კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2020 წლის 16 დეკემბრის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 14%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 31 %-ით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი 10%-ით და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია.
ეროვნული ბანკის მიერ 30 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 31 დეკემბრისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში წინა დღესთან შედარებით გამყარდა და 3.2766 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე კი დილიდან $1/3.2740 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.2743-ის ნიშნულზე იყო.
თურქული ლირის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა 7.34 შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი დილიდან ვაჭრობა $1/7.3560 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 7.3558-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამის კურსი უმნიშვნელოდ შეიცვალა და დოლართან მიმართებაში 522 დრამი შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კიდილიდან ვაჭრობა $1/522.4400 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 522.1600-ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და დოლართან მიმართებაში 1,7 მანათს უტოლდება. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი დილიდან ვაჭრობა $1/1.6988 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6988 ნიშნულზე იყო.