33 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა სანდრო ეულის ქუჩაზე 2020 წლის თებერვალში დასრულდება

33 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა სანდრო ეულის ქუჩაზე 2020 წლის თებერვალში დასრულდება

access_time2019-11-28 12:30:33

სანდრო ეულის ქუჩას სულ მალე „ლიტ-ჯეო ინვესტის“ ახალი მრავალფუნქციური კომპლექსი შეემატება.    33 სართულიანი შენობა-ნაგებობა „საბურთალო პალასი“  2020 წელს გაზაფხულზე ჩაბარდება და 140 - მდე მობინადრესთვისაა განკუთვნილი. კომპლექსი მოიცავს ფართო ტერიტორიაზე პარკინგის ადგილს, გამწვანებულ ტერიტორიას, სპორტულ დარბაზებსა და   სტადიონს, ღია და დახურულ კვების ობიექტებს.  


როგორც „კომერსანტს“ საბურთალო პალასის პროექტის მენეჯერმა და არეა ჯგუფის მმართველმა პარტნიორმა ნინო ჯინჯოლავამ განუცხადა, კომპლექსის ასაშენებლად გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია, თავად შენობა-ნაგებობა მონოლითური რკინა-კარკასითაა ნაშენები.


„უძრავი ქონების შეძენა არ არის მარტივი, ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, ადგილმდებარეობიდან დაწყებული, დაგეგმარებით დასრულებული. საბურთალო პალასი გამოირჩევა მასალების მაღალი ხარისხით, მაქსიმალური ყურედღება ექცევა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის გამოყენებას, მაგალითისთვის არ გამოიყენება გიფსო კარდონი, არამედ უპირატესობა ენიჭება ე.წ გიფსო ბლოკს, კარ-ფანჯრები შავი მეტალისაა ორმაგი დამინვით. ამავდროულად მნიშვნელობა ენიჭება ფასადის და გარე ვიზუალის მდგრადობას და გამძლეობას იერსახის შენარჩუნების მხრივ. ამისთვის, გამოიყენება სპეციალური მასალა, ავსტრიული წარმოების ცეცხლმედეგ ხის ფასადი, რომელიც კედელზე სპეციალური თბოიზოლატორთან ერთად მაგრდება. რაც შეეხება სეისმოლოგიურ გამძლეობას და შენობის მდგრადობას, გათვალისწინებულია რა განსაკუთრებული მაღალსართულიანობა, არმატურა გერმანიაში შემოწმდა და მათი ერკომენდაციების გათვალისწინებით შეირჩა. ამავდროულად მიწის ქვეშ შენობა ნაგებობა 15 მეტრიან საძირკველზე დგას.“- ამბობს ნინო ჯინჯოლავა, „არეა ჯგუფის“ მმართველი პარტნიორი.






საბურთალო პალასის დაპროექტებისას გათვალისწინებულია 360 გრადუსით ხედების წარმოჩენა მთელს ქალაქზე.  ასევე მოიცავს რეკრეაციულ და დასასვენებელ ზონას, შიდა ეზოს სახით, სპორტული აქტივობისთვის განკუთვნილ სივრცეებს, როგორიცაა სტადიონი, დახურული სპორტული დარბაზი და ფიტნეს კლუბი. კომპლექსში გათვალისწინებულია დახურული და ღია კაფეების განთავსებაც.


„საბურთალო პალასის“  მობინადრეებს 24 საათიანი დაცვა და მიმღები მოემსახურება.


მშენებლობა 2020 თებერვლისთვის დასრულდება და გაზაფხულზე ბარდება. პროექტი სრულად ქართუ ბანკის მიერაა დაფინანსებული.


 მარიამ მორგოშია





დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-14 21:30:35
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი 1. ავტომანქანების გაქირავების კომპანიები კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრების წინაშე არიან კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პრობლემები მანქანების  გაქირავების კომპანიებსაც შეუქმნა, ნაწილმა მანქანების  გაყიდვაც გადაწყვიტა. როგორც „კომერსანტთან“ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის შპს...

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს
access_time2020-07-14 20:00:07
ერთი შეხედვით, მაის-აპრილის პანიკა ნავთობის ბაზარზე წარსულს ჩაბარდა, თუმცა, რეალობაში მდგომარეობა ისევ რთული და არასტაბილური რჩება - ერთის მხრივ, ნავთობის საშუალო ფასი უკვე 1,5 თვეა 40 დოლარის ფარგლებშია და ეს ცუდი არაა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც შავი ოქრო 10 დოლარი ღირდა.   თუმცა, ასეთი ფასი არ აწყობს მსხვილ მოთამაშეებს - პირველ რიგში რუსეთს და საუდის არაბეთს, რადგანაც ის მათ უდეფიციტო ბიუჯეტის ფორმირების საშუალებას არ...

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)
access_time2020-07-14 17:00:00
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში  მრავალფუნქციური  სივრცე  „ვაკე პლაზა“ შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ახალ საოფისე სივრცეში შესაძლებელი იქნება როგორც ოფისების ქირაობა, ისე არაფორმალური შეხვედრების გამართვა.   პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია...


მსგავსი სიახლეები

up