31 წელი საქართველოს კომპარტიის კოლაფსიდან

31 წელი საქართველოს კომპარტიის კოლაფსიდან

access_time2021-10-28 10:00:52

საქართველოში არჩევნების გზით ხელისუფლების პირველი ცვლილებიდან 31 წელი გავიდა. 1990 წლის 28 ოქტომბერს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობისას, საქართველოში კომუნისტური პარტიის მმართველობა დასრულდა. გამარჯვებულმა „მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველომ“ 54%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა და 5 თვის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა.

 


საბჭოთა კავშირი ფორმალურად ქვეყნების ნებაყოფლობით გაერთიანებას წარმოადგენდა და მასში შემავალი რესპუბლიკები კონსტიტუციის მიხედვით ფედერაციის დატოვების უფლებით სარგებლობდნენ, თუმცა რეალურად არათუ საბჭოთა რესპუბლიკებს, დამოუკიდებლობა აღმოსავლეთ ევროპის ბანაკის ქვეყნებსაც არ გააჩნდათ. 1956 წელს ბუდაპეშტში და 1968 წელს პრაღაში ტრანსფორმაციის მცდელობები მოსკოვმა სისხლში ჩაახშო. უნგრეთის პრემიერმა იმრე ნადიმ სიცოცხლე სახრჩობელაზე დაასრულა.

 


„პერესტროიკის“ პერიოდში, 1987 წელს საქართველოში გადასახლებიდან მერაბ კოსტავა დაბრუნდა, რის შემდეგაც იატაკქვეშა ეროვნულმა მოძრაობამ დღის სინათლეზე გადმოინაცვლა.

 


9 აპრილის მერე, სისტემას ძველი კომუნისტების ნაწილიც დაუპირისპირდა, თუმცა „ძველი გვარდია“ აქცენტს მაინც უფრო იმპერიის მოდერნიზებაზე აკეთებდა და არა დაშლაზე.

 


უმაღლესი საბჭოს არჩევნები მარტში იყო დაგეგმილი. ეროვნული მოძრაობის ძალისხმევის შედეგად თარიღმა ოქტომბერში გადაიწია. იქამდე საბჭოთა მთავრობა იძულებული გახდა თავად ეღიარებინა, რომ 1921 წლის 25 თებერვალს მოსკოვმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა.


 


1990 წლის 28 ოქტომბერს, პირველად 71 წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, საქართველოში მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა. გამსახურდია პროპორციულ სისტემას ითხოვდა, ამ წესით აირჩა 1919 წლის დამფუძნებელი კრება, კომუნისტები მხოლოდ მაჟორიტარულ სისტემას თანხმდებოდნენ, საბოლოოდ მოლაპარაკებების შედეგად შერეული სისტემა შეირჩა.

 


არჩევნების მეშვეობით დამოუკიდებლობის მოპოვებას „ლიტვის გზას“ უწოდებდნენ. გია ჭანტურია კი პირველ რიგში ქვეყნიდან საბჭოთა ჯარის გასვლას ითხოვდა, თუმცა როგორ უნდა დაეყოლიებინათ მოსკოვი საოკუპაციო არმიის გაყვანაზე მას და მის მომხრეებს, კონკრეტული პასუხი არ გააჩნდათ.

 


28 ოქტომბრის არჩევნებზე აქტიობამ 70% შეადგინა. 11 პოლიტიკური სუბიექტიდან (6 პარტია და 5 ბლოკი) 4%-იანი ბარიერი მხოლოდ ორმა მრგვალმა მაგიდამ და კომუნისტურმა პარტიამ გადალახეს. „მრგვალი მაგიდა თავისუფალ საქართველოს“ მხარი ამომრჩეველთა 54%-მა დაუჭირა, „საქართველოს სსრ-ის კომუნისტურ პარტიას“ – 29.6%-მა. 250 მანდატიან უზენაეს საბჭოში 155 ადგილი - 62% გამსახურდიას მომხრეებს ერგოთ, 64 ადგილი - 25.6% კომუნისტებს, დარჩენილი 31 ადგილი კი მაჟორიტარებს სხვა პარტიებიდან. კომუნისტების იმედი, რომ გამარჯვებას მაჟორიტარების ხარჯზე მაინც მოიპოვებდნენ, არ გამართლდა. მათ 1991 წლის აგვისტოში კუთვნილი 64 ადგილიც დაკარგეს. უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით კომუნისტური პარტია აიკრძალა.

