კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 29 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი უმნიშვნელოდ გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2032 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე კი დილიდან ვაჭრობა $1/3.2044 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.2075-ის ნიშნულზე იყო.
თურქული ლირა მცირედით გამყარდა, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/6.9867 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 6.9812-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამი უმნიშვნელოდ გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/478.1300 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 479.4600-ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი კი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და მხოლოდ მცირედით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/1.6984 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.7043-ის ნიშნულზე იყო.