ექსკლუზივი: „საქართველოს ბანკის“ მხრიდან „იმედი L“-ის ხელოვნურად გაკოტრების საქმეზე სასამართლო განხილვა დაიწყო

ექსკლუზივი: „საქართველოს ბანკის“ მხრიდან „იმედი L“-ის ხელოვნურად გაკოტრების საქმეზე სასამართლო განხილვა დაიწყო

access_time2018-07-16 13:00:12



 სამწლიანი ლოდინის შემდეგ  „იმედი L“ -ის და  “ალდაგს” შორის სასამართლო დავა დაიწყო.  „იმედი L“ -ის აქციონერები სამართლიანობის აღდგენას და  „საქართველოს ბანკის“ ყოფილი შვილობილი კომპანიისთვის  2012 წელს არასამართლიანი ფასის გადახდის გამო თანხის დაკისრებას ითხოვენ. თანხა არც ისე მცირეა. როგორც „კომერსანტისთვის“ გახდა ცნობილი,  საუბარია სავარაუდოდ 30 მილიონ ლარზე. თუმცა, საქართველოს ბანკის დახმარებით  „ალდაგი BCI “-მ დაახლოებით 2 მილიონ დოლარად შეიძინა. (ზუსტ თანხას არცერთი მხარე არ ასაჯაროებს).

 

საინტერესოა ალბათ ისიც, რომ სასამართლოს პირველ ინსტანციაში „იმედი L“ -ის აქციონერებმა სარჩელი ჯერ კიდევ 2015 წელს შეიტანეს, თუმცა საქმეს მსვლელობა მხოლოდ რამდენიმე თვის წინ მიეცა და პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვა ამ დრომდემდე მიმდინარეობს.

 

თავად დავის საგანი კი კიდევ უფრო ადრეულ წლებს უკავშირდება. კერძოდ, იმ პერიოდს, როცა „ალდაგი BCI“  „იმედი L“ -ის 100%-იანი წლის მფლობელი გახდა.

 

ამ თემაზე „კომერსანტი“ ხშირად წერდა, თუმცა თემის და პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე , „იმედი L“ -ის  „ალდაგთან“ შერწყმის ისტორიას კიდევ გაგახსენებთ.

 

„იმედი L Int ” საერთაშორისო კომპანიის სტატუსით საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე 1995 წელს გამოჩნდა და რამდენიმე წელში მნიშვნელოვან წარმატებასაც მიაღწია. კომპანია ჯანმრთელობაზე დაზღვეულ  ასობით ათასს ადამიანს მომსახურებას საკუთარ კლინიკებში უწევდა. მოთხოვნის ზრდასთან ერთად დღის წესრიგში დადგა კლინიკების რაოდენობის გაზრდაც.

 

ამასთან აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო კომპანია ჰოსპიტალურ პროგრამაშიც იღებდა მონაწილეობას და სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებებით 10 საავადმყოფო უნდა აეშენებინა.

 

ახალი მშენებლობისთვის „იმედი L“-ის აქციონერებმა საქართველოს ბანკისგან,  რომელსაც „ალდაგის“ სახით, სადაზღვევო ბაზარზე საკუთარი ინტერესები გააჩნდა, 15 მლნ. ლარის ოდენობის დასაქონლებული სესხი აიღეს.

 

 

როგორც რამდენიმე წლის წინ „კომერსანტთან“ საუბარში იმედი L დამფუძნებელმა განაცხადა, პრობლემაც აქედან   დაიწყება.

 

„მიუხედავად იმისა, რომ სესხს კეთილსინდისიერად ვფარავდით, საქართველოს ბანკმა“ „იმედი L“ -ს  სესხის ხელშეკრულება მიზანმიმართულად და უსაფუძვლოდ იმ დროს შეუწყვიტა, როცა კომპანია ჰოსპიტალურ პროგრამაში იღებდა მონაწილეობას და სახელმწიფოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს ასრულებდა. სესხის შეჩერების შედეგად კი მისი ფინანსური მდგომარეობა დამძიმდა და კომპანია ხელოვნურ გაკოტრებამდე მიიყვანეს,“ - აცხადებდა ალექსანდრე ტუღუში.


 

მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ „იმედი ელის“ დამფუძნებლებმა და აქციონერებმა ის ზეწოლის სქემაც გააჟღერეს, რა გზითაც „იმედი L“ -ის  ალდაგის“ ხელში გადავიდა. 



ალექსანდრე ტუღუშის თქმით, ზეწოლა იმდენად დიდი იყო, რომ „საქმე პრემიერ-მინისტრამდე იყო მისული, და ეს უკანასკნელნი ,,იმედი ელს’’ აიძულებდნენ, კომპანია ღირებულების მეხუთედ ფასად ,,ალდაგისთვის’’ მიეყიდა“.

 

იმ პერიოდში ზეწოლის მთავარ მოქმედ პირად საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაურის სახელმაც გაიჟღერა.

