29 ოქტომბერს შმაქსისტები შსს-ს შენობისკენ აქცია-მსვლელობას მოაწყობენ

29 ოქტომბერს შმაქსისტები შსს-ს შენობისკენ აქცია-მსვლელობას მოაწყობენ

access_time2019-10-28 20:40:56

ხვალ, 29 ოქტომბერს 12 საათზე გირჩის წევრები, მხარდამჭერები და შმაქსის მძღოლები რესპუბლიკის მოედნიდან ორთაჭალის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობამდე აქცია-მსვლელობას მოაწყობენ. "ნებისმიერი ხელის შეშლა შმაქსისთვის არის ჩვენი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ჩვენი პოლიტიკური აქტივობის ხელის შეშლა", — ამბობს გირჩის ლიდერი ზურა ჯაფარიძე. მისი თქმით, აქციაზე დააყენებენ სამ მოთხოვნას:

 

შეწყდეს შმაქსებზე ნადირობა;

გაუქმდეს ყველა ის ჯარიმა, რომელიც გამოუწერეს ადამიანებს, როგორც შმაქსისტებს, ასევე, ტაქსისტებს;

გაუქმდეს ე.წ. ტაქსების რეფორმა.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, რამდენიმე დღეა პატრულმა "შმაქსისტებზე ნადირობა" დაიწყო. მისივე ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უხსნიან პოლიციას საგანმანათლებლო პროექტზე, მაინც უწერენ ჯარიმას:


 

"ეს ადამიანები მიდიან, რომ გაასაჩივრონ ეს ჯარიმები და იქ აკაჩავებენ, ატყუებენ, რომ მათ არ აქვთ გასაჩივრების უფლება და აწერინებენ აღიარებით ჩვენებას, რომ ის შმაქსმა შეიყვანა შეცდომაში".

 

 

შინაგან საქმეთა სამსახურის საპატრულო პოლიციამ შმAXI-ის სამი მძღოლი დააჯარიმა, მათ შორის, ორი ტაქსის ლიცენზიის არქონის გამო, მესამე კი ფერის შეუსაბამობისთვის. უწყების ცნობით, მგზავრებმა მათ დაუდასტურეს, რომ შმAXI ფასიან მომსახურებას უწევდათ, სხვა დამატებითი დანიშნულების გარეშე. გირჩის შმAXI მას შემდეგ დააჯარიმეს, რაც თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ "თუკი ქუჩაში გამოჩნდებიან, აუცილებლად მიიშმაქსებიან".

 

On.ge


თეგები:
შმაქსი



„ბიზნესი მზად არის თავისი წილი ვალდებულება აიღოს, მთავარია, მთავრობამ ეკონომიკა გახსნას“

„ბიზნესი მზად არის თავისი წილი ვალდებულება აიღოს, მთავარია, მთავრობამ ეკონომიკა გახსნას“
access_time2021-01-26 15:50:41
ბიზნეს სექტორი ეკონომიკის გახსნას ითხოვს. ივა ჭყონიას შეფასებით, ბიზნესის მრავალი სექტორი იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ მათ არ იციან მომავალში როგორ შეიძლება ფუნქციონირება აღადგინონ. როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, თუ მთავრობა მარტამდე რეგულაციების შემსუბუქების ან მოხსნის გადაწყვეტილებას არ მიიღებს მცირე და საშუალო ბიზნესის ბევრი წარმომადგნელი გაკოტრდება. დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯომარე ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტის გარშემო ვებინარი ტარდება

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტის გარშემო ვებინარი ტარდება
access_time2021-01-26 13:00:01
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) თანადაფინანსებული პროექტის “საქართველოს კომერციული სამართლის და პრაქტიკის გაუმჯობესება” ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტის გარშემო სამდღიანი ვებინარი ტარდება.ვებინარი ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) თანადაფინანსებული პროექტის...

HYATT CENTRIC BOULEVARD BATUMI 2025 წელს გაიხსნება

HYATT CENTRIC BOULEVARD BATUMI 2025 წელს გაიხსნება
access_time2021-01-26 14:40:19
Hyatt-ი საქართველოში სასტუმრო Hyatt Centric Boulevard Batumi-ის მშენებლობას გეგმავს.საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი ინფორმაციით, უკვე გაფორმდა შპს „ალიანს სიტისთან“ მართვის ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულება ბათუმში, ზღვის სანაპიროზე , სასტუმრო Hyatt Centric Boulevard Batumi-ის მშენებლობას ითვალისწინებს. 180-ნომრიანი სასტუმრო 2025 წლისთვის უნდა გაიხსნას. აღსანიშნავია, რომ Hyatt Centric-ის ბრენდი პირველად შემოდის საქართველოში, ევროპის მასშტაბით კი ეს...

გიორგი გახარია - თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს კვირაში, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უფრო სწრაფად უნდა ვისაუბროთ

გიორგი გახარია - თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს კვირაში, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უფრო სწრაფად უნდა ვისაუბროთ
access_time2021-01-26 12:55:00
თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ უფრო სწრაფად და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როგორც კი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კრიპტოვალუტების მაინინგი დასჯადი გახდება

ოკუპირებულ აფხაზეთში კრიპტოვალუტების მაინინგი დასჯადი გახდება
access_time2021-01-26 19:00:34
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ პარლამენტს კრიპტოვალუტის უკანონო მომპოვებლების წინაამღდეგ სანქციების გამკაცრების და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღების თაობაზე კანონპროექტი წარუდგინა. აფხაზი ენერგეტიკოსები იმედოვნებენ, რომ ეს ზომა ნაწილობრივ მაინც შეამცირებს ვირტუალური ვალუტის მოპოვებას, რომელიც რესპუბლიკის ენერგოსისტემას ანგრევს და მოსახლეობას პრობლემებს უქმნის. ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარებით...


მსგავსი სიახლეები

up