კომპანია „საქნახშირის“ ორგანიზებითა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ტყიბულში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე გასართობი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაიმართება.
11:00 საათზე, ქართული ჭიდაობის არენაზე, ჭიდაობის შეჯიბრი გაიმართება. მოგვიანებით კი ბავშვებისთვის გასართობი პროგრამა დაიწყება, რაც გულისხმობს ქუჩის თეატრის კოსტიუმირებულ წარმოდგენას, საბავშვო ატრაქციონებს და ხატვის კონკურსს. ღონისძიების პარალელურად, ტყიბულის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია ფოტოგამოფენა და ტყიბულის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა.
16:00 საათზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მოწყობილ სცენაზე მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ანსამბლები წარსდგებიან. მოგვიანებით კი, 18:00 საათზე დასკვნითი კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობენ: ნიაზ დიასამიძე და 33ა, გორდელა, REGGAEON და გაგაჩიხლაძე. საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.
(R)