ეროვნული ბანკის მიერ 28 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.88 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7703 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე დილიდან 0.31%-ით გაუფასურდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.7650 იყო.
თურქული ლირა დოლართან მიმართებით გაუფასურდა და 17.93 შეადგინა. თუმცა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 0.40%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 17.9481-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამის კურსი გაუფასურდა და დოლართან მიმართებაში 406.75 დრამი შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან დრამი 0.39%-ით გაუფასურდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 406.6500-ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და დოლართან მიმართებით 1.7 შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 17:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6997 ნიშნულზე იყო.