37,7 მლნ ლარით გაზრდილი შემოსავალი - რა მოგებაზე მუშაობს საქართველოში კომპანია  TAV-ი

37,7 მლნ ლარით გაზრდილი შემოსავალი - რა მოგებაზე მუშაობს საქართველოში კომპანია TAV-ი

access_time2019-10-23 14:12:06

საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდა თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი  კომპანიის „ტავ ურბან ჯორჯიას“ შემოსავალზეც აისახა. კომპანიის ანგარიშგების მიხედვით, 2018 წელს „ტავ“-ის შემოსავალმა 250,976 მლნ ლარი შეადგინა, რაც 37,704 მლნ ლარით (17,5%) მეტია 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით (214,272 მლნ ლარი).


ამასთან, კომპანიის ანგარიშგების მიხედვით, 32,331 მლნ ლარით გაიზარდა საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული მოგებაც და 2018 წელს 183,616 მლნ ლარი შეადგინა (2017 წელი - 156,652 მლნ ლარი). 7,450 მლნ ლარით (4,7%) გაიზარდა „ტავ ურბან ჯორჯიას“ წლის მოგებაც და 164,102 მლნ ლარი შეადგინა. მოგების გადასახადის სახით კი შარშან „ტავმა“ 23,166 მლნ ლარი გადაიხადა.


„ტავ ურბან ჯორჯია“ შემოსავალს იჯარით გაცემული ფართებისგან, პარკირებისგან და ა.შ. იღებს. 2018 წლის ბოლოს თბილისის აეროპორტში ავიაკომპანიების ოფისების, სტენდებისა და კომერციული ობიექტების რაოდენობამ ჯამში გადააჭარბა 100 ერთეულს (გაფრენისა და ჩამოფრენის ორივე ტერმინალში ერთად). ამ ტიპის საიჯარო შემოსავლებში ზრდამ წინა წელთან შედარებით კი 27%. შეადგინა. ამასთან, ანგარიშგების მიხედვით, Duty Free და კვების ობიექტების კონცესიის შემოსავლები 15% და 24% გაიზარდა 2017 წლიდან 2018 წლისთვის. კომერციული და საავიაციო ობიექტების იჯარის შემოსავლები 20% და 22%-ით გაიზარდა 2018 წელს 2017 წელთან შედარებით, რასაც „ტავში“ ახალი ავიაკომპანიების დამატებას და აეროპორტის დატვირთულობის ზრდას უკავშირებენ.


“ტავ ურბან ჯორჯიას” 250,976-მილიონიანი შემოსავლები კონკრეტული მიმართულებების მიხედვით ასე ნაწილდება:


შემოსავალი ავიამომსახურებიდან - 153,553 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 19%;
შემოსავალი სახმელეთო მომსახურებიდან - 61,517 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 12,7%;
დაუბეგრავი სავაჭრო მაღაზიების კონცესიის საკომისიო მოსაკრებელი - 16,770 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 15,4%;
შემოსავალი ფართობის განაწილებიდან - 7,049 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 20,9%;
საკვები პროდუქციით ვაჭრობის სივრცის კონცესიის საკომისიო მოსაკრებელი - 2,768 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 24%;
შემოსავალი ავტომანქანის პარკირების მომსახურებიდან - 3,249 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 8,5%
შემოსავალი ბიზნეს-სალონის მომსახურებიდან - 2,561 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 29,7;
სხვა შემოსავალი - 3.509 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 12.4%.


შემოსავლებისა და მოგების ზრდის პარალელურად, 2018 წელს „ტავ ურბან ჯორჯიაში“ გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობაც. საანგარიშო პერიოდში კომპანიაში სულ 729 ადამიანი იყო დასაქმებული (2017 წელს - 659), საიდანაც 729 არის საქართველოს მოქალაქე, 8 - უცხოეთის. ამავე წელს თანამშრომლების ანაზღაურებაზე კომპანიამ 18,546 მლნ ლარი დახარჯა, კვებაზე - 2,642 მლნ ლარი, დაზღვევაზე - 454 ათასი ლარი და ა.შ. სულ თანამშრომლებზე გაწეულმა ხარჯმა 2018 წელს 21,887 მლნ ლარი შეადგინა.


„ტავ ურბან საქართველო“ არის TAV Airports Holding ჯგუფის წევრი, რომელმაც საქართველოში ოპერირება 2005 წელს დაიწყო და განახორციელებს საქმიანობას 2027 წლამდე საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან არსებული ხელშეკრულების ფარგლებში. 2018 წლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთა რაოდენობამ 3,808,650 შეადგინა, რაც 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 20%-ით აღემატება.


bpn.ge





იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე

იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-05-28 19:16:24
ახალი, სუბსიდირებული იპოთეკური სესხებით სარგებლობას მოქალაქეები „თიბისიში“ ივნისის შუა რიცხვებიდან შეძლებენ. ამის შესახებ „თიბისის“ დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, სესხების გაცემის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოებია დარჩენილი, რასაც დაახლოებით, 1-2 კვირა დასჭირდება, შესაბამისად, ივნისის შუა რიცხვებში ბანკი მზად იქნება, რომ სესხები გასცეს. „ბოლო 3 კვირის განმავლობაში...

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-05-28 19:00:55
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 28 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

„ნატახტარი“ ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს

„ნატახტარი“  ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს
access_time2020-05-28 18:45:57
„ნატახტარი“ პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს. კომპანია დაახლოებით ერთ კვირაში ბაზარზე მწვანე ლაიმის შემცველობის ლუდს გამოიტანს. როგორც „კომერსანტს“   „ნატახტარის“ კორპორატიულმა   დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა,ლუდის სეზონზე მნიშვნელოვანი იქნება ისიც, რომ „ნატახტარი“  არსებულ სასმელებზე, კომპანია  ფასებს დააკორექტირებს.    „განახლებული პროდუქციით  ვგეგმავთ გამოვჩნდეთ ბაზარზე და დავიწყოთ ლუდის სეზონი, წინა წელს...

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის
access_time2020-05-28 16:38:06
მთავრობის მიერ წარდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა არის ყოვლისმომცველი და ძალიან კარგად დაბალანსებული, – ამის შესახებ კომპანია „საქართველოს უძრავი ქონება m2“-ის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, რომელიც გეგმის პრეზენტაციას დაესწრო. მისი თქმით, ეკონომიკას სტიმულირება ნებისმიერი კრიზისის დროს სჭირდება. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიასა...

ფრონტერა მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია

ფრონტერა  მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია
access_time2020-05-28 16:15:17
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (სნგკ/კორპორაცია) ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან (ნგსს/სააგენტო) ერთად მოუწოდებს ,,ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს“, თავი შეიკავოს არაკეთილსინდისიერი ქმედებებისგან, საარბიტრაჟო განხილვის რეალური შედეგების საწინააღმდეგო ცნობების გავრცელებისგან და ამ გზით სამართლებრივი დავისთვის პოლიტიკური სახის მიცემისგან. აქვე, „ფრონტერამ“ პატივი უნდა სცეს მხარეთა მიერ შეთანხმებული დავების განმხილველი ინსტიტუტის -...


მსგავსი სიახლეები

up