3 წელში იძულებით აუქციონზე 4 874 უძრავი ქონება გასხვისდა - გაყიდული ქონების 52% „მევახშეებზე“ მოდის

3 წელში იძულებით აუქციონზე 4 874 უძრავი ქონება გასხვისდა - გაყიდული ქონების 52% „მევახშეებზე“ მოდის

access_time2018-07-12 18:00:00

2015-2017 წლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ იძულებით აუქციონზე 4 874 უძრავი ქონება გასხვისდა. გასხვისებული ქონების 52% კერძო იპოთეკარებზე მოდის, 30% ბანკებზე, ხოლო დანარჩენი, ანუ დაახლოებით 18% მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე.


საქართველოში ქონებადაკარგულთა რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. მართალია, ზუსტი სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენმა ადამიანმა დაკარგა უძრავი ქონება, არ არსებობს, თუმცა მოვალეთა რეესტრში არსებული ჩანაწერების რაოდენობაც, რომელიც მუდმივად მზარდია, იმაზე მიუთითებს, რომ ქონების დაკარგვის საფრთხის წინაშე დღესაც ბევრი ადამიანია. აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდზე პრობლემურ სესხებთან დაკავშირებით ამჟამად სულ 255 834 ჩანაწერია. მართალია, მათი დიდი ნაწილი დავალიანებას ისტუმრებს და შესაბამისად, ქონების გასხვისება აღარ ხდება, თუმცა ქონების გარკვეული ნაწილი იძულებით აუქციონზე მაინც იყიდება.


თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) კვლევის მიხედვით 2017 წელს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აუქციონზე იპოთეკით დატვირთული 1 695 უძრავი ქონება გაყიდა, საიდანაც 1 258 საცხოვრებელი ფართი იყო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გაყიდული იპოთეკით დატვირთული ქონების კრედიტორებს ყველაზე ხშირად ფიზიკური პირები და კომერციული ბანკები წარმოადგენენ. კერძოდ, 649 შემთხვევაში აუქციონზე ფიზიკურ პირებთან იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდა; 625 შემთხვევაში - ბანკების მიერ გაიყიდა ქონება; 292 შემთხვევაში - მიკროსაფინანსო ორგანიზაციების; 129 შემთხვევაში კი სხვა იურიდიული პირების მიერ.


რაც შეეხება ბოლო 3 წლის მონაცემებს, 2015-2016 და 2017 წელს იძულებით აუქციონზე 4 874 უძრავი ქონება გასხვისდა. („საზოგადოება და ბანკების“ სტატისტიკა) აქედან 2 554, ანუ დაახლოებით 52% მოდიოდა კერძო იპოთეკარებსა და სხვა იურიდიულ პირებზე, 1 466 ანუ დაახლოებით 30# კომერციულ ბანკებზე, 854 შემთხვევა, დაახლოებით 18% კი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე.



„საზოგადოება და ბანკების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ის რეგულაციებია, რომელის ამოქმედებასაც ხელისუფლება აპირებს. ერთ-ერთი ასეთად კი, მამუკა ბახტაძის ინიციატივას ასახელებს, რომლის მიხედვითაც იზღუდება ლომბარდებისა და კერძო გამსესხებლების (ე.წ. მევახშეების) სასარგებლოდ ავტომობილებისა და უძრავი ქონების დაგირავება.


„ახალი რეგულაციები ხელს შეუწყობს იმას, რომ სესხებში მევახშეების ხვედრითი წილი შემცირდეს. მთლიანობაში, აუქციონის წესით იძულებით გასხვისებული ქონების რაოდნეობა რამდენად შემცირდება , არ ვიცი. თუმცა, ეს რეგულაციები, წესით შეზღუდავს მათ, რომ სხვის ქონებას არ დაეპატრონონ და ამ მხრივ მსესხებელზე ხელმისავწდომობაც შეიზღუდება. ჩვენი ორგანიზაცია იკვლევს ამ მიმართულებას და დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ამ სექტორს ძალიან მკაცრი რეგულაციები სჭირდება. ყოველთვის შესაძლებელია კანონმდებლობაში იპოვოს ღრიჭო მან, ვისაც მსგავსი ფინანსური საქმიანობა სურს“,-აცხადებს გიორგი კეპულაძე და ყურადღებას ბახტაძის იმ ინიციატივაზე ამახვილებს, რომლის მიხედვითაც იზღუდება ლომბარდებისა და კერძო გამსესხებლების სასარგებლოდ ავტომობილებისა და უძრავი ქონების დაგირავება.