 

ერთი სიტყვით, „საქართველოს ბაკის“ ქოლგის ქვეშ მყოფ „ალდაგსა“ და „იმედი L“ -ს  შორის ჭიდილი 2012 წლის მაისში „იმედი ელის“ თვითღირებულების თითქმის 15 ჯერ ნაკლებ ფასად გაყიდვით დასრულდა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ”ალდაგი BCI”-იმ  ”იმედი L”-ის აქტივები 8 მლნ ლარად შეაფასა. თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საბოლოოდ 2 მილიონი დოლარი გადაიხადა. საინტერესოა ერთი გარემოებაც,  გარიგების ღირებულების გადახდა არა საბანკო ანგარიშსწორებით, არამედ ნაღდი ფულით მოხდა.

 

„ალდაგი BGI“-მ  ჯერ „იმედი ელის“ აქციონერთა 66% შეიძინა, საბოლოოდ კი 100%-იანი წილის მფლობელი გახდა.

 

მათ შორის იყო, რა თქმა უნდა, ის საავადმყოფოებიც, რომელიც „საქართველოს ბანკის“ კრედიტის დახმარებით აშენდა. ჩვენი ინფორმაციით, 10 საავადმყოფოდან 6 დასრულებული და ექსპლუატაციაში შესული იყო, 4 - კი შავი კარკასის მდგომარეობაში. მათი საერთო ღირებულება კი, როგორც ამბობენ, სამჯერ აღემატებოდა იმ კრედიტის ოდენობას, რაც „იმედი L“ -ის “ ჯერ გაკოტრების და შემდეგ გაყიდვის მიზეზი გახდა.

 

2012 წლის ბოლოს კი ხელისუფლების შეცვლისთანავე, როგორც  „იმედი L“ -ის   დამფუძნებლები აცხადებენ, კვალის დაფარვის მიზნით, „ალდაგის“ და „იმედი L“ -ის “ შერწყმა მოხდა. ასე გაქრა ბაზრიდან „იმედი L Int ”, როგორც დამოუკიდებელი სადაზღვევო კომპანია.

 

აქვე აღვნიშნავთ, ამ ოპერაციებიდან რამდენიმე ხანში „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ „ალდაგში“  შემავალი საავადმყოფოები IPO-ზე გაიტანა და მათი ღირებულება 300 მილიონ ფუნტი სტერლინგად შეფასდა. აღსანიშნავია, რომ ამ საავადმყოფოებიდან  11 შერწყმამდე, სწორედ „იმედი L“-ს ეკუთვნოდა.

 

 

ორი მსხვილი კომპანიის ოფიციალურად შერწყმიდან  „იმედი L“ -ის  სახელი  მხოლოდ ორი წლის  შემდეგ აღდგა ალდაგის ქოლგის ქვეშ.

 

როგორც ოფიციალურად გაცხადდა,  „იმედი L“-ის  ბრენდის დაბრუნება დაზღვევის  დაზღვევის ბიზნესში მისმა დადებითმა რეპუტაციამ და მაღალმა ცნობადობამ განაპირობა.

 

ერთი სიტყვით,  „იმედი L“ -თან დაკავშირებით დღემდე უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა, ამჯერად სიტყვა სასამართლოს ეკუთვნის.

 

სასამართლო განხილვიდან გამომდინარე,  „იმედი L“ -ის დამფუძნებლები და აქციონედრები ჯერჯერობით კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ, სამწლიანი ლოდინის შემდეგ ისინიც სასამართლო ვერდიქტის მოლოდინში არიან.  

„კომერსანტი“ ასევე დაუკავშირდა „ალდაგს“,  სადაც  „იმედი L”-ის ყოფილი აქციონერების ყველა ბრალდება უარყვეს. ამ თემაზე გამომცემლობა მუშაობს და უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.

 


სალომე ლემონჯავა

 



 





20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...

Bloomberg: ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება

Bloomberg:  ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება
access_time2020-10-20 19:00:20
2020 წლის დასაწყისიდან პირველი 6 თვის ვარდნის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა 0,7%-ით გაიზარდა.   ჩინეთი შესაძლოა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა გახდეს, რომლის ეკონომიკაც წელს გაიზრდება და ამას საფუძვლად კორონავირუსის აგრესიული შეკავება დაედება.   2020 წლის მე-3 კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 4,9%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი 0,9%. შესაძლოა ეს რიცხვები მოკრძალებულად მოგეჩვენოთ, თუმცა, საუბარია ზრდაზე იმ დროს, როდესაც...

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა
access_time2020-10-20 17:25:36
„უკვე მერვე თვეა „ბასტი ბუბუს“ არც ერთი თანამშრომელი ხელფასს არ იღებს - „ბასტი ბუბუ“ დგას დახურვის პირას, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საბავშვო სტუდია „ბასტი ბუბუს“ დირექტორმა პაატა ამონაშვილმა განაცხადა.   მისი თქმით, პანდემიის გამო, სტუდიას დაგროვილი აქვს 120 000 ლარის დავალიანება, რომლის გადახდაც გაჩერებული მუშაობის პირობებში ვერ ხერხდება. ამას კი, ღონისძიებების გაურკვეველი დროით აკრძალვაც...


მსგავსი სიახლეები

up