ტური ერთი ლიეტუველი ტურისტისთვის -  თბილისში წითელი ტურისტული ავტობუსი დაბრუნდა

ტური ერთი ლიეტუველი ტურისტისთვის - თბილისში წითელი ტურისტული ავტობუსი დაბრუნდა

access_time2020-10-09 12:00:06

17 მარტის შემდეგ დედაქალაქის ქუჩებში ყველასთვის კარგად ნაცნობი ორსართულიანი წითელი ავტობუსები არავის უნახავს, თუმცა ცოტა ხნის წინ city tour-ის ღია ავტობუსი, რომელიც ტურისტებს ემსახურება, კვლავ გამოჩნდა. როგორც ტურისტულ კომპანიაში „კომერსანტს“ განუმარტეს, ისინი ცდილობენ ქართველებისთვისაც მოაწყონ დედაქალაქის ტურები, თუმცა ხშირად, ტურს მხოლოდ ერთი უცხოელისთვის აორგანიზებენ. სააგენტომ რამდენიმე დღის წინ, 30 კაციანი ავტობუსით თბილისი ერთ ლიეტუველ ტურისტს დაათვალიერებინა.


„პანდემიის გამო, თვეობით გაჩერებული ვიყავით, თუმცა 25 სექტემბერიდან გამოვიყვანეთ ჩვენი წითელი ავტობუსი და 15  ლარად ვასეირნებთ ქართველებს.  წაგებაში ვართ, მაგრამ მაინც მინდა, რომ ვიმუშავოთ. ეს  ავტობუსი  დავაყენე იმის  საჩვენებლად, რომ  ჩვენ არსად გავმქრალვართ. პანდემიამდე 7 ოფისი გვქონდა, მაგრამ ახლა მხოლოდ ერთი დავიტოვეთ , რადგან 17 მარტის შემდეგ ფაქტობრივად,  ჩეკი არ ამოგვრტყამს. მყავდა 120 თანამშრომელი, ახლა 5-6 კაცი ვცდილობთ, რომ ნელ-ნელა ისევ აღვადგინოთ მუშაობა.


სულ 13 ერთეული ტრანსპორტი მყავს -  ამჟამად  მხოლოდ  ერთი მუშაობს, მაგალითად  დღეს  ერთი კაცი  მოვიდა, ლიეტუველი და მხოლოდ ის ვასეირნეთ, ეს მაშინ როდესაც კოვიდ-19 მდე დღეში 200-300 ტურისტი გვყავდა,“ - ამბობს City Tour-ის დამფუძნებელი გერმან ჭელიძე.


 

კომპანია City Tour-ი  2019  წელს დაახლოებით 80 000 ტურისტს მოემსახურა,  აქვს დედაქალაქის, ყაზბეგის, კახეთის ერთდღიანი თუ ორდღიანი ტურები. როგორც კომპანიაში განმარტავენ, გასული წლის ბრუნვა 5 მილიონი ლარი იყო, რომელიც ახლა ფაქტობრივად განულდა. კომპანიას 13 ერთეული ტრანსპორტი ჰყავს, რომელთაგან ამჟამად მხოლოდ ერთი მუშაობს.

 

„ჩვენ ვცდილობთ, რომ ქართულ ბაზარს მოვერგოთ,  გვაქვს რეკლამა და ამიერიდან ორსართულიანი ავტობუსით გასეირნება 15 ლარი ეღირება.  2 სართულიანი ავტობუსში ყველას ერთჯერადი  ყუსასმენები ექნება, რეკომენდაცების გათვალისწინებით ყველას დაურიგდება პირბადე, ტურის ხანგრძლივობა არის საათ-ნახევარი და ქართულ ენაზე ჩატარდება. იქნებ  შაბათ-კვირას ბავშვები მაინც გაასეირნოს ვინემ. დიდი მოლოდინი  არ მაქვს, მაგრამ არ მინდა ხალხმა დაგვივოწყოს, რადგან უკვე 6  წელია ბაზარზე ვართ,“ - ამბობს გერმან ჭელიძე.


მარიამ მორგოშია


თეგები:
city tour



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up