30 მილიონზე მეტი უმუშევარი ამერიკაში

30 მილიონზე მეტი უმუშევარი ამერიკაში

access_time2020-05-01 18:00:22

ხუთშაბათს, შრომის დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში უმუშევართა რაოდენობის ზრდა გრძელდება. გასულ კვირაში, უმუშევრობაზე კომპენსაციის მისაღებად კიდევ 3.8 მილიონმა ადამიანმა მიმართა. პანდემია კი მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკისთვის ქაოსის შექმნას აგრძელებს.უახლესმა განაცხადებმა უმუშევართა საერთო რაოდენობა ბოლო ექვს კვირაში 30.3 მილიონამდე გაზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა შტატმა ბიზნესების გახსნა დაიწყო და პრეზიდენტი ტრამპი ეროვნული ეკონომიკის ენერგიული იმპულსით ამუშავებას ცდილობს.


იმ დროს, როდესაც პანდემიით გამოწვეული შედეგები ჯერ კიდევ ძალაში რჩება, შესაძლოა შემდეგ რამდენიმე კვირაში, უმუშევრობაზე დახმარების განაცხადი კიდევ რამდენიმე მილიონმა ადამიანმა შეიტანოს.


სამუშაო ადგილების დაკარგვის ასეთი დონე - ერთი, ყოველი ექვსი დასაქმებულიდან - შეერთებულ შტატებს 1930 წლის დიდი დეპრესიის შემდეგ არ უნახავს. სამუშაო ადგილების დაკარგვის მასშტაბმა მთლიანად გააქრო დასაქმებულობის ის მატება, რაც შეერთებულ შტატებს 2008 წლის რეცესიის შემდეგ ჰქონდა.


ოთხშაბათს, მთავრობამ გამოაცხადა, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ეროვნული ეკონომიკა 4.8 პროცენტით შემცირდა. აპრილ-ივნისის კვარტალში კიდევ უფრო დიდი კლებაა მოსალოდნელი, მეტი, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ნებისმიერ მონაკვეთში.


“კრედიტ სუისეს” პროგნოზით, კლება 33.5 პროცენტი იქნება. საინვესტიციო ბანკირი “გოლდმან საქსი” კი ცოტა უფრო მაღალ ციფრს - 34 პროცენტს და უმუშევრობის 15 პროცენტს პროგნოზირებს.


თუმცა, “გოლდმანი” მესამე კვარტალში, ივლისიდან სექტემბრამდე, იმ დროს, როდესაც შეერთებული შტატები პანდემიისგან მიყენებული ზიანიდან შესაძლო გაჯანსაღებისკენ წავა, 19 პროცენტიან ძლიერ ზრდას მოელის.


მარტის შუა რიცხვებში, როდესაც კორონავირუსის გავრცელება აშკარა გახდა, ზოგიერთმა კომპანიამ თანამშრომლები სწრაფად დაითხოვა. სხვა კომპანიებმა პირობა დადეს, რომ თანამშრომლებს, ცოტა ხნით მაინც, ხელფასს გადაუხდიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი პოტენციური კლიენტები საკუთარი თავის და ოჯახების დასაცავად სახლებში რჩებოდნენ და თანამშრომლების უმეტესობას ცოტა სამუშაო ჰქონდა. ზოგიერთმა კომპანიამ ახლა ეს თანამშრომლებიც დაითხოვა, რადგან ქვეყნის ეკონომიკური პრობლემები ჭიანურდება.



შეერთებული შტატების კონგრესმა ოთხი თვით, კვირაში 600 დოლარით გააძლიერა უმუშევრობის კომპენსაცია, რომელსაც შტატები სხვადასხვა დონით იხდიან. ხშირად, შტატები დათხოვნილ მუშაკებს კომპენსაციას ისეთი ოდენობით უხდიან, რომელიც მათი ჩვეულებრივი ხელფასის ნახევარსაც ვერ აღწევს.