 


14 ნოემბერს პირველ სესიაზე უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ზვიად გამსახურდია აირჩიეს. 31 მარტს საქართველოში მთელი ქვეყნის მასშტაბით რეფერენდუმი ჩატარდა. მოსახლეობას პასუხი უნდა გაეცა ერთადერთ კითხვაზე: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“. ამომრჩეველთა 99.08%-მა 3 295 493-მა ადამიანმა დადებითი პასუხი გასცა. 30 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობას მხარი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც დაუჭირეს. აფხაზეთში პასუხი „დიახ“ ამომრჩევლის 97.73%-მა გასცა.

 

რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. იმავე წლის 26 მაისს ზვიად გამსახურდია პირველ პრეზიდენტად აირჩიეს, მას ამომრჩეველთა 87%-მა დაუჭირა მხარი.

 

1990 წელს უზენაესი საბჭო და 1991 წელს პრეზიდენტი 5-5 წლით აირჩიეს. სამხედრო გადატრიალების მიუხედავად პრეზიდენტი არ გადამდგარა და არც უზენაესი საბჭო დაუთხოვია. თავის მხრივ თვითლიკვიდაცია არც უზენაეს საბჭოს გამოუცხადებია. ე.წ. სამხედრო საბჭოს მიერ დათხოვილი პარლამენტი და გადაყენებული პრეზიდენტი ლეგიტიმური ძალის მქონედ ვერ ჩაითვლება. იდეაში გამსახურდია მკვლელობის მომენტამდე - 1993 წლის 31 დეკემბრამდე (არსებობს ვარაუდი, რომ ის რამდენიმე დღით ადრე მოკლეს) და პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო 1995 წლამდე, ხელისუფლების კანონიერ წარმომადგენლად ითვლებოდნენ. რეალობა კანონიერების საპირისპირო აღმოჩნდა. 1992 წლის 6 იანვარს პრეზიდენტს ქვეყნის დატოვება მოუწია და უზენაესმა საბჭომაც რეალური ძალაუფლება დაკარგა. სურათი შესაძლოა 1993 წლის ოქტომბერ-ნოემბერში შეცვლილიყო, მაგრამ ქვეყანაში დაბრუნებული გამსახურდიას მომხრეების წინააღმდეგ, შევარდნაძემ ბალტინის ჯარებს უხმო, რამაც შეიარაღებული დაპირისპირების ბედი გადაწყვიტა.

 


1990 წლის 28 ოქტომბრიდან ხელისუფლება არჩევნების გზით კიდევ ერთხელ მხოლოდ 22 წლის შემდეგ 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს შეიცვალა. ის 22 წელი კი ქვეყნისთვის უმძიმესი აღმოჩნდა. პუტჩი, დახვრეტილი მიტინგები, ომები, ოკუპაცია, ეკონომიკური კოლაფსი, პურის რიგები, მასობრივი ემიგრაცია, უშუქობა, უგზოობა, 8 ლარიანი გაყინული პენსია, კორუფცია, ძალადობა, რეკეტი... ეს იმ ფაქტებისა და მოვლენების არასრული ჩამონათვალია რაც 1991 წლის 22 დეკემბრის პირველ გასროლას მოჰყვა და არაც არც 2003 წლის 23 ნოემბერს დასრულებულა და არც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს.


გიორგი ელიზბარაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up