3 მიზეზი, რატომ ზოგავენ კომპანიები ფულს თანამშრომლების დატრენინგებით

3 მიზეზი, რატომ ზოგავენ კომპანიები ფულს თანამშრომლების დატრენინგებით

access_time2020-05-15 15:10:45

თანამშრომლების დატრენინგების უპირატესობებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია კვალიფიკაციის, პროდუქტიულობის, ეფექტურობისა და სამსახურით კმაყოფილების განცდის გაზრდა.როგორი წარმატებულიც არ უნდა იყოს ორგანიზაცია და რამდენად კვალიფიციური თანამშრომლებიც არ უნდა ჰყავდეს მას, კონკრეტულ სფეროში თანამედროვე ტენდენციების გასაცნობად, პიროვნული უნარების გაუმჯობესებისთვის ან უბრალოდ, მოტივაციის გასაზრდელად, პერიოდულად მიმართავენ ტრენინგებს.


იმ ტოპ კომპანიების ათეულში, რომელთაც საუკეთესო ტრენინგ პროგრამები აქვთ, მოხვდნენ Amazon, Seattle Genetics, Marriott International Inc და სხვა უმსხვილესი ორგანიზაციები, რომელთაც თავიანთ სფეროში წარმატებას უკვე მიაღწიეს.


ნაყოფიერი ტრენინგები მსხვილ თუ საშუალო ბიზნესებს ხარჯების დაზოგვასა და შემოსავლების ზრდაში ეხმარება, დაუტრენინგებელმა თანამშრომლებმა კი შეიძლება, ბიზნესს შემოსავალი დააკარგვინონ:


დაუტრენინგებელი თანამშრომლები = სამსახურით უკმაყოფილო თანამშრომლები


თანამშრომელი, რომელიც გრძნობს, რომ დაკისრებულ მოვალეობებს სათანადოდ ვერ ართმევს თავს, ამისთვის კვალიფიკაცია ან მოტივაცია არ ჰყოფნის, საქმეს უფრო გულგრილად ეკიდება და შეიძლება, მეტი შეცდომა დაუშვას, რაც ბიზნესს შემოსავალს დააკარგვინებს.


სამსახურით კმაყოფილება მნიშვნელოვანია Amazon-ისა და Google-ის მსგავსი კომპანიებისთვისაც, რომლებიც თავიანთ სფეროში ლიდერები არიან. ამიტომ ამის მისაღწევად ისინი რესურსებს არ ზოგავენ.


თუ კომპანია სწრაფი განვითარების ტემპებს ფეხს ვერ უწყობს, ეს მომხმარებელთა შემცირებას იწვევს



სწრაფი და ხარისხიანი სერვისის მიწოდება მოტივირებულ და კვალიფიციურ თანამშრომელზეა დამოკიდებული, რომლის შეცდომების რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი.


ხანდახან გამოცდილ კადრს „ცოდნის გადასახალისება“ სჭირდება. მოტივაციისთვის შეიძლება, პიროვნული განვითარების კუთხით ჩატარებული ტრენინგებიც გახდეს საკმარისი. რაც უფრო კარგია სერვისი, მეტი შესაძლებლობაა, ერთგული მომხმარებლების რაოდენობა გაიზარდოს.


შემოსავლების შემცირების პრობლემა


მომხმარებელთა მოთხოვნები დღეს უფრო მაღალია, ვიდრე პირობითად, 10 წლის წინ. ამიტომ თანამშრომელს, რომელმაც მაგალითად, ფინანსების მიმართულებით ამავე დროის წინ დაიწყო მუშაობა, დიდი ალბათობით, ახალი უნარების შეძენა დასჭირდება.თუ თანამშრომელი საქმეს უფრო ნელა ასრულებს და ვერ ახერხებს, კომპანიისთვის მისაღები რაოდენობის მომხმარებელს მოემსახუროს ან სასურველი რაოდენობის საქმე შეასრულოს, ამან შეიძლება, შემოსავლების შემცირება გამოიწვიოს.


სისწრაფე და ახალი უნარების ათვისება ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად აუცილებლობას წარმოადგენს.


კომპანიების ნაწილმა COVID-19-ის მიერ შექმნილი მდგომარეობა თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად გამოიყენა, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში.


თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვის კუთხით საქართველოში გამოირჩევა საბანკო და საფინანსო სექტორი. მაგალითად, COVID-19-ის პერიოდში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისიმ“ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგების ორგანიზება ისევე გააგრძელა როგორც ამას ჩვეულ რეჟიმში აკეთებდა, ოღონდ ამჯერად, ონლაინ რეჟიმში.


„ემბისის“ მიერ ორგანიზებული ტრენინგის თემაც „სამუშაოთი კმაყოფილება“ იყო, რომლის დროსაც განიხილეს შრომის კმაყოფილებაზე გავლენის მომხდენი ფაქტორები და გაყიდვების მიმართულებით წარმატების მიღწევის მთავარი პრინციპები.


კომპანიაში აცხადებენ, რომ ტრენინგები ახალი მიმართულებების სწავლებასა და ე.წ. Soft-უნარების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.


„დღეს, Covid-19-ით გამოწვეული პანდემიის დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლებზე ზრუნვა. პროექტის ფარგლებში პროფესიული ცოდნისა და სხვა უნარების გაზიარება დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ მუშაობის მეთოდები და პროცესები, ავამაღლოთ თანამშრომელთა განწყობა და ლოიალობა კომპანიის მიმართ, დავეხმაროთ მათ ახალი ცოდნისა და პროფესიული უნარების შეძენაში, ახალ გამოწვევებთან ადაპტაციაში. ამ გზით, მათ მუდმივად აქვთ კომუნიკაცია კომპანიის ტოპმენეჯერებთან, იღებენ ყველა კითხვაზე პასუხს და ჩვენთან ერთად ერთვებიან გამოწვევების დაძლევის პროცესში. გვჯერა, რომ ყველა გამოწვევას გუნდურობით, პროფესიონალიზმითა და მუდმივი განვითარებით დავძლევთ“, − განმარტავს "ემბისი"-ს საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ღვალაძე.


ამასთან, დისტანციური მუშაობის დროს ტრენინგების ჩატარებას თავისი დადებითი მხარეც აქვს: თანამშრომლებს შეუძლიათ, სახლში მათთვის სასურველი კომფორტი მოიწყონ და ისე დაესწრონ ონლაინ ტრენინგს.


წყარო: bpn.ge


თეგები:
ტრეინინგი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up