372 დაფინანსებული პროექტი და 500 მილიონამდე გაცემული სესხი - სასარგებლო საკითხავი: „როგორ მუშაობს „აწარმოე საქართველოში“

372 დაფინანსებული პროექტი და 500 მილიონამდე გაცემული სესხი - სასარგებლო საკითხავი: „როგორ მუშაობს „აწარმოე საქართველოში“

access_time2018-07-19 23:12:26

372 დაფინანსებული პროექტი და 15 ათასამდე დასაქმებული ადამიანი - ეს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ 4-წლიანი მუშაობის შედეგია. პროგრამა 2014 წელს შეიქმნა და მოიცავს როგორც ინდუსტრიულ, ასევე სოფლის მეურნეობის, სასტუმროსა და ქონების მიმართულებებს.

 

ქვეყანაში, სადაც ბიზნესისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა, მსგავსი ტიპის პროგრამების არსებობა მნიშვნელოვანია. როგორ ეხმარება ბიზნესს „აწარმოე საქართველოში“, დაზღვეულია თუ არა კორუფციული რისკებისგან პროგრამა და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სტარტაპი თუ მოქმედი საწარმო იმისთვის, რომ პროგრამის ბენეფიციარი გახდეს, ამასთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსს“ პროგრამის მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი ოთარ ანთია ესაუბრა.

 

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მეწარმე-სუბიექტი, რომ ის პროგრამაში ჩაერთოს?

 

ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ეს პროექტი ყველა მასშტაბის ბიზნეს სუბიექტისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი და ვყოფილიყავით მაქსიმალურად მიუკერძოებლები. ჩვენი მიზანია, რომ პროექტი იყოს გამჭვირვალე, ამიტომ აქ მესამე მხარედ ჩართულია კომერციული ბანკი, რომელიც პირველადი ფილტრის ფუნქციას ასრულებს. პირველი კრიტერიუმი არის, რომ მეწარმე სუბიექტს უნდა ჰქონდეს დამტკიცებული კრედიტი კომერციული ბანკისგან. ასევე აუცილებელია, რომ ბიზნესპროექტი საბოლოო პროდუქტების ნუსხას აკმაყოფილებდეს. ანუ, პროდუქციის სახეობებიდან, რომლებიც ჩვენ წინასწარ გამოცხადებული გვაქვს, ერთ-ერთის წარმოებას გულისხმობდეს. კომერციული ბანკიდან მიღებული სესხის არაუმცირეს 80% ძირითადი საშუალებების, ხოლო არაუმეტეს 20% საბრუნავი საშუალებების შესაძენად მიმართოს.

 

ეს არის ის პროცედურა, რომელიც იმ კომპანიებზეა ორიენტირებული, რომლებსაც ბანკიდან ფულადი რესურსის მიღების შესაძლებლობა აქვთ.

 

ასევე არის მიკრო და მცირე მეწარმეობის კომპონენტი, აქ უკვე საგრანტო მხარდაჭერაზეა საუბარი და რეგიონებზეა ორიენტირტებული. ეს ხდება ჩვენი სააგენტოს მეშვეობით და მეწარმემ რამდენიმე საკონკურსო ეტაპი უნდა გაიაროს.

 

1. უნდა შეავსოს ონლაინ განაცხადის ფორმა. მეწარმე სუბიექტის შესახებ ზოგადი ინფორმაცია და 2. აღწეროს ბიზნეს იდეა, რასაც ამოწმებენ ჩვენი კონტრაქტორი ორგანიზაციები. მთავარია, იდეა ჩვენი დადგენილებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს. კრიტერიუმები კი ასეთია: მოგებაზე ორიენტირებული ბიზნეს იდეა, მეწარმე სუბიექტის მხრიდან იმის დადასტურება, რომ ის მოახდენს პროექტის წარმატებულ კომერციულ საქმიანობად გადაქცევას.

 

ამ სეგმენტში სულ ოთხი პრიორიტეტია: პირველი - სერვისზე ორიენტირებული საქმიანობა, მეორე - ახალგაზრდა მეწარმე 35 წლამდე, სოფლად განხორციელებული ბიზნესი და ქალი მეწარმეების მიერ განხორციელებული ბიზნესი. ამ ყველაფრის ერთობლიობით წყდება, გაიმარჯვებს თუ ვერ აპლიკანტი.

 

თუ კომერციულმა ბანკმა მეწარმე-სუბიექტს სესხი დაუმტკიცა, რამდენად არის შესაძლებელი, რომ სახელმწიფომ აღნიშნულ კომპანიას უარი უთხრას?