მაგრამ, მუშაკებმა იმ შტატებში, სადაც ბიზნესების ფართო ამოქმედება ხდება, უნდა მიიღონ პირადი გადაწყვეტილება, სამსახურში დაბრუნებით თავს უსაფრთხოდ თუ იგრძნობენ. ღიად რჩება კითხვა, შეძლებენ თუ არა უმუშევრობის დახმარების შენარჩუნებას იმ შემთხვევაში, თუ მათი შტატი ბიზნესებს ამოქმედების უფლებას მისცემს, მაგრამ პირადად ისინი არჩევენ, რომ ჯერ-ჯერობით სამსახურში არ დაბრუნდნენ.


უმუშევრობაზე დახმარების განაცხადების ბოლო კვირის მთლიანი რიცხვი ნაკლებია, ვიდრე ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში, როდესაც დახმარებისთვის მილიონობით მეტმა ადამიანმა მიმართა. სავარაუდოდ ეს მიანიშნებს, რომ სამუშაო აქტიურობის ვარდნის გარკვეულწილად სტაბილიზება მოხდა.


მაგრამ, უცნობი ისაა, თუ ბიზნესები რამდენ ხანს იქნება გაჩერებული, ან შეკვეცილი მასშტაბით მომუშავე, რაც კვირების განმავლობაში მომატებულ დათხოვნებს გამოიწვევს. შესაძლოა, 2020 წლის ბოლომდე, დამატებით მილიონობით ადამიანი უმუშევრად დარჩეს.


ამ დროისთვის, შეერთებული შტატების ეკონომიკის ამუშავება, ე.წ. გახსნა, უსისტემო ფენომენია, როდესაც რამდენიმე შტატის გუბერნატორი მაღაზიებს, რესტორნებს, სილამაზის სალონებს, კეგლის კლუბებს და სხვა კომერციულ დაწესებულებებს შერჩევით ეუბნება, რომ სურვილის შემთხვევაში, მუშაობის განახლება შეუძლიათ. ზოგან ამის პირობად სოციალური დისტანციის დაცვა რჩება და ასევე, ადამიანებს საჯარო ადგილებში პირბადეების გამოყენებისკენ მოუწოდებენ.


ქვეყნის რამდენიმე უდიდესი კორპორაციის ხელმძღვანელმა ტრამპი გააფრთხილა, რომ მუშახელის სამუშაო ადგილებზე დაბრუნებამდე, კორონავირუსზე მეტი ტესტირება უნდა ჩატარდეს.


ფედერალურმა ხელისუფლებამ გამოსცა რეკომენდაცია, რომ აპრილის ბოლომდე, ადამიანებმა ერთმანეთთან, სულ მცირე ორმეტრიანი დისტანცია დაიცვან. მაგრამ, კალენდარზე უკვე მაისი ჩნდება და ტრამპის ამ თხოვნას ვადა გასდის.


დათხოვნების სისწრაფე შეერთებული შტატების უახლეს ისტორიაში უმაგალითოა, თუმცა ეკონომიკური ზარალის ზუსტი მოცულობა ჯერ მაინც უცნობია. დიდი რეცესიის პერიოდში, 8.6 მილიონმა ადამიანმა სამსახური ორი წლის განმავლობაში, 2007 - დან 2009 წლამდე დაკარგა.


ტრამპის ბევრი მხარდამჭერი მისგან ეკონომიკის გახსნას მოითხოვდა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ქუჩის პროტესტებიც კი გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მოითხოვდნენ, რომ მთავრობას ბიზნესების დაკეტვის ბრძანება გაეუქმებინა და მათთვის სამუშაო ადგილებზე დაბრუნების უფლება მიეცა.


ამერიკულ მედიაში ასევე ჩნდება ბევრი ამბავი იმ ადამიანების გარდაცვალების შესახებ, რომელთაც არ სჯეროდათ, რომ კორონავირუსი სერიოზული პრობლემა იყო და რომ ისინი პანდემიის მსხვერპლი გახდებოდნენ. ამას ბევრი ხმამაღლა ამბობდა და საჯარო ადგილებში დადიოდა, სადაც ისინი შემდგომ სასიკვდილოდ დასნებოვდნენ.


წყარო:ამერიკის ხმა 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up