კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 30 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 8 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2059 ლარი შეადგინა. ქართული ლარის კურსი Bloomberg-ზეც მკვეთრად გამყარდა, დილიდან ვაჭრობა $1/3.2537 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.1775-ის ნიშნულზე იყო.
თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/7.8110 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 7.7721-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამის კურსი უმნიშვნელოდ გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/487.6000 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 489.0200 -ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/1.6988 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6988-ის ნიშნულზე იყო.