კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.
ეროვნული ბანკის მიერ 30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3253 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე დილიდან $1/3.3225 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.3200-ის ნიშნულზე იყო.
თურქული ლირა გამყარდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/7.8448 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 7.7924-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამის კურსი უმნიშვნელოდ გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/505.5600 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 506.6800 -ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/1.7000 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6992 ნიშნულზე იყო.