კიდევ 37 დევნილი ოჯახი, გორსა და ხაშურში ახალაშენებულ კორპუსებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პირობებში იცხოვრებს. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„დევნილ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანმა გადასცეს.
2020 წელს, ჯამში, ახალ საცხოვრებელს 2000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს. ბოლო 8 წლის განმავლობაში კი, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში 21 655 დევნილი ოჯახი განსახლდა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.