კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 27 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი უმნიშვნელოდ გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2044 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე კი დილიდან ვაჭრობა $1/3.2075 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.2050-ის ნიშნულზე იყო.
თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/6.9711 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 6.9904-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/480.0000 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 479.9000-ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი კი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და უმნიშვნელო ცვლილებით ხასიათდება. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/1.6956 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6983-ის ნიშნულზე იყო.