 


თუ ბანკმა დაამტკიცა სესხი და ის პროდუქტი, რომლის წარმოებასაც აპირებენ, პროექტი ჩვენს პრიორიტეტთა ნუსხაში ჯდება და ავტომატურად მეწარმე-სუბიექტი ხდება ჩვენი ბენეფიციარი. შესაბამისად, მსგავსი შემთხვევა არ გვქონია.

 

ბანკებთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. როცა ბანკები ახდენენ სესხის დამტკიცებას, ისინი ყველა დეტალს და კრიტერიუმს ამოწმებენ, რასაც შემდგომში ჩვენც ვამოწმებთ.

 

როგორია სესხის მინიმალური და მაქსიმალური თანხა?

 

მინიმალური თანხა არის საბანკო სესხის შემთხვევაში 150 ათასი ლარი და ლიზინგის შემთხვევაში 100 ათასი ლარი. მაქსიმალური თანხა არის 5 მილიონი, ორივე შემთხვევაში.

 

გარდა სესხებისა, რითი ეხმარება მეწარმეს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“?

 

გვაქვს სხვადასხვა მექანიზმი, როგორც ფინანსური მხარდაჭერის, ასევე ტექნიკური მხარდაჭერის, რომელიც კვალიფიკაციის ამაღლებას გულისხმობს. ასევე, ბენეფიციარებს ექსპორტისა და ინვესტიციების მიმართულებით ვეხმარებით. ჩვენს ბენეფიციარებს შეუძლიათ ექსპორტის წახალისების სერვისებით ისარგებლოს და ამით მათ მარტივად შეძლონ უცხოურ ბაზრებზე თავის დამკვიდრება.

 

ამ ხნის განმავლობაში რამდენმა კომპანიამ მიიღო დაფინანსება?

 

დღეის მდგომარეობით, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების კომპონენტით ისარგებლა 238 მეწარმე სუბიექტმა, 2014 წლიდან დღემდე. საერთო ჯამში, ყველა კომპონენტით საუბარია 374 მხარდაჭერილ მეწარმე სუბიექტზე, რომელთა მიერ კომერციული ბანკებიდან მოზიდული სესხის მოცულობა ნახევარ მილიარდს აღწევს (472 მლნ ლარი) და მათ მიერ შექმნილი სამუშაო ადგილები 15 ათასს აღწევს. მათმა 55 % -მა ნულიდან დაიწყო საქმიანობა. საერთო ჯამში, 2018 წლის ივნისის მონაცემებით, „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტების ჯამური ინვესტიციის მოცულობა 904 მილიონ ლარს აღემატება.

 

მას შემდეგ, რაც კომპანია მიიღებს დაფინანსებას, რა ვალდებულებები აქვს სახელმწიფოს მიმართ?

 

თუ ვსაუბრობთ ფინანსურ მხარდაჭერაზე, მეწარმე სუბიექტი ვალდებულია, თუ ის არის სტარტაპი, ჩვენთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის ვადაში მან წარმოება დაიწყოს. თუ უკვე არსებული წარმოებაა და ფართოვდება, მას ექნება ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმების დღიდან ერთი წლის ვადაში განახლების ნაწილი დაასრულოს და საწარმოს სიმძლავრეები გაზარდოს, ასევე შეინარჩუნოს პროფილი, რითაც დაიწყო საქმიანობა. რაც შეეხება ქონების გადაცემას, მან უნდა განახორციელოს ქონების საბაზრო ღირებულების ექვსმაგი ინვესტიცია, რეგიონებში ოთხმაგი ინვესტიცია. საუბარია სახელმწიფოს მიერ 1 ლარად ქონების გადაცემის კომპონენტზე.

 

ბანკებთან ურთიერთობაში მეწარმე-სუბიექტს თუ ეხმარება ის ფაქტი, რომ „აწარმოე საქართველოს“ პოტენციური ბენეფიციარია?

 

რა თქმა უნდა, აღნიშნული ფაქტი არის მნიშვნელოვანი ბიძგი, რომ მათ შორის თანამშრომლობა შედგეს, რადგან ბანკი იმცირებს რისკებს და პროექტში ჩართულია სახელმწიფო. ეს უადვილებს ბანკს გადაწყვეტილების მიღებას. პირველი ორი წლის განმავლობაში ისინი მკვეთრად იმსუბუქებენ საპროცენტო განაკვეთით გამოწვეულ ტვირთს. იფარება არა კრედიტი, არამედ მისი საპროცენტო განაკვეთი ჩვენი დახმარებით. მაგალითად, თუ ბანკმა დაამტკიცა წლიური საპროცენტო განაკვეთი 12 % , პირველი ორი წელი ათი პროცენტის თანადაფინანსებას ახდენს სახელმწიფო. ძირ თანხას ფარავს მეწარმე. რა პერიოდში, ამაში სახელმწიფო არ ერევა.

 

როგორ და რამდენად არის პროგრამა დაზღვეული კორუფციის რისკებისგან?

