30 კომპიუტერის მქონე კომპანიას Microsoft–ისთვის წელიწადში 10 000 დოლარის გადახდა მოუწევს

30 კომპიუტერის მქონე კომპანიას Microsoft–ისთვის წელიწადში 10 000 დოლარის გადახდა მოუწევს

access_time2016-04-11 09:53:45

ქართულ ბაზარზე Microsoft-ის ლიცენზირებული პროგრამების მაღალი ფასების თემა ქართულ საქმიან მედიაში აქტუალობას არ კარგავს. პრობლემა „კომერსანტთან“ რამდენიმე კვირის წინ იმ კომპანიებმა დასვეს, რომლებსაც, მათივე განცხადებით, არ შეუძლიათ ლიცენზირებულ პროგრამებში იმ ფასის გადახდა, რომელსაც მათგან Microsoft-ი ითხოვს. საუბარი იყო ერთ კომპიუტერზე 750–დოლარიან ტარიფზე. კომპანიების განცხადებით, ამერიკული კორპორაციის წარმომადგენლები ჩასაფრებულის პოზიციაში არიან, არ ითვალისწინებენ ქართული ბაზრის რეალობებს და ბიზნესკომპანიების მიმართ არაორგანიზებულად  მოქმედებენ.

 

კომპანიებში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მიესალმებიან ლიცენზირებული პროგრამების გამოყენებას, თუმცა ამის ფასი არ უნდა იყოს იმდენად მაღალი, რომ მათი ბიზნესსაქმიანობა შეაფერხოს.

 

Microsoft–ის მაღალ ტარიფებს არა მხოლოდ მცირე და საშუალო, არამედ მსხვილი ბიზნესიც აპროტესტებს. ეს თემა პირადად პრემიერის წინაშე დააყენა ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა. პაპაშვილი ამბობს, რომ Microsoft–ის მიერ მოთხოვნილი ტარიფის გადახდის შემთხვევაში ქვეყნიდან  წელიწადში მილიარდი დოლარი გავა, რაც საქართველოს ეკონომიკასა და ლარის კურსზე ნეგატიურად იმოქმედებს.

 

თემას გადაცემა “ბიზნესკონტაქტი“ აგრძელებს. სიუჟეტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირთან ასოცირებასთან ერთად აქტუალობას იძენს დასავლურ სტანდარტებზე გადასვლა. მათ შორის საავტორო უფლებების დაცვაც. იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში პროგრამული უზრუნველყოფის არალეგალური კოპირების დონე ძალიან მაღალია, Microsoft-ს სურს საკუთარი საავტორო უფლებები დაიცვას. ეს კი ბიზნესის უკმაყოფილებას იწვევს, რადგან ეს მათთვის დიდ ხარჯთან ასოცირდება. მას შემდეგ, რაც მთავრობა უკვე სრულად ლიცენზირებულ პროგრამებს მოიხმარს, სავარაუდოა, რომ იგივე ბიზნესსაც მალე მოუწევს.

 

„ბიზნესკონტაქტის“ სიუჟეტში აღნიშნულია, რომ Microsoft-ის პროდუქტების ლეგალური კოპირება, 30 კომპიუტერის მქონე კომპანიას სავარაუდოდ 10 000 დოლარი დაუჯდება. შემდგომში, მხოლოდ საოფისე პროგრამების პაკეტის ყოველწლიურად განახლება კი 3 500 დოლარზე მეტი. 

 

„ამ გათვლებს თუ დავეყრდნობით და გავითვალისწინებთ მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნეს სუბიექტების რაოდენობას ქვეყანაში, ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის მიერ გაჟღერებული 1 მილიარდი დოლარი, რომელიც მისი თქმით, Microsoft-ის ლეგალურად კოპირების შედეგად ყოველწლიურად გავა ქვეყნიდან, შესაძლოა სულაც არ იყოს უსაფუძვლო,“ – ასკვნის „ბიზნესკონტაქტი“ და 



ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება მოჰყავს: „ჩვენ არაერთხელ, Microsoft-თან ურთიერთობაში აღვნიშნეთ, რომ მთლიანად ქვეყნის რეფორმის ნაწილში უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები და კომპანიებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ ისინი გადავიდნენ ლიცენზირებულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე".

