყიდველის მოთხოვნა აქვს და 40-მდე წინასწარი შეკვეთა. “ჰაუსი” თავის პირველ ერთეულებს სექტემბერში გამოავლენს, ამდროს დაინტერესებულ მყიდველებს შეეძლებათ “ჭკვიანი სახლების” ხილვა და დატესტვა.




“ჰაუსის” ჭკვიანი სახლების კორპუსი შედგება 3D პრინტერით დაბეჭდილი კედლებისა და შუშისგან. კომპანიის თქმით მათი სახლების პოლიმერული ჩარჩო გაუძლებს მიწისძვრებსა და ქარიშხლებს. სახლებს შეუძლიათ მინიმუმ 365 დღე იმუშაონ ფილტრების გამოცვლის გარეშე, ყველაზე პატარა მოდელის ფართობი შეადგენს 121 კვადრატულ მეტრს და იდეალურია ორი ადამიანისთვის. ყველაფერი სახლის შიგნით - ავეჯის, ტექნიკისა და ღვინის ჭიქების ჩათვლით მოყვება სახლს, მყიდველებს ასევე შეუძლიათ შეარჩიონ სახლის დიზაინი და ფერები. “ჰაუსის” ჭკვიანი სახლებს შეუძლიათ პოტენციურად იმუშავონ მხოლოდ მზის ენერგიაზე. კომპანია ასევე ირწმუნება, რომ მათი სახლები ტყვიაგაუმტარი და ზომბგამძლეა. სახლის საკეტის გახსნა შესაძლებელია თითის ანაბეჭდით ან სახის ამოცნობის სისტემით. აღნიშნულ სახლებს გააჩნიათ წყლის ავზი, რომელიც შესაძლოა აივსოს ნებისმიერი წყაროდან, ასევე ბატარეა, რომელსაც შეუძლია სახლის უზრუნველყოფა ელექტრო ენერგიით ერთი კვირის განმავლობაში.

“ჰაუსის” ჭკვიანი სახლების ფასი იწყება 199,000$ აშშ დოლარიდან მიტანის სერვისის ფასის ჩათვლით.



ბიზნესინსაიდერი 

ლუკა კობიძე

 

თეგები:
3D



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up