3.7-ჯერ მაღალი საპროცენტო სარგებლის მიუხედავად დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 40%-საც ვერ აღწევს

3.7-ჯერ მაღალი საპროცენტო სარგებლის მიუხედავად დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 40%-საც ვერ აღწევს

access_time2021-01-12 16:00:20

საქართველოს კომერციულ ბანკებში 2020 წლის 1-ლი დეკემბრის მდგომარეობით 34.475 მლრდ ლარის დეპოზიტი იყო განთავსებული. დეპოზიტების 62.7% უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული. ორივე შემთხვევაში დეპოზიტებში მიმდინარე ანგარიშიც იგულისხმება.


ლარში განთავსებული დეპოზიტების 27.5% მიმდინარე ანგარიშს წარმოადგენს, 21.5% მოთხოვნამდე დეპოზიტს, 51% კი ვადიანი დეპოზიტია. ვადიანი ანაბრების 61% 1 წლამდე პერიოდითაა გახსნილი.


მიუხედავად იმისა, რომ ლარში განთავსებულ დეპოზიტზე სარგებელი 3.7-ჯერ მეტია ვიდრე უცხოურ ვალუტაში, ანაბრების მხოლოდ 1/3-ზე ცოტა მეტია ლარში გახსნილი. მიზეზი მარტივია. მართალია ლარს საშუალოდ 8.3% ერიცხება, ფიზიკური პირებისთვის 9.4% მაგრამ ერთ წელიწადში ლარი დოლართან მიმართებაში 15%-ით გაუფასურდა, რამაც არათუ სარგებელი გაანულა ძირიც შეამცირა. 2019 წლის ნოემბერში ფიზიკური პირებისთვის ლარში განთავსებულ ანაბარს 9.8% ერიცხებოდა, უცხოურ ვალუტაში - 2.8%. იმ დროს $1000-ით ₾2950-ის ყიდვა იყო შესაძლებელი. დოლარში გახსნილ ანაბარზე პირს ერთ წელიწადში $28 დაემატებოდა და $1028 გაუხდებოდა. ლარში სარგებელი დამატებით ₾289 იქნებოდა და ₾3239-მდე გაიზრდებოდა, მაგრამ 2020 წლის ნოემბერში $1028-ად უკვე ₾3413-ის შეძენა იყო შესაძლებელი, ანუ ბევრად უფრო მაღალი ნომინალური საპროცენტო განაკვეთის მიუხედავად პოტენციური მეანაბრე ₾174-ს დაკარგავდა.


აპრილში, მაშინ როცა ყველაფერი იხურებოდა, ცოტა ხნით ადრე კურსი 3.5-მდე იყო გაზრდილი და ადამიანების დიდი ნაწილი ბანკების მიერ შეთავაზებულ სამთვიან საშეღავათო პერიოდს დასთანხმდა, ლარში განთავსებულ ანაბრებზე ფიზიკური პირებისთვის საპროცენტო განაკვეთი 12.1%-მდე გაიზარდა.


ეროვნულ ვალუტაში განთავსებულ ანაბარზე დარიცხული მაღალი საპროცენტო სარგებელი, სესხების გაიაფების ერთ-ერთი ხელის შემშლელი წინაპირობაა. ბანკი თვითღირებულებაზე იაფად თანხებს ვერ და არ გასცემს, თუმცა მისი ხელოვნურად შემცირება არ გამოვა რადგან ასეთ შემთხვევაში დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. ბანკებს კი ლარიც სჭირდებათ, თუნდაც იმიტომ, რომ ₾200 000-მდე სესხის გაცემა მხოლოდ ლარშია ნებადართული.


გიორგი ელიზბარაშვილი

თეგები:
დეპოზიტები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up