35 წლის შემდეგ Starbucks-ი იტალიაში შედის

35 წლის შემდეგ Starbucks-ი იტალიაში შედის

access_time2017-03-01 10:00:42

35 წლის წინ Starbucks-ის გენერალური დირექტორი, ჰოვარდ შულცი მილანს ესტუმრა, სადაც ყავახანების კულტურით განსაკუთრებით მოიხიბლა. მალევე შულცი იმ კომპანიას ჩაუდგა სათავეში, რომელიც 75 ქვეყანაში 26,000-ზე მეტ ყავახანას აერთიანებს. ახლა კი, 35 წლის შემდეგ, Starbucks-ი იტალიურ ბაზარზე შედის.

 

„მიმაჩნდა, რომ იტალიურ ბაზარზე შესასვლელად მზად არ ვიყავით. ჩემი აზრით, იტალია განსაკუთრებული ადგილია: იტალიურ კულტურასა და ყავის დამზადების ტრადიციულ ხერხს უდიდეს პატივს ვცემ. Starbucks-ს სწორედ ეს რეპუტაცია უნდა მოეპოვებინა და წლების განმავლობაში, ვფიქრობ, რომ შევძელით კიდეც," განაცხადა Associated Press-თან საუბრისას ჰოვარდ შულცმა.

 

კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, Starbucks-ის იტალიურ ბაზარზე შესვლის ერთ-ერთი დამაჩქარებელი ფაქტორი პრესტიჟულ იტალიურ ბრენდ, Percassi Group-თან თანამშრომლობა გახდა. ფირმის პრეზიდენტის, ანტიონიო პერკასის განცხადებით, „იტალიური ბაზარი Starbucks-ისთვის უნიკალური გამოწვევა იქნება."


 

2013 წელს CNN-ის ჟურნალისტმა, ერინ ბარნეტმა კითხვა დაუსვა შულცს, იქნებოდა თუ არა ოდესმე Starbucks-ი იტალიაში წარმოდგენილი. „გულწრფელად რომ გითხრათ, იტალიის ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ჩვენი მეწილეები ამით არ დაინტერესდებიან. ამჯერად ვფრთხილობთ, თუმცა ერთ დღეს იტალიაში Starbucks-ი აუცილებლად გაიხსნება," - განაცხადა მაშინ შულცმა

 

 

ავტორი: CNBC



„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას“

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს  მოძრაობას“
access_time2020-01-18 17:00:42
„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას სატესტო რეჟიმში“ - ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე...

აუდიტის სამსახური - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017 - 2018 წლებში საწვავზე 275.8 ათასი ლარი დახარჯა

აუდიტის სამსახური - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017 - 2018 წლებში საწვავზე 275.8 ათასი ლარი დახარჯა
access_time2020-01-18 16:00:28
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში 275.8 ათასი ლარის საწვავი დახარჯა, მათ შორის 16.3 ათასი ლარი მერის წარმომადგენლების ავტომანქანებისთვის საწვავზე გაწეულმა ხარჯმა...

თელაველი კოლექციონერი, რომელმაც საქართველოს 400 მილიონის ღირებულების საგანძური დაუტოვა

თელაველი კოლექციონერი, რომელმაც საქართველოს 400 მილიონის ღირებულების საგანძური დაუტოვა
access_time2020-01-18 15:00:57
ის­ტო­რია ინა­ხავს გე­ნი­ა­ლუ­რი მხატ­ვრე­ბის და მათი შე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბებს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბები რჩე­ბი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ხე­ლოვ­ნე­ბის უნი­კა­ლუ­რი ნი­მუ­შე­ბი თა­ო­ბებს შე­მო­უ­ნა­ხეს. თე­ლა­ვე­ლი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რის, ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმეტესი ნა­წი­ლის­თვის არ არის ცნო­ბი­ლი. პრო­ფე­სი­ით ექიმ­მა-კოს­მე­ტო­ლოგ­მა, რომ­ლის ცხოვ­რე­ბის უდი­დე­სი გა­ტა­ცე­ბა ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბის...

ტოპ 5 გლობალური რისკი, რომელსაც 2020 წელს უნდა ველოდოთ

ტოპ 5 გლობალური რისკი, რომელსაც 2020 წელს უნდა ველოდოთ
access_time2020-01-18 13:00:19
World Economic Forum ყოველი ახალი წლის იანვარში სამომავლო რისკების ანგარიშს წარადგენს ხოლმე. წელს ისე მოხდა, რომ გლობალური რისკების ტოპ 5-ივე ადგილი გარემოს თემატიკამ შეავსო. მსოფლიო ეკონომიკის ფორუმის პრეზიდენტმა ბურჯ ბრენდემ თქვა: ”პოლიტიკური ლანდშაფტი პოლარიზებულია, ზღვის დონე იზრდება, კლიმატის ცვლილების შედეგად კი მომრავლდა ხანძრები. ეს არის წელი, როდესაც მსოფლიო ლიდერებმა უნდა იმუშაონ საზოგადოების ყველა სექტორთან, რათა გააძლიერონ თანამშრომლობის სისტემები, არა მხოლოდ მოკლევადიანი...

რა ინფორმაციას ინახავს თვითმფრინავის „შავი ყუთი“ და ვინ და როგორ შიფრავს მას?

რა ინფორმაციას ინახავს თვითმფრინავის „შავი ყუთი“ და ვინ და როგორ შიფრავს მას?
access_time2020-01-18 12:00:04
თეირანში ჩამოვარდნილი უკრაინული ავიალაინერის შავი ყუთის გაშიფრვა გრძელდება. Boeing 737-800-ზე თავდასხმის საქმის გამოძიებაში ყველა ის ქვეყანა მონაწილეობს, რომლის მოქალაქეებიც 8 იანვარს მომხდარ ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ. ეგრეთ წოდებული შავი ყუთების გაშიფრვას ირანელი და უკრაინელი ექსპერტები ცდილობენ. ორივე ბორტჩამწერი ძლიერად არის დაზიანებული. ამიტომ, თუ მათზე ჩაწერილი ინფორმაციის წაკითხვა ვერ მოხერხდა, შესაძლოა ირანს შავი ყუთების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაგზავნა მოუწიოს. მაგალითად, კანადასა და...


მსგავსი სიახლეები

up