ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალიურ ქსელ facebook-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ : „300,000-მდე საჯარო მოსამსახურე და სსსიპ-ააიპ-ების თანამშრომელი გვყავს,ჩვენი ჯიბიდან ვიხდით მათ ხელფასებს. ახლაც, როცა ყველაფერი გაჩერებულია.
რამდენიმე კვირაა მათი აბსოლუტური უმრავლესობა სახლში ზის
ანუ არაფერს აკეთებს გარდა ხელფასის აღებისა, მაგრამ ეს ვერც კი ვიგრძენით, რადგან მანამდეც არაფერს აკეთებდნენ.
მცირე ნაწილი, რომელიც ‘მუშაობს’ (პოლიცია, ჯარი), უზრუნველჰყოფს რომ არ გავინძრეთ
ანუ, ერთ ნაწილს ვუხდით რომ გაგვაკაოს, მეორე ნაწილს - რომ უბრალოდ ჭამოს ის, რასაც ვეღარ ვქმნით რადგან გაგვაკავეს
ხოლო თუ არ ჰყოფნით, რადგან გაკავებულებმა ვერ შევქმენით მათი სამყოფი, ვალს იღებენ და ინაწილებენ, რომელიც ჩვენ უნდა გადავიხადოთ როცა აგვიშვებენ
და ეს ყველაფერი კეთდება დიადი მიზნისთვის - ჩვენივე კეთილდღეობისთვის“-წერს ჯაფარიძე.