3 თვე ვაქცინაციის დაწყებიდან – აცრილია მოსახლეობის მხოლოდ 5,7%

3 თვე ვაქცინაციის დაწყებიდან – აცრილია მოსახლეობის მხოლოდ 5,7%

access_time2021-06-15 11:45:18

საქართველოში კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ზუსტად სამი თვის წინ, 15 მარტს დაიწყო. პირველ ეტაპზე, გეგმის მიხედვით, სამედიცინო მუშაკები უნდა აცრილიყვნენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ერთ-ერთი პირველი იყო მათ შორის, რომელმაც ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი დოზა მიიღო. იგი ინფექციურ საავადმყოფოში საჯაროდ, მედიის თანდასწრებით აიცრა.


„მთავარი არ იყო ვაქცინაციის დაწყება, მთავარი იქნება ვაქცინაციის დასრულება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.


არა მხოლოდ დამთავრება, ვაქცინაციის პროცესის გაგრძელებაც პრობლემური აღმოჩნდა. იმუნიზაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის აცრის შემდეგ ექთან მეგი ბაქრაძის გარდაცვალებამ ვაქცინაციის მიმდინარეობა შეაფერხა. მედიკოსების მხრიდან დაბალი აქტივობის ფონზე ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა სხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის, ეტაპობრივად გაიხსნა.


შემცირებული აქტივობის გაზრდას ჯანდაცვის უწყებები ამ დრომდე ცდილობენ. თუმცა ამ ეტაპზე ქვეყანა ვაქცინის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა. მთავრობაში აცხადებენ, რომ ვაქცინების ასიათასობით დოზის მიღება საქართველო ივნისის ბოლოდან-ივლისის პირველი რიცხვებიდან დაიწყებს და მომდევნო თვიდან ქვეყნის მასშტაბით მასობრივი იმუნიზაცია დაიწყება. თუ დღეს, დღიურად საშუალოდ 5-6 ათასი ადამიანი იცრება, ივლისიდან ამ რიცხვმა 20-25 ათასი უნდა შეადგინოს, რომ ქვეყანამ იმუნიზაციის საჭირო მასშტაბებს – მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას მიაღწიოს, რაც იმუნიზაციის ეროვნული გეგმითაა გათვალისწინებული. ამ მიზნით დიდ ქალაქებში დიდი ამცრელი ცენტრების შექმნა, ასევე აცრების გასაკეთებლად საგამოფენო და სპორტული დარბაზების გამოყენება იგეგმება.



ვაქცინაციის ეროვნული გეგმა ჯანდაცვის სამინისტრომ მიმდინარე წლის იანვარში წარადგინა. ამ გეგმის მიხედვით, მაღალი რისკის მქონე პირებისა და სამიზნე ჯგუფების იმუნიზაციის შედეგად, ამ ეტაპზე ქვეყანაში 830 ათასზე მეტი ადამიანი უნდა იყოს ვაქცინირებული. ამ ეტაპზე კი მინიმუმ ერთი დოზა 212163 ადამიანს აქვს მიღებული, რაც მოსახლეობის 5,7%-ია, 2%-მდეა (69,197 მოქალაქე) სრულად, ანუ ორმაგად ვაქცინირებული მოქალაქეების წილი.  თუმცა, დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრა შესაძლებელია, რისთვისაც აუცილებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ექიმების ბრიგადების სათანადო რაოდენობის მობილიზება. რაც შეეხება ვაქცინებს, ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანა უახლოეს კვირებიდან დაწყებული, წლის ბოლომდე 3 მილიონ 600 ათას დოზა, 4 სახის ვაქცინას ელოდება, რაც შესაბამისი კონტაქტებითაა გარანტირებული.

 

მსოფლიოში ამ დრომდე 2,4 მილიარდი დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებული და 100 ადამიანზე საშუალოდ 31 დოზა მოდის.


ვაქცინაციის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში ერთერთ ბოლო, 113-ე ადგილზეა. მასზე უკეთესი მაჩვენებელი რეგიონში აზერბაიჯანს (ინუნიზებულია მოსახლეობის 28%) უარესი კი სომხეთს (1,6%) აქვს.


წყარო: jandacva.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up