3 ქართული წამოწყების პასუხი რეგულაციებს, რომელიც კვების დაწესებულებებს ეხება

3 ქართული წამოწყების პასუხი რეგულაციებს, რომელიც კვების დაწესებულებებს ეხება

access_time2020-05-31 19:00:30

არაერთი მოსაზრება მოვისმინეთ იმაზე, თუ რას შეცვლის COVID-19 ჩვენს ცხოვრებაში და შეკითხვაში, რომელსაც მუდმივად განუსაზღვრელ მომავალში ვსვამთ და პასუხებში, რომელსაც ყოველთვის თან ახლავს: „შესაძლოა“, „ალბათ“, „სავარაუდოდ“… გამოგვრჩა ის, რომ ჩვენი ყოველდღიურობა უკვე ტრანსფორმირდა: მომხმარებლის ქცევა შეიცვალა, ბიზნესსაქმიანობა გაციფრულდა და სხვა. მოკლედ რომ ვთქვათ, მიმდინარე მოვლენებთან ადაპტაცია მოუწია როგორც ბიზნესს, ისე მომხმარებელს.

დღეს, მინდა, მოგიყვეთ 3 ქართულ სტარტაპზე: TKT.GE, რომელიც დღევანდელი გამოწვევების შესაბამისად, რესტორნის ონლაინ დაჯავშნის ფუნქციას ამატებს; OfOODO, რომელიც COVID-19-ის დროს შეიქმნა და WENU, რომელიც დარწმუნდა, რესტორანთან დაკავშირებული გამოცდილების გამარტივება, დღეს, მომხმარებელს იმაზე მეტად რომ სჭირდება, ვიდრე, ვთქვათ, ამაზე მოთხოვნა 2 წლის წინ იყო.

ზემოთქმული მოსაზრების გასამყარებლად, ძალიან მოკლედ, ფოტოს საშუალებით, იმ რეგულაციებს გაგიზიარებთ, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ბარებსა და რესტორნებს მოუწევთ მუშაობა. კვების დაწესებულებებისთვის სპეციალური წესები „საქართველოს გასტრონომიის ასოციაციამ“ გამოაქვეყნა. მათი ცნობით, სახელმძღვანელო შრომის ინსპექციის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებულ დანართი N23-დან ამონარიდ მთავარ საკითხებს წარმოადგენს:

როგორც ხედავთ, სახელმძღვანელო იწყება პუნქტით, სადაც ვკითხულობთ, რომ რესტორნის მომსახურების მისაღებად, მაგიდა წინასწარ უნდა დაჯავშნოთ. ეს პროცესი მარტივი და კომფორტული რომ იყოს, TKT.GE მიმდინარე მოვლენებთან ადაპტირდა და ივნისიდან, არა მხოლოდ ბილეთების ონლაინ ყიდვის შესაძლებლობას მოგვცემს, არამედ რამდენიმე დაწკაპუნებით, შუამავლის როლს რესტორნის დაჯავშნის კუთხითაც მოირგებს.

ჯავშნის გაკეთებას შეძლებთ როგორც TKT.GE-ს აპლიკაციიდან, ასევე – ვებგვერდიდანაც. პროცესი მარტივია: უთითებთ თარიღს, დროსა და ადამიანების რაოდენობას, დანარჩენს კი, TKT.GE უზრუნველყოფს. ჯავშნის დასტურის შესახებ პასუხს, უმოკლეს ვადაში, SMS-ით მიიღებთ.

TKT Table სერვისით უფასოდ ისარგებლებენ TKT.GE-ს მომხმარებლები და საინტერესო შეთავაზებები იქნება TKT Club წევრებისთვისაც. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს თბილისისა და ბათუმის კაფეების პლატფორმაში ჩართვა. სერვისი ხელმისაწვდომი იქნება 1 ივნისიდან საიტზე რეგისტრირებული ყველა მომხმარებლისთვის, – განმარტავს ნინკა მიშელაძეკომპანიის მარკეტინგის მენეჯერი.


რაც შეეხება Ofoodo-ს, ახალბედა სტარტაპი პოზიციონირებს, როგორც „ყველაფერი ერთში გადაწყვეტილება“ და პლატფორმის საშუალებით, შესაძლებლობას გვაძლევს, კერძი გამოვიძახოთ, მიტანის სერვისით ვისარგებლოთ, რესტორანი დისტანციურად დავჯავშნოთ, თუ QR კოდის დასკანერებით, ელექტრონული მენიუს გამოყენება შევძლოთ.

