ეროვნული ბანკის მიერ 27 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.95 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7791 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე დილიდან 0.24%-ით გაუფასურდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.7725 იყო.
თურქული ლირა დოლართან მიმართებით გაუფასურდა და 17.89 შეადგინა. თუმცა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 0.40%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 17.9281-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამის კურსი გამყარდა და დოლართან მიმართებაში 406.5 დრამი შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან დრამი 0.39%-ით გაუფასურდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 406.4500-ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და დოლართან მიმართებით 1.7 შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 17:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6987 ნიშნულზე იყო.