3D საამქრო პლასტმასის ნარჩენებისგან მეორეული პროდუქციის წარმოებას გეგმავს

3D საამქრო პლასტმასის ნარჩენებისგან მეორეული პროდუქციის წარმოებას გეგმავს

access_time2021-08-05 14:00:11

სამმა მეგობარმა – ვახტანგ დოლიძემ, საბა სირაძემ და დავით ვაშაყმაძემ პლასტმასის ბოთლებით მეორეული პროდუქტის წარმოება გადაწყვიტეს და ოზურგეთში 3D საამქრო დააფუძნეს. როგორც „კომერსანტთან“ საუბარში საამქროს თანადამფუძნებელი ვახტანგ დოლიძე ამბობს, იდეა 2020 წლის დასაწყისში გაუჩნდათ და პანდემიის დროს „სოციალური ინოვაციების“ კონკურსზე გაიმარჯვეს.  „სოციალური ინოვაციები“ „კონსულტაციების და ტრენინგების ცენტრის“ ახალი ინიციატივაა, რომელიც სოციალური ცვლილებების ხელშეწყობაზე ზრუნავს.


„ვაპირებთ პლასტმასის ბოთლების და თავსახურების გადამუშავებას, პირველ ეტაპზე სხვადასხვა მეთოდებით ბოთლების შეგროვებას ვგეგმავთ, შემდეგ ამ ბოთლებს დავაქუცმაცებთ და სპეციალური დანადგარის მეშვეობით დავამზადებთ ფილამენტის ძაფს, რომელიც 3D პრინტერის მასალაა. მოგვცემს საშუალებას, რომ 3D პრინტერით ნებისმიერი ნივთი დავპრინტოთ. ანუ გამოყენებული პლასტმასისგან, რომელიც ნაგავსაყრელზე  უნდა მოხვდეს და გარემო დაბინძურდეს, ჩვენ შევძლებთ, რომ მეორეული პროდუქცია ვაწარმოოთ. ჩვენი პროდუქტი გარემოსთვის გაცილებით უფრო ნაკლებად დამაზიანებელია ვიდრე პლასტმასის  ბოთლები“, -  აღნიშნავს ვახტანგ დოლიძე.


დოლიძის თქმით, საგრანტო თანხა 30 000 ლარს შეადგენს, რაც თავდაპირველად მცირე წარმოების შესაძლებლობას მისცემს. მისივე თქმით, საწყის ეტაპზე საამქროსთვის ფართს ოზურგეთში იქირავებენ, სამომავლოდ კი წარმოების გაფართოება უნდათ.


„რეალურად მუშაობა ჯერ არ დაგვიწყია, ძაფის დასამზადებელი დანადგარი აშშ-დან გამოვიწერეთ და გზაშია. პირველ ეტაპზე ვცდილობთ, რომ ჩვენი გამოყენებული ბოთლები შევაგროვოთ, თუმცა ეს პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, საკმარისი არ იქნება. ვგეგმავთ გამჭვირვალე ურნების დადგმას და სპეციალური კამპანიის ჩატარებას, რომ მხოლოდ პლასტმასის ბოთლები ჩაიყაროს, ასევე  გვინდა რომ პლასტმასის ბოთლები ჩავიბაროთ, როგორც მოქალაქეებისგან, ასევე ორგანიზაციებისგანაც. მაგალითად  ორგანიზაციები, რომლებიც მოიხმარენ წყლის დისპენსერს და ჭიქებს ურნაში ყრიან, ვთხოვთ, რომ გამოყენებული ჭიქები ჩვენ შეგვინახონ.  ეს ინიციატივა უკვე  მოგვიწონა კომპანია ბორჯომმა და აგვისტოში გადმოგვცემს 7000 ბოთლს საჩუქრად“, -  აღნიშნა ვახტანგ დოლიძემ.


დოლიძე ამბობს, რომ გურიაში მათი საქმიანობის შესახებ უკვე იციან და მოსახლეობის მხრიდანაც საკმაოდ აქტიური მხარდაჭერა აქვთ.  



„იმედია ადამიანების გულშემატკივრობას გავამართლებთ და სამომავლოდ შევძლებთ, რომ მსგავსი ინიციატივით ადამიანები სხვა ქალაქებშიც დავაინტერესოთ. ჩვენი მიზანი და ამ საამქროს საწყისი ეკოლოგიაზე ზრუნვაა, შავ ზღვაში ერთ საათში დაახლოებით 50 ბოთლი ხვდება, მართალია ჩვენ ჩვენი საამქროთი ამ ნარჩენებისგან შავი ზღვის დაცვას ვერ შევძლებთ, მაგრამ გარკვეულ წვლილს შევიტანთ იმით, რომ გამოყენებული პლასტმასა ჩვენთან წამოვა და შავ ზღვაში აღარ მოხვდება.

ბოთლი უნდა იყოს სუფთად შენახული, ის ბოთლები, რომლებიც გარემოში ათი ან მეტი დღეა, არ გამოგვადგება, რადგან სპეციალური დამუშავება სჭირდება, რადგან სხვადასვხ ნაწილაკებით არის დაბინძურებული. ამიტომ ჩვენი მიზანია, რომ ადამიანებმა  სპეცალურ ადგილას მოათავსონ გამოყენებისთანავზე“, -  აღნიშნა ვახტანგ დოლიძემ.

 

3D საამქრო მუშაობას  შემოდგომაზე სატესტო რეჟიმში დაიწყებს.


თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up