კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 28 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი უმნიშვნელოდ გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2014 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე კი დილიდან ვაჭრობა $1/3.2057 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.2025-ის ნიშნულზე იყო.
თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/6.9861 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 6.9995-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/479.7500 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 479.5200-ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი კი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/1.6984 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6984-ის ნიშნულზე იყო.