31 იანვარი - ბრიტანეთის ბოლო დღე ევროკავშირში

31 იანვარი - ბრიტანეთის ბოლო დღე ევროკავშირში

access_time2020-02-01 11:00:17

1 თებერვლიდან ბრიტანეთი ოფიციალურად და საბოლოოდ დატოვებს ევროკავშირს. პირველ ეტაპზე ქვეყანა შეწყვეტს საქმიანობას გაერთიანების პოლიტიკურ ინსტიტუტებში, ძირითადი ცვლილებები კი შევა ძალაში ეტაპობრივად.

მოლაპარაკებები ბრექსიტის პირობებზე დაიწყო 2017 წლის მარტში, 2016 წელს ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე. ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი ბრიტანელთა 51,9%-მა, ძირითადად ინგლისის და უელსის ხარჯზე, ხოლო შოტლანდია და ჩრდილოეთ ირლანდია ემხრობიან ევროკავშირის წევრობის შენარჩუნებას.

ბრექსიტის იდეა უფრო პოპულარული იყო ღარიბ ფენებში (64%), ვიდრე საშუალო კლასში (51%), და შეძლებულებს შორის (43%).


ბრიტანელებმა დაასახელეს ევროკავშირიდან გასვლის 3 მიზეზი:

მათ სურთ, რომ გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება ბრიტანეთს, მიღებულ იქნას ლონდონში, და არა ბრიუსელში

საზღვარზე კონტროლის აღდგენა

ევროკავშირის უფლებამოსილების შესაძლო ზრდა


2020 წლის 1 თებერვლიდან:

ბრიტანეთი ოფიციალურად ტოვებს ევროკავშირს, და დაკარგავს ხმის უფლებას მის ინსტიტუტებში, ბრიტანელი პოლიტიკოსები არ მიიღებენ მონაწილეობას სამიტებში, ევროპარლამენტის არჩევნებში, და ა.შ.


ევროკავშირს და ბრიტანეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების ფორმატი დარჩენა უცვლელი 2020 წლის 31 დეკემბრამდე, და ამ გარდამავალი პერიოდის მანძილზე ბრიტანეთს მოუწევს ევროპული რეგლამენტების დაცვა, და ლუქსემბურგში მდებარე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღიარება.

გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე ბრიტანეთის მოქალაქეები ისარგებლებენ გადაადგილების და დასაქმების თავისუფლებით, რომელსაც მათ ანიჭებს ევროკავშირის კანონმდებლობა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინსისტმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ 2021 წლისთვის ის მოაწერს ხელს შეთანხმებას, რომელიც მისცემ ქვეყანას ევროკავშირში საქონლის ექსპორტის პრივილეგირებული წვდომის შენარჩუნებას იმის შემდეგ, რაც ის დატოვებს ევროკავშირის ორ მთავარ ეკონომიკურ ორგანოს  - საბაჟო კავშირს, და ევროპის ერთიან ბაზარს - სავარაუდოდ, ეს მოხვდება უკვე 2021 წელს.

ასევე მომავალი წლიდან ამოქმედდება ისეთი პირობები, როგორც ევროკავშირიდან შრომითი მიგრაციის მიმართ განსაკუთრებული რეჟიმი, ბრიტანეთის ტერიტორიაზე ქვეყნის კანონების უპირობო პრიორიტეტი, და ლონდონის სუვერენიტეტი საგარეო ვაჭრობაზე.

გარკვეული გამოწვევები ელის ბრიტანეთს ქვეყნის შიგნით - კერძოდ, შოტლანდია ემხრობა ევროკავშირში დარჩენას, და ამის საფუძველზე რეგიონალური ხელისუფლება მოითხოვს ახალი რეფერენდუმის ჩატარებას დამოუკიდებლობის საკითხზე.

თუმცა, ბორის ჯონსონმა არ მისცა ამის უფლება, და განაცხადა, რომ შოტლანდიას ერთხელ უკვე ჰქონდა ბრიტანეთის დატოვების საშუალება - 2014 წელს, როდესაც რეფერენდუმზე რეგიონის მოსახლეობამ არჩია გაერთიანებულ სამეფოში დარჩენა.

ამ ეტაპზე შოტლანდიელთა 50% წიმაამღდეგია ახალი რეფერენდუმის ჩატარების, 8% უჭირს აზრის დაფიქსირება, შესაბამისად, რეგიონალურ ხელისუფლებას ჯერ არ გააჩნია განმეორებით რეფერენდუმის ჩატარების მანდატი ადგილობრივი მოსახლეობისგან. თუმცა, ეს შეიცვლება იმ შემთხვევაში, თუ შოტლანდიელები ჩათვლიან, რომ ლონდონი არასათანადოდ ითვალისწინებს მათ ინტერესებს სავაჭრო მოლაპარაკებების დროს.

ბრექსიტის კიდევ ერთი შედეგი იქნება ბრიტანეთის შიდა სახელმწიფოებრივი მოწყობის შეცვლა - ცვლილებების ნაწილი დაკავშირებული იქნება სუვერენიტეტის გაძლიერებასთან, ნაწილი - უთანასწორობის დაძლევასთან, რომელმაც, ჯონსონის აზრით, გამოიწვია ბრიტანელების ანტიპატია ევროკავშირისადმი.

მთავრობა გეგმავს ინფრასტრუქტურული პროექტების და ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების გადახედვას იმ კუთხით, რომ მათ უნდა შეუწყონ ხელი ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ჩრდილოეთ რეგიონებში.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრი გეგმავს ლორდთა პალატის გადატანას ჩრდილოეთ ინგლისის ქალაქ იორკში, და ინფრასტრუქტურულ პროექტებში 100 მლრდ. ფუნტის ჩადებას.

მოსალოდნელია ასევე სიახლეები საგარეო პოლიტიკაში - ბრიტანეთი არ იქნება ვალდებული შეასრულოს ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური გადაწყვეტილებები, და იმოქმედებს ძირითადად გაეროს, ნატოს, და სვა გაერთიანებების ფარგლებში..

როგორც ევროკავშირის წევრი ბრიტანეთი უერთდებოდა ყველა სანქციებს, რომლებიც იყო შემოღებული ევროკავშირის სახელით, ხოლო 1 თებერვლიდან ლონდონი შეინარჩუნებს მხოლოდ იმ სანქციებს, რომლებსაც შეუერთდა ცალკე, როგორც ქვეყანა.

ბრიტანეთს ასევე ექმნა ევროკავშირთან შეთანხმების გარეშე სანქციების დაწესების უფლება - მაგალითად, უახლოეს თვეებში, ამოქმედდება ახალი მექანიზმი, რომელიც აუკრძალავს ბრიტანეთში ჩასვლას ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ პირებს.

ასევე იგეგმება მათი საბანკო ანგარიშების გაყინვა ბრიტანულ ბანკებში.

 

RBC


თეგები:
Brexit



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up