 

პროგრამა შეიქმნა ყველა წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკებიდან გამომდინარე და ქართულ რეალობაზე მორგებით. ამ პროგრამაში ჩართულები არიან კომერციული ბანკები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას საკუთარი კომპეტენციებიდან გამომდინარე, რომელიმე ბიზნესი არის თუ არა იმდენად მიმზიდველი, რომ მან მიიღოს ფინანსური რესურსი. ბანკის ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მთავარი ნიუანსი. ჩვენი პრიორიტეტთა ნუსხა არის საჯარო. თუ მეწარმე მოახდენს ბანკის დარწმუნებას, სააგენტოს შიგნით სელექციური გადაწყვეტილების მიღების ბერკეტი არ არსებობს და კომპანია ყველა შემთხვევაში ხდება ბენეფიციარი.

 

სააგენტოს ბიუჯეტი რამდენ ლარს შეადგენს?

 

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ბიუჯეტი დინამიურად მზარდია. წლევანდელი ბიუჯეტი სუბსიდირების ნაწილში ყველა კომპონენტის ფარგლებში 16,5 მილიონი ლარია, რაც წინა წელთან შედარებით გაზრდილია. რა თქმა უნდა, გაზრდილია პროექტების რაოდენობაც.

bpn





“საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევები“ - დარგის სპეციალისტები კრისტინ ლაგარდის ვიზიტს “კომერსანტთან“ აფასებენ

“საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევები“ - დარგის სპეციალისტები კრისტინ ლაგარდის ვიზიტს “კომერსანტთან“ აფასებენ
access_time2019-05-20 19:00:52
...

Google Amazon-ს კონკურენციას გაუწევს

Google Amazon-ს  კონკურენციას გაუწევს
access_time2019-05-20 20:00:13
რამდენიმე დღის წინ Google-მა განაახლა სერვისები, რომლებიც დაკავშირებულია ონლაინ ვაჭრობასთან. განახლებული Google Shopping და Google Express დაეხმარება კლიენტებს საქონლის მოძიებაში და ფასების შედარებაში სხვადასხვა გამყიდველებთან. ექსპერტების აღნიშნავენ, რომ ეს არის ახალი ტენდენცია - Google აქტიურად იწყებს ბრძოლას ონლაინ-ვაჭრობის ბაზარზე პირველობისთვის. 16 წლის წინ კომპანიამ, რომელიც ჯერ ბირჟაზეც კი არ იყო გასული,...

თემურ ბასილია: „მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია“

თემურ ბასილია: „მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია“
access_time2019-05-20 18:00:16
„საპენსიო რეფორმის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოხდება ამ რესურსების მართვა,“— ასე აფასებს  2019 წლის 1 იანვარს ამოქმედებულ  საპენსიო რეფორმას საქართველოს ყოფილი ყოფილი ვიცე პრემიერი, ყოფილი პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი თემურ ბასილია „კომერსანტთან“  ექსკლუზიურ ინტერვიუში. როგორც ბასილია განმარტავს, მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია. მისივე...

მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი: ე.წ. სტაიანშიკების მიმართ მოწყალებას ვიჩენთ

მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი: ე.წ. სტაიანშიკების მიმართ მოწყალებას ვიჩენთ
access_time2019-05-20 17:00:16
წელიწადზე მეტია, რაც საპარკინგე ადგილების ადმინისტრირება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დაქვემდებარებაში გადავიდა, თუმცა არჩევნებამდე დაპირებული პარკირების  პრობლემა არათუ მოგვარდა, კიდევ ურო დამძიმდა. უამრავ მიზეზებთან ერთად “კომერსანტთან“ ექსპერტები ე.წ. სტაიანშიკებსაც ასახელებენ, რომლებიც დედაქალაქში თვითნებურად მუშაობენ და საკუთარ წესებს ადგენენ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე ამ თემაზე...

„m²“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს სასტუმროების ქსელის განვითარების კონცეფცია გააცნო

„m²“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს სასტუმროების ქსელის განვითარების კონცეფცია გააცნო
access_time2019-05-20 13:25:06
ა/წ 17მაისს, 18:00 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ დეველოპერულმა კომპანია „m²“-მა, ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, მიღება გამართა და სავაჭრო პალატის წევრ კომპანიებს სასტუმროების ქსელის განვითარების ახალი მიმართულებისკონცეფცია წარუდგინა. ამ ეტაპზე, სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით, საქართველოს მასშტაბით, 10 სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომლებიც,საერთო ჯამში,1,000-ზე მეტ ნომერს გააერთიანებს.სრული ინვესტიცია სასტუმროების განვითარების...


მსგავსი სიახლეები

up