 

ამ დრომდე გაურკვეველია რა იგულისხმება მინისტრის მიერ ნახსენებ „თანმიმდევრულობაში", თუმცა, ფაქტია, რომ მთავრობა ბიზნესისთვის პროგრამული უზრუნველყოფის ლეგალიზაციის პროცესის გასამარტივებლად Microsoft-თან რაიმე ტიპის ერთიან სამოქმედო გეგმაზე შეთანხმებული არ არის. Microsoft-ი საქართველოს წარმომადგენლობაში პროდუქტების ფასებზე არ ისაუბრეს და „ბიზნესკონტაქტის“ წარმომადგენელი პარტნიორებთან გადაამისამართეს, თუმცა, განაცხადეს, რომ კომპანია ცდილობს დაიცვას საკუთარი საავტორო უფლებები, მაგრამ არა ყოველთვის სამართლებრივი გზით და მოქნილობას ინარჩუნებენ იმ ბიზნესებთან მიმართებაში, ვისაც სურს თანამშრომლობა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბოლო 2 წელში სულ 7 სამართლებრივი დავა ჰქონდათ, საიდანაც ორის გარდა ყველა მორიგებით დასრულდა.


Microsoft-ი საქართველოს იურისტი ჯეკ პინედა: „ჩვენ გვჯერა, რომ კომპანიებმა, რომლებიც ჩვენს პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებენ, უნდა გადაიხადონ ამისთვის ზუსტად ისევე, როგორც თავად მოითხოვნდნენ ანაზღაურებას მათ მიერ სხვა კომპანიებისთვის შეთავაზებული სერვისებისთვის. როდესაც საუბარია პროგრამების პირატულ გამოყენებაზე, ადამიანები ვერ აანალიზებენ, რომ ამას ჰყავს კონკრეტული მსხვერპლები- ჩვენ - კომპანია, რომელიც მილიონობით ინვესტიციას ვახორციელებთ, ვახორციელებთ კვლევასა და განვითარებაში, ამით ხელს ვუწყობთ ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზრის ზრდას მთელ მსოფლიოში. გარდა ამისა, როცა გაქვს პირატული მოხმარების მაღალი დონე, ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობა კარგავს შემოსავალს. მაგალითად, დღგ-ს სახით და საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზარი საქართველოში ვერ ვითარდება. ამიტომ ვცდილობთ კომპანიებს ავუხსნათ, რატომ არის მნიშვნელოვანი ლიცენზია და რატომ არის პროგრამის ულიცენზიოდ გამოყენება სახიფათო. ცხადია გვაქვს სამართლებრივი გზები შემდგომი ქმედებისთვის. ასე რომ, ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ ქეისზე და ჩვენ ყველა შემთხვევაში არ გადავდივართ სამართლებრივ დავაზე. ვცდილობთ, მოვილაპარაკოთ, შევთავაზოთ მორგებული პირობები, დავუწესოთ ვადები, ძალიან მოქნილები ვართ".


Microsoft-ი საქართველოს ხელმძღვანელი ნიკა დობორჯგინიძე:  „Microsoft-ის მისიაა ყოველ პიროვნებას და ორგანიზაციას მისცეს უფრო მეტის მიღწევის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, Microsoft-ი ნერგავს უამრავ თანამედროვე ტექნოლოგიას. ჩვენი მთავარი მიმართულება ქლაუდ ტექნოლოგიებია, რომელიც ეხმარება კომპანიებს დაზოგონ და უფრო ოპტიმალურ ფასში შეიძინონ ჩვენი პროდუქცია. ამას ძალიან ბევრი ქართული კომპანია იყენებს".


“ბიზნესკონტაქტს“ „office 365"–ს საოფისე პროგრამების ახალი თაობის პაკეტის მაჩვენებლები მოჰყავს, რომელიც ქლაუდ ტექნოლოგიაზე მუშაობს და მისი ფასები იმაზეა დამოკიდებული, თუ რა შედის პაკეტში. ნებისმიერ შემთხვევაში ის ჩვეულებრივ, საოფისე პაკეტზე იაფი ღირს. სწორედ ამიტომ, Microsoft-ის ერთ-ერთ მსხვილ პარტნიორ კომპანია UGT-ში, რომელმაც ქვეყნის მთავრობის ლიცენზირებულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე გადასვლის 19–მილიონიანი პროეტი განახორციელა, იმ ბიზნესებისთვის, ვისაც შეღავათიანი ფასები აწყობს, რეკომენდაციას უწევენ 100 დოლარიან office 365-ის პაკეტს და პირდაპირ „ვიდოსუსის" უზრუნველყოფით აღჭურვილი კომპიუტერის შეძენას. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას კომპიუტერები აქვს და მხოლოდ ლიცენზირებულ მოხმარებაზე გადასვლა სურს, ფასები განსხვავებულია.


აღსანიშნავია ისიც, რომ Microsoft-ის ერთი და იგივე პროდუქტები საქართველოსთვის და რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის იაფია, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებისთვის.


