300 ლარიანი კომპენსაციების მისაღებად რეგისტრაცია ხვალიდან, 3 დეკემბრიდან დაიწყება. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, განაცხადების მიღება 24 დეკემბრამდე გაგრძელდება
იმ პირებს რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან, დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ ელექტრონული განაცხადი (ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემდეგ პირს კიდევ 2 დღე ეძლევა ინფორმაციის დასაზუსტებლად, 28 დეკემბრის ჩათვლით), რათა რეგისტრაციის შემდეგ მიიღონ ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია. - ნათქვამია ფინანსურის ინფორმაციაში
მთავარი არხი