30.9 ათასი ლარი 4 თვეში - როგორ შეიცვალა დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის ქონება წელიწადში

30.9 ათასი ლარი 4 თვეში - როგორ შეიცვალა დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის ქონება წელიწადში

access_time2018-11-09 18:00:00



დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის პოსტზე ოთარ ძიძიკაშვილმა 4 თვეში, 2017 წლის 11 სექტემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში შემოსავლის სახით, 30 953 ლარი მიიღო.



ცნობისთვის, ძიძიკაშვილი დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსად გასული წლის სექტემბერში დაინიშნა. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა როგორ შეიცვალა მისი ქონება 1 წელიწადში.



სააგენტოს გარდა მისმა შემოსავალმა წინა წლის 1-ლი იანვრიდან 31 აგვისტოს პერიოდში სს „კასს ჰოტელსის“ მრჩევლობისას 178 833 ლარი; შპს „კასს 1-ის“ პროექტის ხელმძღვანელად მუშაობისას კი 2017 წლის მაის-ივლისში 21 895 ლარი შეადგინა.




2018 წლის 6 ნოემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით  ოთარ ძიძიკაშვილის უძრავი ქონება ოდნავ შეცვლილია. კერძოდ, წინა წლის დეკლარაციის თანახმად, ძიძიკაშვილი თბილისში არასაცხოვრებელ ფართსა და ავტოფარეხს ფლობდა; 2018 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით კი მის საკუთრებაშია 660,41 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა (ანტრესოლი, სარდაფი) თბილისში. ძიძიკაშვილი ფლობს ასევე მსუბუქ ავტომობილს Toyota 200-ს.



რაც შეეხება სააგენტოს ხელმძღვანელის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ოთარ ძიძიკაშვილს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჯამში, 110 453.29 დოლარი; 3 482,83 ლარი, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის 32 000 დოლარი და 15 000 ლარი ჰქონდა. ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ძიძიკაშვილმა გასულ წელს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ზიანის ანაზღაურების/ვალის დაბრუნების სახით, 53 538 ლარის შემოსავალი მიიღო.



ოთარ ძიძიკაშვილს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მისი მეუღლე ფლობს 299,84 კვადრატული მეტრი ფართობის ბინასა და 32 კვ. მეტრის ავტოფარეხს. მასვე საბანკო ანგარიშზე 24 561 დოლარი და 19,92 ლარი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ძიძიკაშვილის მეუღლე ნიუ-იორკში „გვენ სალაყაიას“ სახელით ინდივიდუალურ მეწარმედ არის რეგისტრირებული და ამ საქმიანობის შედეგად, მისმა შემოსავალმა - 38 500 დოლარი შეადგინა. ის არის ასევე საქართველოში შპს “ინდასტრიალ ინვესტმენტსის“ 50%-იანი წილის მფლობელი, თუმცა, მისი საქმინობით გასულ წელს შემოსავალი არ მიუღია.


bpn






ეს კაცი ნამდვილი ლურჯი მელაა, ფოკუსნიკია, მორიგი მტრედი გააძრო სახელოდან - სააკაშვილი ვალების განულების შესახებ ხელისუფლების ინიციატივას აფასებს

ეს კაცი ნამდვილი ლურჯი მელაა, ფოკუსნიკია, მორიგი მტრედი გააძრო სახელოდან - სააკაშვილი ვალების განულების შესახებ ხელისუფლების ინიციატივას აფასებს
access_time2018-11-19 19:52:54
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მთავრობის ვალების განულების ინიციტივას ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი პრემიერის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს რომლებსაც 2000 ლარზე ნაკლები ვალი აქვთ და ამის გამო შავ სიაში არიან ვალები გაუნულდებათ, ივანიშვილის მორიგ აფიორას უწოდებს.   მე მგონი სიტყვა ინიციატივა ძალიან უხერხულია ამ საოცრებასთან დაკავშირებით, რაც დღეს გააჟღერა ე.წ. პრემიერმა. ეს არის ჩვეულებრივი მორიგი აფიორა, ძალიან ბოროტი აფიორა, არ შეიძლება ჩვენს ხალხს,...

„სწრაფი და ონლაინ სესხის გადაუხდელობის შედეგად დაყადაღებული ხელფასი გახდა მიზეზი იმისა, რომ „რიკოდან“ რამდენიმე თანამშრომელი წავიდა და ტაქსის მძღოლი გახდა“

„სწრაფი  და ონლაინ სესხის გადაუხდელობის შედეგად დაყადაღებული ხელფასი გახდა მიზეზი იმისა, რომ „რიკოდან“ რამდენიმე თანამშრომელი წავიდა და ტაქსის მძღოლი გახდა“
access_time2018-11-19 19:00:08
„სწრაფი  და ონლაინ სესხის გადაუხდელობის შედეგად დაყადაღებული ხელფასი გახდა მიზეზი იმისა, რომ „რიკოდან“ რამდენიმე თანამშრომელი წავიდა და ტაქსის მძღოლი გახდა“-  ასე აფასებს  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო კრედიტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილი „კომერსანტთან“  მთავრობის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც 600 ათასზე მეტ ადამიანს ვალი ჩამოეწერება.   ნიკოლაიშვილი განმარტავს, რომ ეს  გადაწყვეტილება ძირითადად, სწრაფი და...

დეტალები სესხების განულების პროგრამის შესახებ

დეტალები სესხების განულების პროგრამის შესახებ
access_time2018-11-19 20:00:00
“ბანკები და ფინანსები” ექსკლუზიურად გთავაზობთ ვალდებულებების განულების პროგრამის შესახებ დეტალებს.   რა არის ვალდებულების განულების პროგრამა?   ერთჯერადი პროგრამა, რომლის ფარგლებში საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ბანკისაგან გამოისყიდის ფიზიკური პირების ვადაგადაცილებულ ვალდებულებებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით;   სრულიად გაუნულდება თუ არა მომხმარებელს ვალების განულების პროგრამაში...

ფონდი „ქართუ“ 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე კომენტარს აკეთებს

ფონდი „ქართუ“ 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე კომენტარს აკეთებს
access_time2018-11-19 16:55:00
ფონდ „ქართუში“ 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე კომენტარი გაკეთდა.   როგორც ფონდის გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი აცხადებს, „ქართუს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ წლის ბიუჯეტში ფონდს უკვე დარეზერვებული აქვს 100 მილიონი ლარი.   მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფონდი „ქართუ“ აქტიურად მუშაობს ხელისუფლებასთამ.   „დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა ძალზედ...

საბანკო ასოციაცია განმარტავს, ვის შეეხება საბანკო დავალიანების განულება

საბანკო ასოციაცია განმარტავს, ვის შეეხება საბანკო დავალიანების განულება
access_time2018-11-19 15:26:55
საქართველოში მოქმედ ბანკებსა და ფონდ „ქართუს“ შორის დასრულდა წინასწარი მოლაპარაკება ვადაგადაცილებული სასესხო პორტფელის ნაწილის გაყიდვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს.   მათივე ინფორმაციით, პორტფელი ძირითადად იმ მცირემოცულობითი საკრედიტო ვალდებულებებისაგან შედგება, რომლებზეც ვადაგადაცილება წარმოიშვა 2018 წლის 1-ელ იანვრამდე და რომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმს:   2018 წლის 19...


მსგავსი სიახლეები

up