„მე ვფიქრობ, სწორედ ამ ინიციატივამ უნდა შეუწყოს ხელი მევახშეების შეზღუდვას, რადგან ზოგადად, თუ ისინი უძრავი ქონების იპოტეკით დატვირთვას ვეღარ შეძლებენ, სასესხო პორტფელიც შეუმცირდებათ , შესაბამისად, სესხის გაცემა შემცირდება და ეს საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება იმაზე, რომ ვიღაცამ უძრავი ქნება არ დაკარგოს. თუმცა, საკითხი დგას ასე, თუ ადამიანს სურს, რომ თავისი ბინა დატვირთოს იპოტეკით და აიღოს ამის სანაცვლოდ სესხი, ჩვენ ამით მას სესხზე ხელმისაწვდომობას ვუზღუდავთ, მაგრამ აქამდე მიგვიყვანა მსგავსმა კვლევებმა, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად ატარებს და რომელიც აჩვენებს, რომ სულ უფრო მზარდია კერძო მევახშეების წილი. განსაკუთრებით უძრავ ქონებაში ( ბანკებზე თითქმის ორჯერ მეტი მევახშეებზე მოდის). ამასთან, ვფიქრობ, რომ როდესაც რეგულაციები შემოვა, ძალიან მკაცრი ადმინისტრირება იქნება საჭირო“,-აცხადებს გიორგი კეპულაძე.


BPN.GE 










ბახტაძე: კანაფის კულტივაციის ნაწილთან დაკავშირებით საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო

ბახტაძე: კანაფის კულტივაციის ნაწილთან დაკავშირებით საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო
person access_time2018-09-22 20:56:01
„რაც შეეხება კულტივაციას, ვფიქრობ რომ ამ ნაწილში მეტი კომუნიკაცია იყო საზოგადოებასთან საჭირო. ამის გამო, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდა მიიღო გადაწყვეტილება რომ შეაჩეროს მეორე ინიციატივა და გავმართოთ დამატებითი კონსულტაციები ყველა მხარესთან ვინც დაინტერესებულია“, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბარში საქართველოს...

ქუთაისის პარლამენტი - „ოლიმპიკ არენად“ შენობის ფუნქციაზე ინიციატივა უკვე გაჩნდა

ქუთაისის პარლამენტი - „ოლიმპიკ არენად“  შენობის ფუნქციაზე ინიციატივა უკვე გაჩნდა
person access_time2018-09-21 19:00:00
საქართველოს პარლამენტი პლენარული სხდომების ფორმატში საქმიანობას მომავალი წლის იანვრიდან სავარაუდოდ, დედაქალაქში გააგრძელებს, უკვე აქტიურად მიდის მსჯელობა რა ბედი ეწევა ქუთაისში მდებარე შენობას. პროცესებში ჩართულნი არიან სხავდასხვა ორგანიზაციებიდან. მათ შორის ერთ-ერთი ინიციტივა იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე რევაზ რობაქიძემაც წამოაყენა. მისი თქმით, პარლამენტის დღევანდელი შენობა ქუთაისში  „ოლიმპიკ არენად“  უნდა გადაკეთთდეს. აღნიშნულს რობაქიძე რამდენიმე არგუმენტით...

დანიის უმხსვილესმა ბანკმა რუსული მილიარდების გათეთრება აღიარა

დანიის უმხსვილესმა ბანკმა რუსული მილიარდების გათეთრება აღიარა
person access_time2018-09-21 20:00:55
...

„ბოისა“ ყურძნის უძველესი ჯიშებით ღვინის წარმოებას იწყებს

„ბოისა“ ყურძნის უძველესი ჯიშებით ღვინის წარმოებას იწყებს
person access_time2018-09-21 18:00:00
ღვინის ბრენდი „ბოისა“ ყურძნის უძველესი ჯიშებით ხიხვით და ქისით შერეული ღვინის წარმოებას იწყებს. თავდაპირველად 1 000 ლიტრი სუფთა წვენი დაიწურება, რაც ჯამში დაახლოებით 1 400 ბოთლს შეადგენს. 2019 წლის სექტემბერში კი ღვინო მაღაზიების დახლებზე გამოჩნდება.   როგორც „კომერსანტს“ კომპანიის დამფუძნებელმა ვლადიმერ ბოისამ განუცხადა, მისი კომპანიისთვის წლევანდელი წელი საუკეთესო იქნება, რადგან  კარგი მოსავლი მიიღო.  სწორედ ამიტომ, ბრენდის მცირე წარმოებაში „ბოისას“ სავაჭრო...

„საქართველოს ბანკის“ ტექდათვალიერების ბაზარზე შემოსვლით მონოპოლია იქმნება”

„საქართველოს ბანკის“ ტექდათვალიერების ბაზარზე შემოსვლით მონოპოლია იქმნება”
person access_time2018-09-21 14:30:49
„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ვაჟა იორდანიშვილის განცხადებით, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების ბაზარზე მონოპოლიის საფრთხე არსებობს. ამის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up