კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 28 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია.
ეროვნული ბანკის მიერ 28 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 29 აპრილისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში წინა დღესთან შედარებით გამყარდა და 3.4529 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე კი დილიდან $1/3.4410 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.4484-ის ნიშნულზე იყო.
თურქული ლირა გამყარდა და დოლართან მიმართებაში დაახლოებით 8.189 შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი დილიდან ვაჭრობა $1/8.2194 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 8.2078-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამის კურსი გაუფასურდა და დოლართან მიმართებაში 520,1 დრამი შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი დილიდან ვაჭრობა $1/519.7900 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 519.7300 -ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და დოლართან მიმართებაში 1,7 მანათს უტოლდება. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი დილიდან ვაჭრობა $1/1.6975 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6988 ნიშნულზე იყო.