3 მოვლენა, რომლებიც ღარიბაშვილის პრემიერობას დაგვამახსოვრებს

3 მოვლენა, რომლებიც ღარიბაშვილის პრემიერობას დაგვამახსოვრებს

access_time2021-11-24 10:00:47

კოვიდ სიკვდილიანობით პირველი ადგილი  უკვე შემდგარი და მიმდინარე ტრაგედია, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი გამოასწორებს (23 ნოემბრის მდგომარეობით ვირუსმა საქართველოს 11 608 მოქალაქე იმსხვერპლა!), მაღალი ინფლაცია (12,8%!) და ონლაინ კაზინოების წინააღმდეგ მორიგი გალაშქრება (ეს ნარატივი წინასაარჩევნო კამპანიას მოაგონებს ბევრს) - ეს 3 მთავარი მოვლენაა, რაც ეკონომისტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობის შეფასებისას ახსენდებათ. 

 


აქედან გამომდინარე, ,,ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ ხელმძღვანელი რამაზ გერლიანი ღარიბაშვილის საქმიანობას ნეგატიურად აფასებს.



,,რთულია ირაკლი ღარიბაშვილზე დადებით კონტექსტში ვისაუბროთ, როცა მისი პრემიერობის პერიოდში ყველაზე მაღალი ინფლაციაა, მსოფლიოში კოვიდით გარდაცვალების მასშტაბით ,,მოწინავე“ პოზიციაზე აღმოვჩნდით.  პოლიტიკურ მოვლენებსაც თუ გავითვალსიწინებთ, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელია აგრეთვე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაჭერა, რაც ეკონომიკურ ფონზეც აისახება და ინვესტიციებს ამცირებს.  დასამახსოვრებელია იგი ეკონომიკური განვითარების 10-წლიანი გეგმის გაჟღერებით, რაც ძალიან პოპულისტური გეგმაა“, - ამბობს გერლიანი ,,კომერსანტთან“.



მისი თქმით, დადებით კონტექსტში შეიძლება სოციალური საკითხებისადმი ღარიბაშვილის დამოკდიებუილება დასახელდეს, კერძოდ,  სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით, სადაც აქცენტი სწორად დასვა,  მაგრამ გამოსავალი არასწორად შეირჩა.




,,ღარიბაშვილის განცხადებითან ისე ჩანს, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნება ხელოვნურად, რაც ისევ ბიუჯეტს დააწვება ტვირთად. დასაქმება შესაძლებელია მხოლოდ ჯანსაღი ბიზნეს გარემოს შექმნით და აქცენტი სწორედ ამაზე უნდა გაკეთებულიყო“, - ამბობს გერლიანი ,,კომერსანტთან“.



ზოგიერთ ეკონომისტს პირველი, რაც ღარიბაშვილის სახელის გაგონებისას ახსენდება, წინა საარჩევნოდ რეგიონებში გამართული ვიზიტებია. ასევე ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით სულ ახლახან გაკეთებული განცხადება, რამაც ეკონომისტი აკაკი ცომაიას კრიტიკა დაიმსახურა.



,,რეგიონებში ვიზიტი, ტყიბულში, მაღაროელებთან შეხვედრისას ტურიზმის პოტენციალზე საუბარი განსაკუთრებით დასამახსოვრებელია. ამ თემაზე აქცენტირება კონკრეტულ სიტუაციაში, ცოტა არ იყოს, ღიმილის მომგვრელი იყო.  თუმცა, გაცილებით მეტი შეცდომა დაუშვა, როცა განაცხადა, რომ 2022 წლის იანვარში მშპ იქნება 65 მილიარდი ლარი და ეს იქნება ისტორიული მაქსიმუმი. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ეს იქნება დაახლოებით 5 500 დოლარი, რაც ასევე ისტორიული მაქსიმუმია. არ მესმის, რატომ მიიჩნია, რომ ეს 65 მილიარდი ლარი ისტორიული მაქსიმუმია, როცა ეკონომიკა ყოველწლიურად იზრდება, ეს ხომ აბსურდია, ეკონომიკის ასე  გაანალიზება შეცდომაა. მეორეც — ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით, როგორი განზრახვაც არ უნდა ჰქონოდა, მისი მიდგომა თამაშის მიმართ დამოკიდებულებას ვერ შეამცირებს, როცა აზარტული თამაშის მსურველთათვის უამრავი ალტერნატივა არსებობს“, - ამბობს ცომაია.



შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას პირველად 2013 წლის ნოემბრიდან 2015 წლის დეკემბრამდე იკავებდა. 2021 წლიდან ის მეორედ გახდა პრემეირ-მინისტრი და ამ პოსტზე გიორგი გახარია ჩაანაცვლა.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up