300

300

access_time2021-07-05 09:55:24

წელს ოქტომბერში იუბილე მაქვს - ზუსტად 30 წლის გახდება ჩემი , როგორც მძღოლის ისტორია.  როცა პირველად დავჯექი საჭესთან, 13 წლის ვიყავი. მას შემდეგ უამრავი ბრენდის  მანქანა მიტარებია. გემოვნება და მოთხოვნილებები ასაკთან ერთად იცვლებოდა. და ბოლოს მივედი სკუტერამდე - პატარა, ეკონომიურ ტრანსპორტამდე.


როცა კომერსანტში გადაწყდა, რომ  ტოიოტას ლენდკრუიზერ 300-ის პრეზენტაციაზე უნდა წავსულიყავი, დავიწუწუნე - კარგი რა, რა ლენდკრუიზერი, რა 300 და რა ამხელა გემივით მანქანამეთქი.  ხოდა, ასეთი წინასწარი განწყობით წავედი   რუსთავში.


სანამ მანქანის დასატესტად დამიძახებდნენ შევეცადე მეტი გამეგო ამ სიახლეზე.



ნინო გაგუა - ტოიოტა ცენტრი თბილისის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი:



ვერ ავცდებით 70 წლიან ისტორიას, რომელიც ლენკრუიზერმა შექმნა და ამ წლების განმავლობაში, დაიმკვიდრა სტატუსი - ყველგან მავალი. ვიქნები ობიექტური და ვიტყვი, რომ  უგზოობაში იშვიათად თუ შევძლებთ გამოვუნახოთ კონკურენტი ლენკრუიზერს. თუმცა ახლა სულ სხვა სტატუსით შემოდის ეს მოდელი - იყოს ძალიან კომფორტული ყველგანმავალი - ასფალტიან გზაზე. ლენკრუიზერ 300 სწორედ ამისთვის შეიქმნა TNGA პლატფორმაზე. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, პირველ რიგში, გაუმჯობესებულია  აერო დინამიკა; სიმძიმის ცენტრი არის დაწეული,რაც საშუალებას გვაძლევს სულ სხვაგვარად ვიგრძნოთ მანაქანა, როგორც უგზოობისას, ასევე ასფალტიან გზაზეც. ახლადშექმნილი, ბენზინის 3,5 კუბატურის ბიტურბო ძრავი; 10 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი; მანქანას დაემატა სხვადასხვა საფარის გზებზე (სველი, მოყინული და ა.შ.) სიარულის ფუნქციები, რომლის მენიუს მართვაც ბევრად მარტივია, წინა მოდელებთან შედარებით.რადგან, თითოეული ეს ფუნქცია  ელექტრონულად აქტივირდება. მთლიანად შეიცვალა და გაუმჯობესდა სამუხრუჭე სისტემა; მანქანას მოსახვევში ფაქტობრივად არანაირი რყევა არ აქვს; აქსელერაცია, როგორც ძრავის, ასევე სიჩქარის კოლოფის ხარჯზე, მძღოლისთვისაც და მგზავრებისთვისაც შეგრძნების დონეზე თვალში საცემია. ამის კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ მანქანა არის 200 კილოგრამით მსუბუქი ლენკრუიზერ 200-თან შედარებით - ალუმინის დეტალების ხარჯზე;


1-ლი ივლისიდან მომხმარებელს უკვე შეუძლია ლენდ კრუიზერი 300-ის ხილვა და შეძენა „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ შოურუმში.

