კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.
ეროვნული ბანკის მიერ 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2242 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე დილიდან $1/3.0860 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.2326-ის ნიშნულზე იყო.
თურქული ლირა გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/8.0860 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 8.1681-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამის კურსი უმნიშვნელოდ გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/492.4800 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 493.1000 -ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/1.6996 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6990-ის ნიშნულზე იყო.