3 ივნისის სტიქიის შედეგად დატბორილ საწარმო „ვაკეს“ თბილისში ახალი უძრავი ქონება გადაეცემა

3 ივნისის სტიქიის შედეგად დატბორილ საწარმო „ვაკეს“ თბილისში ახალი უძრავი ქონება გადაეცემა

access_time2016-08-16 13:17:03

13 ივნისის სტიქიის შედეგად დატბორილ „ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკეს“„აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, თბილისში, გმირ კურსანტების ქუჩაზე არსებული უძრავი ქონება გადაეცემა. 


პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ რამდენიმე საწარმოს შექმნის შესახებ ისაუბრა.


მისი თქმით, „ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკეს“ თბილისში, გმირ კურსანტების ნომერ 7-ში 8 900 კვადრატული მეტრი ფართობი გადაეცემა. 

ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული ქონება შეფასებულია 625 000 ლარად.


„შესაბამისად, საინვესტიციო ვალდებულება „აწარმო საქართველოს“ ფარგლებში იქნება აღებული 3 755 000 ლარის ოდენობით. კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ ძეხვისა და ხორცპროდუქტების სულ მცირე 1450 ტონის წარმოებას განახორციელებენ. თავდაპირველად 170 ადამიანი დაიწყებს მუშაობას, ხოლო საბოლოო ჯამში, 190 ადამიანი იმუშავებს. ამ კომპანიას ძალიან ბევრი იცნობს, როგორც „ვაკის“ სოსისების საწარმოდ, რომელიც დაიტბორა 13 ივნისის წყალდიდობის დროს. ახლა ხდება ახალი ქონების გადაცემა და შესაბამისად, ეს წარმოება აღდგება“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.



გარდა ამისა, მისივე თქმით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 4 ჰექტარ მიწის ფართობზე პურ-პროდუქტებისა და მაკარონის ქარხანა გაკეთდება. 

„აწარმო საქართველოს“ პროგრამის პრინციპით, 320 000 ლარის ინვესტიციებს იღებს კომპანია. ის თავიდან 30, ხოლო საბოლოო ჯამში, 160 ადამიანს დაასაქმებს“, - განაცხადა ქუმსიშვილმა. 


ამასთან, მისივე თქმით, „აწარმოე საქართველოს“ პრინციპებით კიდევ ერთი საწარმო შეიქმნება, „უბრალოდ 412 000 ლარის გადახდაც მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტში და 11 277 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება“. 


„აღნიშნული მიწის ნაკვეთი კახეთის გზატკეცილზე მდებარეობს. აქ მოხდება ყავის გადამამუშავებელი საწამოსა და საჩვენებელი საგამოფენო დარბაზების შექმნა, აღჭურვა და ფუნქციონირება. აქაც თავდაპირველად 30 ადამიანი დასაქმდება, ხოლო შემდეგ მათი რაოდენობა გაიზრდება“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.


გარდა ამისა, მისივე თქმით, ჩაის კულტურის აღდგენის პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შესაბამისი მიწის ნაკვეთი გადაეცემა კომპანიას. 


“ჩვენ გვაქვს ჩაის კულტურის აღდგენის პროგრამა, რომლის მიხედვითაც შეღავათიანი საფასურით გადავცემთ მიწას კომპანიებს, რომლებსაც სურთ ჩაის პლანტაციების აღდგენა-გაშენება. ამ შემთხვევაში საუბარია 57 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.




კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up