3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“

access_time2020-08-04 15:20:33

თევზისა და თევზის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ქართული ხიზილალა“ სხვა ადგილობრივ მწარმოებლებთან ერთად, 3-5 წლიან პერიოდში ქართულ ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილის მინიმუმამდე დაყვანას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ალექსანდრე დადიანიძემ.


კომპანიის საკუთრებაშია გორის რაიონის სოფელ კარალეთში 3 თევზსაშენი და რესტორანი „თევზის სახლი“.


მისი ინფორმაციით, დღეს ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილი 90-დან 70%-მდე არის შემცირებული. უახლოეს 3-5 წელში კი „ქართული ხიზილალა“ და კიდევ რამდენიმე ქართული კომპანია ამას 20%-მდე დაიყვანს.


როგორც „ქართული ხიზილალის“ დამფუძნებელი განმარატვს, კომპანია ამ ეტაპზე ორგაულის ხიზილალას აწარმოებს, რომელიც 100, 200 და 500 გრამიანი შეფუთვით იყიდება. კილოგრამის ფასი კი 130 ლარია. სამომავლოდ დაგეგმილია ზუთხის ხიზილალის წარმოებაც.



ამ ეტაპზე კომპანია წელიწადში 200 ტონა კალამახს, ორაგულს და ზუთხს გადაამუშავებს. ხიზილალის წარმოების წარმადობა კი წელიწადში 2 ტონას შეადგენს. დადიანიძის განცხადებით, კომპანია Horeca-ს სექტორისთვის თევზის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი და მიმწოდებელია.


კომპანია შემოდგომიდან ონლაინ გაყიდვების გააქტიურებას გეგმავს.


„ბოლო ორი წელია რითეილთან აღარ ვთანამშრომლობთ, ვაპირებთ მიწოდების სერვისის გააქტიურებას. კერძოდ, მიმდინარე წლის ოქტომბერში სრულად ავამოქმედებთ ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციის (ნედლი თევზის) სახლამდე მიტანის სერვისს. რითეილი გამოვრიცხეთ, რეალიზება ჩვენთვის ასე უფრო მოხერხებულია. რითეილზე დამოკიდებულება ცუდია, ცუდი გამოცდილება მაქვს. საწყის ეტაპზე გაყიდვები ფბ-ის საშუალებით გვექნება, სამომავლოდ ონლაინ პლატფორმის შექმნასაც ვგეგმავთ,“ - აცხადებს დადიანიძე.


კომპანია „ქართული ხიზილალა“ ბაზარზე 2003 წელს დაფუძნდა. კომპანიაში ამ ეტაპზე 70 ადამიანია დასაქმებული.


business-partner.ge



თეგები:
ხიზილალა



საქართველოს საბანკო ასოციაცია - საბანკო სექტორი მზად არის, განიხილოს რესტრუქტურიზაციის ინდივიდუალური მიმართვები

საქართველოს საბანკო ასოციაცია - საბანკო სექტორი მზად არის, განიხილოს რესტრუქტურიზაციის ინდივიდუალური მიმართვები
access_time2020-12-03 12:45:37
საბანკო სექტორი მზად არის, მაქსიმალურად შეუმსუბუქოს საქართველოს მოქალაქეებს პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების ნეგატიური გავლენა, – ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი.   „2020 წელი თანაბრად რთული აღმოჩნდა როგორც მსოფლიოსთვის, ისე საქართველოს მოსახლეობისთვის. საბანკო სექტორი ადეკვატურად პასუხობს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გამოწვევებს, მათ განწყობებსა და მოლოდინებს და ეროვნულ ბანკთან და მთავრობასთან ერთად, მზად არის, მაქსიმალურად...

ნათია თურნავა - მომავალი წელი იქნება ვაქცინაციის წელი, მაგრამ ჩვენ მოგვიწევს გარკვეული ვალდებულებების მომსახურება და პროგრამების დაფინანსება

ნათია თურნავა - მომავალი წელი იქნება ვაქცინაციის წელი, მაგრამ ჩვენ მოგვიწევს გარკვეული ვალდებულებების მომსახურება და პროგრამების დაფინანსება
access_time2020-12-03 12:44:02
მომავალი წელი იქნება ვაქცინაციის წელი საქართველოსა და მსოფლიოსთვის, მაგრამ პანდემიასთან ბრძოლის გეგმიდან გამომდინარე ჩვენ მოგვიწევს გარკვეული ვალდებულებების მომსახურებისა და პროგრამების დაფინანსება, - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც 2021 წლის ბიუჯეტს ეხებოდა.   მისივე თქმით, ქვეყანა დიდი გამოწვევის წინაშე დგას.   ბიუჯეტში ძალიან ბევრი პრიორიტეტი გადალაგდა და აქცენტი კეთდება მოსახლეობის სოციალურ დახმარებაზე,...

„საქსტატის“ ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში ზეთი 23%-ით, თევზეული 9%-ით, რძის ნაწარმი 8%-ით, პურპროდუქტები 7%-ით გაძვირდა

„საქსტატის“ ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში ზეთი 23%-ით, თევზეული 9%-ით, რძის ნაწარმი 8%-ით, პურპროდუქტები 7%-ით გაძვირდა
access_time2020-12-03 12:15:02
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 4.8 პროცენტით განისაზღვრა.   საქსტატის ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე...

გიორგი გახარია - ბიუჯეტი ემსახურება მოსახლეობისა და ბიზნესის მხარდაჭერას, ეკონომიკის აღდგენის ღონისძიებებს

გიორგი გახარია - ბიუჯეტი ემსახურება მოსახლეობისა და ბიზნესის მხარდაჭერას, ეკონომიკის აღდგენის ღონისძიებებს
access_time2020-12-03 11:41:18
გიორგი გახარია - ბიუჯეტი გახლავთ დაბალანსებული, ძირითადი მიზანია - პანდემიასთან ბრძოლა, მიზნობრივი სოციალური დახმარება მოსახლეობისთვის, დახმარება ბიზნესისთვის და ეკონომიკის მომზადება პოსტკრიზისული აღდგენისთვის       მოგეხსენებათ, ჩვენ პარლამენტში წარვადგინეთ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ეს არის დოკუმენტი რომლის მიხედვითაც ჩვენ უნდა ვიცხოვროთ 2021 წელს, ფინანსური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს იმას, თუ...

თანამედროვე, მარტივი და უსაფრთხო ახალი ინტერნეტ ბანკინგი პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებისთვის!

თანამედროვე, მარტივი და  უსაფრთხო ახალი ინტერნეტ ბანკინგი პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებისთვის!
access_time2020-12-03 09:55:25
დღეიდან,  პროკრედიტ ბანკი მოხმარებელს  ახალი ინტერნეტ ბანკინგის მომსახურებას სთავაზობს. სისტემას, რომელიც გესაუბრება მარტივი ფუნქციონალებითა და ადაპტირებული მოდულებით, მომხმარებლებისთვის უფრო კომფორტულს ხდის ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების შესრულებას. ონლაინ გარემო აგებულია თანამედროვე დიზაინის პრინციპებზე და  ინტეგრირებულია საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემებთან. პროექტის კონცეფცია  და ვიზუალი უკრაინულ კომპანია „არტკაისთან“ ერთად შემუშავდა,...


მსგავსი სიახლეები

up