27 მაისს საქართველოს მოქალაქეები ინდოეთიდან სამშობლოში დაბრუნდებიან

27 მაისს საქართველოს მოქალაქეები ინდოეთიდან სამშობლოში დაბრუნდებიან

access_time2020-05-26 16:10:54

საქართველოს მოქალაქეები ინდოეთში, რომლებსაც სირთულეები შეექმნათ კორონავირუსის გავრცელების შედეგად და ვერ ახერხებდნენ სამშობლოში დაბრუნებას დაწესებული შეზღუდვების გამო, ინდოეთში საქართველოს საელჩოს დახმარებით და ინდოეთის მთავრობის ორგანიზებით, Vande Bharat Mission-ის პროგრამის ფარგლებში 27 მაისს დელი-თბილისი-დელის ავიარეისით დაბრუნდებიან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით და კოორდინაციით, 2020 წლის 27 მაისს, ავიაკომპანია Air India-ს რეისით სამშობლოს დაბრუნდება 15 მოქალაქე. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, საქართველოში გამოფრინდება ინდოეთში მყოფი აზერბაიჯანის რესპუბლიკის 18 მოქალაქეც.

 

ინდოეთის გოას, რაჯასტანისა და მაჰარაშტრას შტატებიდან საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეების ტრანსპორტირება ქ. დელიში მოხდა საელჩოს მიერ სპეციალურად დაქირავებული ავტობუსით.

 

უწყების ინფორმაციით, ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, აქტიურად მუშაობდა COVID-19-ის პანდემიის გამო სახელმწიფო საზღვრების ჩაკეტვისა და ინდოეთში გამოცხადებული კარანტინის შედეგად, ინდოეთის სხვადასხვა შტატში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეებისათვის საჭირო დახმარების გაწევისა და მათი სამშობლოში დაბრუნების პროცესის ხელშეწყობის მიმართულებით.


 

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოსა და ინდოეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით დახმარება გაეწია ინდოეთის სხვადასხვა შტატში მყოფ 43 საქართველოს მოქალაქეს. ინდოეთის მხარესთან კოორდინაციით, ყველა მოქალაქეს საელჩომ ხელი შეუწყო სავიზო პროცედურების მოგვარების საკითხში. გოას შტატში მყოფი 5 საქართველოს მოქალაქე საელჩომ უზრუნველყო სასტუმროთი და საკვებით, 2 მოქალაქე საცხოვრებელი ბინით, ხოლო 17 მოქალაქეს ორჯერ გაეგზავნა ცხელი საკვები და საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების მარაგი.

 

ასევე, 2020 წლის მარტის თვეში, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოსა და ტაილანდის სამეფოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ინდოეთში საქართველოს საელჩოს (აკრედიტებულია ტაილანდის სამეფოში) ხელშეწყობით დახმარება გაეწია ტაილანდში მყოფ 24 საქართველოს მოქალაქეს. ხოლო, აპრილისა და მაისის თვეებში, საელჩოს ძალისხმევით და საქართველოსა და ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან, ნიდერლანდებსა და კატარში საქართველოს საელჩოებთან და ავიაკომპანია KLM-თან და Qatar Airways-თან კოორდინაციით, ტაილანდიდან გამომგზავრება შეძლო 17-მა საქართველოს მოქალაქემ. ამასთან, საელჩომ დახმარება გაუწია ტაილანდში მყოფ 23 საქართველოს მოქალაქეს ვიზის გახანგრძლივების პროცესში. 2 მაისს საელჩომ უზრუნველყო ტაილანდის კუნძულ პხუკეტზე ჩარჩენილი 7 საქართველოს მოქალაქის ტრანსპორტირება ქალაქ ბანგკოკამდე, მათი საცხოვრებლითა და საკვებით უზრუნველყოფა 5 მაისს ტაილანდის დატოვებამდე.

 

 

 


თეგები:
ინდოეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up