3-ჯერ მეტი - მილიონამდე „მწვანე ბარათის“ მსურველი და ქვეყნიდან გაქცევის რეკორდული სტატისტიკა

3-ჯერ მეტი - მილიონამდე „მწვანე ბარათის“ მსურველი და ქვეყნიდან გაქცევის რეკორდული სტატისტიკა

access_time2021-12-08 12:00:55

ბოლო 9 წელში საქართველოდან „მწვანე ბარათის“ მიღების მსურველთა რიცხვი თითქმის გასამმაგდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, თუ ხელისუფლების შეცვლის წელს აპლიკაცია 49 276 ადამიანმა შეავსო, 2020 პანდემიურ წელს ეს რიცხვი 141 693-მდე, ხოლო 2021 წელს 112 464-მდე გაიზარდა.





საქართველოში მწვანე ბარათის მოგებულებს 2001 წლიდან აღირცხავენ. მხოლოდ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებმა თითქმის მილიონი აპლიკაცია შეავსეს. 2012-2021 წლებში მსურველთა რიცხვი თითქმის გასამმაგდა. 20 წელიწადში მწვანე ბარათი სულ 16 ათასზე მეტ მოქალაქეს ერგო, აქედან ბოლო 9 წელიწადში მათი რაოდენობა 10 280 იყო.



მწვანე ბარათის მსურველთა გარდა, ევროკავშირის ქვეყნებში წამსვლელთა რიცხვიც იზრდება, ამ მხრივ გამორჩეული 2018 წელი იყო. 2017 წელს ევროკავშიის ქვეყნებში უვიზო მიმსოვლის ამოქმედების შემდეგ, უკვე 2018 წელს გაიზარდა არალეგალების რაოდენობაც და მათიც, ვინც ევროკავშირის ქვეყნებში, განსაკუთრებით საფრანგეთში, გერმანიასა და საბერძნეთში თავშესაფარს ითხოვდნენ. სტატისტიკის მიხედვით, 2015 წელს ევროკავშირში ქართველი არალეგალების რაოდენობა 5 ათასამდე იყო, 2018 წელს კი 9 ათასს გადასცდა.




ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი ბინადრობის ნებართვის მქონე საქართველოს მოქალაქეთა ნახევარზე მეტი (60%) იმყოფება საბერძნეთში, იტალიასა და გერმანიაში. შრომითი საქმიანობის საფუძველზე მიღებული ბინადრობის ნებართვის მფლობელთა უმეტესობა იტალიაში ცხოვრობს, ხოლო ოჯახის გაერთიანების მიზნით - საბერძნეთსა და გერმანიაში.



აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოდან ემიგრაციაში ყოველწლიურად 100 ათასამდე ადამიანი მიდის. შედარებით ნაკლები იყო 2020 წელს, კოვიდპანდემიის პერიოდში მათი რაოდენობა 75 ათასამდე შემცირდა.






მიგრაციის საკითხებში ექსპერტების უმრავლესობა ამტკიცებს, რომ საქართველოდან საზღვარგარეთ არალეგალად წასულების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. ზუსტი რიცხვი, მართალია, არ არსებობს, მაგრამ, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საქართველოდან უკვე მილიონ-ნახევარი ადამიანია გასული, რაც 3,7 მილიონიანი მოსახლეობის პირობებში ძალიან მაღალი მაჩვენებელია.



მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის დოკუმენტში - „საქართველოს მიგრაციის 2019 წლის პროფილი“ - ვკითხულობთ, რომ თავიდან საქართველოს, ძირითადად, არასტაბილური ვითარების გამო ტოვებდნენ, მაგალითად, შეიარაღებული კონფლიქტების. მოგვიანებით წინ ეკონომიკური და სოციალური ფაქტორები წამოვიდა. უკვე ახლა ემიგრაციის ტალღაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს საზღვარგარეთ ჩამოყალიბებული ქართული დიასპორები. ევროკავშირის ქვეყნებში წამსვლელების 20-30% მიზეზად სწორედ ოჯახის გაერთიანებას ასახელებს. რაც შეეხება აშშ-ს, 2015-2017 წლებში ბინადრობის ნებართვების უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეებზე აშშ-ის მოქალაქესთან უშუალო ნათესაური კავშირის და ე.წ. მწვანე ბარათის მოგების საფუძველზე გაიცა.



2023 წლისთვის ბარათების მისაღებად რეგისტრაცია მიმიდნარე წლის 9 ნოემბერს დასრულდა, გათამაშებაში გამარჯვებულები კი 2022 წლის მაისში გამოვლინდებიან.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up