27 თებერვალს, „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ გაიმართება

27 თებერვალს, „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ გაიმართება

access_time2021-02-26 15:00:00

2021 წლის 27 თებერვალს, თბილისის დროით 15:00-22:00 საათზე, ონლაინ ფორმატში გაიმართება „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.



„ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და გაეროს მიგრაციის სააგენტო - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM). ღონისძიება ჩატარდება ევროკავშირის ხელშეწყობით.



დიასპორის ეკონომიკური ფორუმი მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისათვის საქართველოს ბიზნეს გარემოს, საინვესტიციო პოტენციალის, კონკრეტული საინვესტიციო შეთავაზებებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას. ფორუმზე ხაზი გაესმება ქართული დიასპორის როლს საქართველოს ეკონომიკური განვითარების და საერთაშორისო საზოგადოებასთან დაახლოების პროცესში.




ღონისძიებაზე განიხილება მეწარმეობის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები და თანადაფინანსების მექანიზმები, ხაზი გაესმება იმ წამყვან რეფორმებს, რომლებიც საქართველოში ბიზნესის დაწყების თუ ინვესტიციის განხორციელების სიმარტივეს განაპირობებს. ამასთან, მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკას, ქვეყანაში მოქმედ საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებებს და არსებულ სავაჭრო რეჟიმებს.



დიასპორის ეკონომიკური ფორუმი ოთხი თემატური სესიისგან შედგება. მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდებათ როგორც ეროვნული, ასევე უცხოური და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი პროგრამების შესახებ წარმოების, ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ინოვაციების მიმართულებით. დიასპორის წარმომადგენლებისათვის ჩატარდება ფართომასშტაბიანი და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული მიმდინარე თუ ახალი პროექტების პრეზენტაცია, განიხილება ამ პროექტებში დაისპორასთან თანამშროლობის პერსპექტივები.



ღონისძიებას დაესწრება 150-ზე მეტი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. მათ საშუალება ექნებათ ონალინ რეჟიმში შეკითხვები დაუსვან შესაბამისი სამინისტროებისა თუ სააგენტოების წარმომადგენლებს და მიიღონ საჭირო ინფორმაცია საქართველოში საქმიანობის დაწყების თუ გაგრძელების შესახებ.



დაინტერესებულ საზოგადოებას შეეძლება ღონისძიებას სრულად ადევნოს თვალი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და გაეროს მიგრაციის სააგენტო - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) შემდეგ ფეისბუკ გვერდებზე: „Diplomatic Representations of Georgia / საქართველოს დიპლომატიური მისიები“ (https://www.facebook.com/DiplomaticRepresentationsofGeorgia) და „IOM Georgia" (https://www.facebook.com/IOMGeorgia).“ – ნათქვამია ინფორმაციაში.









ქაღალდი ჩამოცვენილი ფოთლებიდან - უკრაინული სტარტაპის იდეა

ქაღალდი ჩამოცვენილი ფოთლებიდან - უკრაინული სტარტაპის იდეა
access_time2021-04-11 20:00:56
უკრაინის ზაკარპატიეს ოლქში დაბადებულმა ვალენტინ ფრეჩკამ ჩამოცვენილი ფოთლების გადამუშავების და მათგან ქაღალდის წარმოების ტექნოლოგია ჯერ კიდევ სკოლაში მოიფიქრა.დღეს მის მიერ დაარსებული სტარტაპი ხარკოვში და რივნოში ამ უჩვეულო მასალიდან ქაღალდის პაკეტებს აწარმოებს, რომლებიც 8 კგ. -ს წონას უძლებენ.კომპანიაში 7 ტონა ფოთლები გადაამუშავეს და ამაზე შეჩერებას არ აპირებენ - ასეთი ქაღალდისგან კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება -...

Süddeutsche Zeitung: საიდან არის მოსალოდნელი შემდეგი პანდემია?

Süddeutsche Zeitung: საიდან არის მოსალოდნელი შემდეგი პანდემია?
access_time2021-04-11 18:00:37
ადრე იყო ერთი მონადირის ისტორია ცენტრალურ აფრიკაში, რომელმაც მაიმუნი მოკლა. შესაძლოა, მან ცხოველთან ბრძოლის დროს დაზიანება მიიღო, ან მაიმუნის სისხლის მის ორგანიზმში ხორცის დამუშავების დროს მოხვდა. ეს ზუსტად არავინ იცის.ასე იყო თუ ისე, ცხოველის ფიზიოლოგიურ სითხესთან ერთად მის ორგანიზმში ვირუსმა შეაღწია. ეს ისტორიული მოვლენა დაახლოებთ 100 წლის წინ მოხდა, და სრულიად შეუმჩნევლად ჩაირა, თუმცა, ათეულობით წლის შემდეგ ამან უამრავი ადამიანის...

“რას მართავენ წარმატებით ? ” - ვახო სანაია

“რას მართავენ წარმატებით ? ” - ვახო სანაია
access_time2021-04-11 18:06:12
“კოვიდს წარმატებით ვმართავთო. შეგიძლიათ, მითხრათ, რა იგულისხმება ამ სიტყვებს მიღმა ?” — ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაია წერს.“● პირველი ტალღა გვქონდა● მეორე ტალღაც გვქონდა ● ახლა მესამე ტალღაც გვაქვსო ● როცა საჭირო იყო, ტესტირება პრობლემა გახდა. ● ერთი ლოქდაუნი გვქონდა● მეორე ლოქდაუნიც გვქონდა ● ქვეყანა ახლაც ჩაკეტილია ● უახლოეს მომავალში სავარაუდოდ კიდევ...

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...


მსგავსი სიახლეები

up