ჩვენი მთავარი განსხვავებაა, რომ ჩვენს სერვისს აპლიკაციის გადმოწერა არ სჭირდება. სერვისი, სხვა მსგავს მომსახურებებთან შედარებით, უფრო დემოკრატიულია და ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სმარტფონი აქვს, კამერის QR-კოდზე მინათების შემთხვევაში, ელექტრონული მენიუთი სარგებლობის საშუალებას აძლევს, – ლაშა შარიქაძე, პროექტის მენეჯერი.


Ofoodo-ს სხვადასხვა ენით მხარდაჭერილი ვებგვერდია. როგორც ლაშა შარიქაძე განმარტავს, კომპანია, ამ ეტაპზე, თბილისის მასშტაბით, დაახლოებით, კვების 50-მდე ობიექტთან თანამშრომლობს. მოლაპარაკებები მიდის საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, ბათუმშიც.

1-ელ სექტემბრამდე, ნებისმიერ ბიზნესს Ofoodo-სთან თანამშრომლობა უფასოდ შეეძლება და თავის მხრივ, კომპანია მათ ელექტრონული მენიუს აწყობაში, ფოტოების დატანასა თუ ტექსტის გამართვაში დაეხმარება.


WENU კი ის სტარტაპია, ზემოთ რომ ვსაუბრობდი, აპლიკაცია, რომელიც დარწმუნდა – რესტორანთან დაკავშირებული გამოცდილების გამარტივება დღეს, მომხმარებელს იმაზე მეტად რომ სჭირდება, ვიდრე აქამდე.

სტარტაპი, დაახლოებით, 2 წლის წინ შეიქმნა და მიტანის სერვისისა და რესტორნის სმარტფონით დაჯავშნის ფუნქციასთან ერთად, მომხმარებელსა და რესტორნის ადმინისტრაციას შორის კომუნიკაციას ქაღალდის მენიუს გარეშე უზრუნველყოფს.

როგორ? – რესტორნის თითოეულ მაგიდაზე არის QR კოდი, რომელსაც მომხმარებელი ასკანერებს და მისდის მთელი მენიუ, სურათები, აღწერა ნებისმიერ ენაზე. გარდა ამისა, აპლიკაცია კალკულატორის ფუნქციას ასრულებს. როცა შეკვეთას აკეთებ, ითვლის და მომხმარებელმა წინასწარ იცის, რამდენი ექნება გადასახდელი.

რაც შეეხება მაგიდის დაჯავშნას, სტუმრის რაოდენობის მითითებასთან ერთად (რომელთა ოდენობაც რეგულაციაში განსაზღვრულია, არაუმეტეს 6 ადამიანისა), საშუალება გაქვთ, ზუსტად ის მაგიდა დაარეზერვოთ, რომელიც გსურთ. თავის მხრივ, რესტორანი ეთანხმება ან ჯავშანზე უარს გეუბნებათ მანამ, სანამ ეს კონკრეტული მაგიდა არ გათავისუფლდება.

ისევ გასტრონომიული კვების შესახებ სახელმძღვანელოს რომ დავუბრუნდეთ, შეიძლება ითქვას, რომ WENU-ს მიერ შემოთავაზებული გამოსავალი ზუსტად პასუხობს იმ რეგულაციებს, რომლის მიხედვითაც, ივნისიდან, ბარებსა და რესტორნებს მოუწევთ მუშაობა.

ვგულისხმობ მოთხოვნებს:


  • ბართან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტისგან თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება ინდივიდუალურად უზრუნველყავით;
  • სტუმრებისთვის შეთავაზებული უნდა იყოს ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუ, ელექტრონული მენიუს შემთხვევაში, მენიუს დაფასთან ხელების დამუშავებისთვის სადეზინფექციო საშუალებები უნდა იყოს განთავსებული…

ზაფხულის განმავლობაში, პარტნიორობის მსურველ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, WENU-ს მომსახურებით უფასოდ ისარგებლონ. მაგიდაზე QR კოდების დაყენების შესაძლებლობითა და ინსტრუქციის მიცემით, როგორ უნდა ისარგებლონ კომპანიის მომსახურებით, – განმარტავს გიორგი ნონიაშვილი, WENU-ს თანაავტორი. 

და მაინც, რას შეცვლის COVID-19 ჩვენს ცხოვრებაში? – ამ სტატიიდან გამომდინარე, ჩვენი პასუხია: COVID-19 რესტორანთან დაკავშირებულ გამოცდილებას გაამარტივებს.

და ეს აღარ იქნება მხოლოდ რომელიმე კონკრეტული ბრენდის ინიციატივა და პირადი საჭიროებიდან გამომდინარე მოფიქრებული კრეატიული გამოსავალი, ეს უკვე არის აუცილებლობა, რომელიც ბიზნესის ამ სფეროს განუყოფელი ნაწილი ხდება.

 

MARKETER


თეგები:
OfOODO TKT.GE WENU



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up