30 იანვარს, საფრანგეთში, საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციებზე, სავარაუდოდ, 1 მლნ-ზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, იუწყება გაზეთი Le Figaro.
გამოცემის შეფასებით, მონაწილეთა რაოდენობამ შეიძლება 1,2 მლნ-ს მიაღწიოს.
პარიზის გარდა დემონსტრაციები დაგეგმილია: ტულუზაში, მარსელში, ლიონსა და მონპელიეში.
ქალაქებში წესრიგის უზრუნველსაყოფად 11 000 პოლიციელი და ჟანდარმერიის თანამშრომელი გამოვა ქუჩაში. აქედან დაახლოებით 4 000 დედაქალაქში იმუშავებს.
10 იანვარს პრემიერ-მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა მთავრობის მიერ შემუშავებული საპენსიო რეფორმის პროექტი წარადგინა, რომელიც საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. ვარაუდობენ, რომ დადგენილი საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე ეტაპობრივად წელიწადში სამი თვით გაიზრდება და ეს პროცესი 2030 წლამდე გაგრძელდება. ახალი კანონი 1961 წლის სექტემბერს ან მის შემდეგ დაბადებული ფრანგებზე გავრცელდება.