კომპანია UGT-ის გენერალური დირექტორი გიორგი მაისურაძე: „კომპიუტერს თუ მოყვება ვინდოუსი ან არ მოყვება, მათ შორის განსხვავება არის დაახლოებით 105-110 დოლარი, გააჩნია მწარმოებელს. აქ არ შედის დღგ. ამას ემატება 80 დოლარიანი პაკეტი. თუ კომპიუტერს არ ყიდულობ, ფორმაა საპოვნელი რა ფორმით ყიდულობ. ან ახდენ ლეგალიზაციას, ეს ცოტა უფრო ძვირიანი გამოდის, დაახლოებით 170 დოლარი პლიუს გადასახადები.თუმცა, ესეც მოცულობითია. რაც უფრო მეტია მოცულობა, ფასი უფრო ნაკლები შეიძლება იყოს".


„ბიზნეს სოფთ ვეა ალიანსის" კვლევა სამ წელიწადში ერთხელ ტარდება და აჩვენებს, რომ ქვეყანაში პროგრამული უზრუნველყოფის არარეგალური კოპირების დონე დროთა განმავლობაში ნელა, მაგრამ მაინც იკლებს. შესაბამისად, იკლებს ის ზარალიც, რასაც ეს არალეგალური კოპირება აყენებს Microsoft-ს და სახელმწიფო ბიუჯეტს. ამის დასტურად Microsoft-ის კიდევ ერთმა ადგილობრივმა პარტნიორმა „მონტ ჯორჯიამ" საკუთარ საქმიანობაზე დაკვირვების საფუძველზე განაცხადა, რომ ქვეყანაში ლიცენზირებულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. მორიგი კვლევა წელს უნდა გამოქვეყნდეს, მხარეები ვარაუდობენ, რომ არალეგალურ კოპირებასთან დაკავშირებული მონაცემები საქართველოში კიდევ უფრო გაუმჯობესებული იქნება.



Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში

Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში
access_time2020-11-23 20:00:47
კორონაკრიზისი შტატებში ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მწვავდება, თუმცა, პრეზიდენტი ტრამპი ტვიტერში კომენტარების წერით და გოლფის თამაშითაა დაკავებული. დემოკრატები სიტუაციის შემდგომი გამწვავების თავიდან არიდებას ცდილობენ, მაგრამ თეთრი სახლი ამ მცდელობების ბლოკირებას ახდენს.   ამერიკის ექთნების პროფკავშირის თავჯდომარე მერი ტერნერი შტატ მინესოტას ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს და ეპიდემიოლოგიური ვითარებას თვალს ფრონტის წინა ხაზიდან ადევნებს.   ამ დღეებში...

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება
access_time2020-11-23 18:00:49
მე-19 საუკუნის ბოლოდან დღემდე მსოფლიო ლიდერი ნავთობგადამუშავების დარგში აშშ იყო - პირველად, ასწლეულების მანძილზე ეს რეალობა იცვლება და პირველ ადგილზე ჩინეთი გადის. სავარაუდოდ, ეს უკვე 2021 წელს მოხვდება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, პეკინი ნავთობგადამამუშავებელ სიმძლავრეებს აქტიურად ზრდის და ამ ბაზარზე ლიდერობისთვის ემზადება. კერძოდ, ჩინეთში 4 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შენდება, მაშინ, როდესაც შტატებში პირიქით, იხურება -...

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა
access_time2020-11-23 15:44:28
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.    "13-წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას - მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და...

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა
access_time2020-11-23 16:00:45
კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა ვერ განაახლა საქმიანობა, - ასეთია ინვესტორთა საბჭოს და EBRD-ს მიერ მომზადებული კვლევის შედეგები. მათგან 51%-მა დახურული საზღვრები საქმიანობის განახლების ძირითად შემაფერხებელ მიზეზად დაასახელა. ეს პრობლემა ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულეა არა მხოლოდ ტურიზმთან დაკავშირებული, არამედ თითქმის ყველა სხვა სექტორისთვისაც. შემდეგი ორი მნიშვნელოვანი შეფერხება ეხებოდა მოთხოვნის შემცირებას (20%) და რეგულაციებს (10%).  საქმიანობის განახლების ყველაზე დაბალი...

კომერციული ბანკების მოგება 101,548 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების მოგება 101,548  მლნ ლარით გაიზარდა
access_time2020-11-23 13:00:56
კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის ოქტომბერი 166,189 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს.   ეს კი წინა თვესთან შედარებით, 101,548 მლნ ლარით მეტია. სექტემბერში ბანკების წმინდა მოგება 64,641 მლნ ლარს შეადგენდა.   ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5,516 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა -3,257 მლნ ლარი...


მსგავსი სიახლეები

up