 

ინტერევიუს დასრულებისას, მასპინძლებმა შემომთავაზეს, წინა მოდელის, ლენკრუიზერ 200-ის დატესტვა. თან , უბრალო კონფიგურაციის კი არა - EXCALIBUR-ის. 
დავჯექი.
წინ 300 მიდიოდა და მივყვებოდი მეც უკან. ერთ ადგილზე მითხრეს, გააჩერე და  სიჩქარის აკრეფაში შევეჯიბროთო.
თავდაჯერებულად დავდექი სტარტზე, რადგან  „ჩემსას“ 4,6 ჰქონდა ძრავი.
3, 2, 1 - წავედით!
და 2 წამში ლენკრუიზერ 300 გაქრა, თითქოს გაფრინდა.
წაგებას ვერ ვიტან. ამიტომ უკვე იმაზე ვფიქრობდი, 300-ს როდის გავტესტავდი. ალბათ სახეზეც შემეტყო ეს ემოცია და მაშინვე 300-ის საჭესთან აღმოვჩნდი.
უკვე სულ სხვა წინასწარგანწყობით მივუახლოვდი. თითქოს პატივისცემით და ამავდროულად სიხარულით.
ჩავჯექი.



დავქოქე.


დავიძარი, ნელა და ფრთხილად.
მინდოდა გემო გამესინჯა და არაფერი გამომპარვოდა.
პირველივე მოხვევისას მივხვდი, რომ  ეს ამხელა ყველგანმავალი, სედანივის შესრიალდა მოსახვევში. ცოტა მოვუმატე სიჩქარეს, მაგრამ  არანაირი განსხვავება - მანქანას არაფერი ეტყობა საერთოდ, ისე შედის ძალიან მკვეთრ მოსახვევში.
გაბადრული სახით ვზივარ და ვფიქრობ - ეჰ, ნიკა, წარმოდგენა არ გქონია არაფერზე და ტყუილში გიცხოვრია ამდენი წელი!
დავუდექი გვერდით ჩემს „წინა „ მანქანას და უკვე აჩქარებაში შევჯიბრე.

აი , ძმაო მანქანა, აი აჩქარება და თან არანაირი დისკომფორტი. თითქოს სპორტული ავტოა, რომელიც იმისთვისაა შექმნილი, რომ ასეთ ტრასებზე ატარონ პილოტებმა.
და უცებ ვიგრძენი, რომ თურმე ადამიანსა და მანქანას შორისაც არსებობს „ერთი ნახვით შეყვარება“.
უცებ მომინდა, რომ ბევრი ადამიანისთვის მეთქვა, მალე გაიცნონ, შეიყვარონ, შეიძინონ და კიდევ ერთხელ შეიყვარონ ლენდკრუიზერ 300.


თეა მანჯავიძე - ტოიოტა ცენტრი თეგეტას და ტოიოტა ბათუმის წარმომადგენელი:


1-ლი ივლისიდან, ტოიოტა ცენტრი თეგეტას და ტოიოტა ბათუმის შოურუმებში გამოჩნდა ლენდკრუიზერ 300. მომხმარებლებსაც უკვე აქვთ ტესტ-დრაივის შესაძლებლობა, რათა თავად  გამოსცადონ ის შეგრძნებები, რაც თქვენ დღეს იგრძენით. გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კი შეუძლიათ შეიძინონ. შეძენის პროცესიც, ამ მოდელივით  მაქსიმალურად მარტივი და კომფორტულია - ნაღდი ანგარიშსწორება,ლიზინგი, საბანკო განვადება.
და რაც მთავარია - თრეიდ ინ პირობა, ანუ მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერი მარკის და მოდელის მანქანა მოიყვანოს და მხოლოდ სხვაობის გადახდა მოუწევს, რომ შეიძინოს ლენკრუიზერ 300.
5 წლიანი გარანტია და ტოიოტას ექსკლუზიური დაზღვევა „კასკო“  კიდევ უფრო თავდაჯერებულად მიაღებინებს  ამ გადაწყვეტილებას,  შეძენის ნებისმიერ მსურველს.


ასე დასრულდა ჩემი და ლენდკრუიზერ 300-ის პირველი შეხვედრა და განშორებისას 100 %-ით გულწრფელად წავუღიღინე - „მშვიდობით არა - ნახვამდის!“



ნიკა ქავთარაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up