ჯანდაცვის მინისტრი მხოლოდ ერთი ადამიანის წინაშე გრძნობს პასუხისმგებლობას

ჯანდაცვის მინისტრი მხოლოდ ერთი ადამიანის წინაშე გრძნობს პასუხისმგებლობას

access_time2020-02-24 17:30:42

520-ე დადგენილების ამოქმედებიდან 3 თვე გავიდა. იღებს თუ არა ჯანდაცვის მინისტრი და პრემიერ მინისტრი პასუხისმგებლობას მინიმუმ იმ 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლეზე, ვინც ელოდება და 520-ე დადგენილების გამო ვერ იღებს მათი სიცოცხლისათვის გადაუდებლად საჭირო სამედიცინო სერვისებს კლინიკაში (დეფიბრილატორის, პეისმეიკერის ჩაყენებას ) და რომელთა სიცოცხლე შეიძლება ლეტალურად დასრულდეს.  


დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან კობერიძემ ნინო ზაუტაშვილის საავტორო გადაცემაში რეალური სივრცე, 520 დადგენილების შედეგებზე ისაუბრა.

 

“ადამიანების რიცხვი, რომელიც ელოდება ოპერაციას, ყოველდღიურად იზრდება.  თითოეულ მათგანს შეიძლება პრობლემა შეექმნას ნებისმიერ დროს. როდესაც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ თითოეული ადამიანი არის მათთვის ძვირფასი, მაინტერესებს პასუხისმგებლობას იღებენ თუ არა ამ ადამიანების სიცოცხლეზე. ასევე თვითონ სისტემის შიგნით, არის დაძაბულობა.  ექიმი, რომელიც  საოპერაციოშია  არ უნდა ფიქრობდეს გადახარჯვაზე, ჩვენ კი  რეალურად  დადგენილებით ეს მივიღეთ. საზოგადოებისგან კი უნდობლობა მოდის, მაშინ როდესაც ამ სფეროს ყველაზე მეტად უნდა ენდობოდნენ.ადრე თუ ვიცოდით, რა იყო მეცხრე ბლოკი, დღეს ვიცით რა არის დეფიბრილატორი, აბლაცია, სარქველები და სხვა სიტყვები.“-ამბობს კობერიძე.

 

„დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან კობერიძემ  გადაცემა რეალური სივრცეში“ იმაზეც ისაუბრა, რომ ჯანდაცვა პოლიტიკური მიმართულებით ვითარდება.მაგალითად  კი ამერიკის ჰოსპიტალი მოიყვანა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა,დღეს კი შენობის სასტუმროდ გადაკეთებას განიხილავენ, სწორედ იმის გამო, რომ დარგი გაპოლიტიკურდა.

 

რაც შეეხება  ექიმებს, რომლებიც  განცვიფრებულები არიან, თუ რატომ არ უსმენენ მათ მოსაზრებას და არ ასახავენ ადეკვატურად სხვადასხვა გადაწყვეტილებებში. კობერიძე აქაც სისტემურ პრობლემაზე საუბრობს.  


„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ თუ  რა მიმართულებით ვითარდება დარგი, 2017 წელს მიღებულია ხედვა, რომელიც პარლამენტმა სამინისტროსთან ერთად შეადგინა,გარკვეული ინდიკატორების განსაზღვრით. ერთ-ერთ  შეხვედრაზე ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს ვკითხე-აქვს თუ არა ეს დოკუმენტი წაკითხული. თუ იცნობს შინაარსს  და არ ეთანხმება უნდა თქვას, რომ პოლიტიკას ცვლის, რადგან სამინისტრო არ არის პოლიტიკის განმსაზღვრელი სუბიექტი. პარლამენტთან ერთად,  ჯანდაცვის კომიტეტია  ის ადგილი, სადაც უნდა იკრიბებოდეს ინტერესთა ჯგუფები და არ უნდა გვიწევდეს გადაცემებში საუბარი.“-განაცხადა ლევან კობერიძემ.


კითხვაზე- არის თუ არა  პარლამენტში საკითხთან დაკავშირებით მზაობა და  ინტერესი, კობერიძე პასუხობს, რომ პოლიტიკური კონტექსტი იმდენად სჭარბობს სექტორს, რომ სხვა საკითხებზე არ მსჯელობენ. დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით,  ყველა იმაზე ფიქრობს, რომ არჩევნებში მისი ინტერესი გამოიყოს. 



„ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ის თუ  როგორ დაინიშნა ჯანდაცვის ახალი მინისტრი, რომელიც მისი წინამორბედისგან განსხვავებით არ შეხვედრია მოსახლეობას, არ გაუცვნია თავის გეგმები.  ვიცით რომ, მუშაობდა საჩხერის სავადმყოფოში, შეიძლება კარგი კვალიფიკაციისაა, მაგრამ ის არის ერთი ადამიანის მიერ მოყვანილი მინისტრი.  შესაბამისად პასუხისმგებლობასაც, მხოლოდ ერთ ადამიანთან გრძნობს.  არც პარლამეტთან არც კომიტეტთან არც ექიმებთან არ არის პასუხისმგებელი.“-ამბობს კობერიძე.


რაც შეეხება ხედვას, რომელზეც დამოუკიდებელი დეპუტატი საუბრობს და რომელიც 2017 წელს მიიღეს, ლევან კობერიძის თქმით ნახსენებია, რომ იქნება  კარგი მინისტრი და  დაზოგავს თანხებს ბიუჯეტისთვის.


„თანხის შეკავება როგორც აქ ხდება არ არის სწორი. თუკი ბიუჯეტის შეკავებაა საჭირო ეს უნდა მოხდეს სხვაგვარად. პირველ რიგში, კლინიკებისთთვის სანებართვო ქაღალდების ჩამოყალიბებით. პროტოკოლის მიხედვით, უნდა განისაზღვროს ფასიც. მსგავსი  არაფერი არ გაკეთდა, პირდაპირ მოხდა თანხების სეკვესტრი. თუ ვინმეს უნდოდა ჯანდაცვის სისტემაში ხარჯების შეკავება, უნდა ემსჯელათ  პროფესიულ საზოგადოებასთან, თუ რამდენად შესაძლებელია ჩვენს რეალობაში ფასების დანერგვა და ბოლოს ტარიფიკაცია. ამის ნაცვლად პირდაპირ გამოითხოვეს ფასები კლინიკებიდან, გადათვალეს რაღაცები იმ ბნელ ოთახში და მერე დააკლეს ფასები, იმ მიზნით, რომ თითქოს თანაგადახდა პაციენტის მხრიდან შემცირდებოდა.“-ამბობს დამოუკიდებელი დეპუტატი.


კობერიძე საკითხთან დაკავშირებით მინისტრებთან  შეხვედრებს, პიარ შეხვედრებს უწოდებს და ამბობს რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც კლინიკების  პრობლემებს იზიარებს, ტიკარაძე კი ამბობს რომ გულს ვერ მოულბობენ, ცუდს და კარგს თამაშობენ ერთმანეთში.


„მახინჯი რეფორმის ანუ თანაგადახდისკენ კლინიკებს, მთავრობამ და სამინისტრომ უბიძგა. საჭიროების დროს,  კი ამ ფაქტს  კლინიკების საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ. ხარჯების  შემცირების ნაცვლად კი  პაციენტს, უფრო მეტის გადახდა უწევს დღეს საკუთარი ჯიბიდან.“-აღნნიშნა კობერიძემ და იმ კლინიკებზეც ისაუბრა, რომლებსაც არ გააჩნიათ მაღალი ხარისხი და მხოლოდ მფარველობის ხარჯზე ფუნქციონირებენ“-აღნიშნავს კობერიძე. 


მისივე ინფორმაციით, სწორედ  ამ ცუდი კლინიკების და არასწორი გადაწყვეტილების გამო,  თავისი  საქმის პროფესიონალი და მაღალი ხარისხის კლინიკები ზარალდებიან.


„ვინმეს ხარჯის შეკავება თუ უნდა, მინიმუმ 30-40 კლინიკა არსებობს, რომელიც ჩემი აზრით, დღესვე უნდა იყოს დახურული.დღეს ყველა ასეთი  კლინიკა მუშაობს, რადგან ასეთ კლინიკებს  მფარველები ჰყავთ.“-განმარტა ლევან კობერიძემ.


მისი განცხადებით,„ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატები“ მოითხოვენ  ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტში მივიდეს. სწორედ საკანონმდებლო ორგანოში უნდა ხდებოდეს ინსტიტუციურ დონეზე ამ საკითხზე მსჯელობა და კლინიკებს, უნდა მიეცეთ საჯაროთ მსჯელობის საშუალება.


„როდესაც გამოსავალზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ამ ადამიანებთან, კლინიკების წარმომადგენლებთან,  უნდა იყოს საჯარო სივრცეში შეხვედრები.  გახარიას იმედი მე არ მაქვს რადგან დღე დღეზე მინისტრის პოსტს დატოვებს, მეორე კიდევ ახალი მოვა დაიწყებენ გარკვევას და ამ ადამიანებს კიდევ გადაუდებენ საქმეს. ამიტომ პარლამენტი არის ის ადგილი სადაც უნდა ეს საკითხი გადაწყდეს .“-ამბობს ლევან კობერიძე.


 მოამზადა ნათია ლომიძემ




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up