26 ოქტომბერს, თბილისის ცენტრში, ვაჟა-ფშაველას N70-ში, მასშტაბური სავაჭრო კომპლექსი - “სითი მოლი საბურთალო” ოფიციალურად იხსნება!

26 ოქტომბერს, თბილისის ცენტრში, ვაჟა-ფშაველას N70-ში, მასშტაბური სავაჭრო კომპლექსი - “სითი მოლი საბურთალო” ოფიციალურად იხსნება!

access_time2019-10-22 16:34:30

„სითი მოლი საბურთალოს“ გახსნასთან დაკავშირებით შაბათს, 26 ოქტომბერს, გრანდიოზული ღონისძიება გაიმართება - „სითი მოლი საბურთალოს“ სტუმრებს, დილის 11:00 საათიდან, საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ გათამაშებაში, აღმოაჩინონ სიურპრიზები, ჩაერთონ გასართობ აქტივობებში, დაესწრონ კონცერტს და ისიამოვნონ ექსკლუზიურად „სითი მოლისთვის“ შექმნილი ლაზერ შოუთი. 

საღამოს კულმინაცია - გახსნის ოფიციალური ცერემონია - 19:30 საათზე აიღებს სტარტს.


ღონისძიების მუსიკალური შოუს სპეციალური სტუმარია „სალიო“! გრანდიოზული კონცერტის დასრულების შემდეგ საღამოს მუსიკალურად გააფორმებს DJ – კოტე ჯაფარიძე!


სავაჭრო ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია!


120 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული, ენერგოეფექტური, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ინოვაციური დიზაინის მქონე, მრავალფუნქციური კომპლექსი, „სითი მოლი საბურთალო“ 200-ზე მეტ, უახლესი კონცეფციისა და გამორჩეული კოლექციების მქონე, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების მაღაზიებს, კაფეებს, რესტორნებს, საქართველოში უდიდეს კინოთეატრს, უნიკალური კონცეფციის მქონე ბავშვთა გასართობ და ბოულინგის ცენტრებს, ტექნიკის, ავეჯის, დეკორის, თავის მოვლის საშუალებებისა და პარფიუმერიის, სათამაშოების, წიგნების, სამკაულებისა და სასაჩუქრე მიმართულების ბრენდულ მაღაზიებს აერთიანებს ერთ სივრცეში, ქალაქის ცენტრში, ვაჟა-ფშაველას N70-ში.


სავაჭრო ცენტრი აღჭურვილია მიწისქვეშა ორ დონიანი, 1500 ავტომობილზე გათვლილი, ავტოსადგომით.



პირველად საქართველოში, „სითი მოლი საბურთალოს“, მომხმარებელს საშუალება მიეცემა, ეწვიოს და იშოპინგოს ცენტრში განთავსებულ პრემიუმ კლასის სივრცეში. აღნიშნული სივცრე სავაჭრო ცენტრში უახლოეს მომავალში გაიხსნება.


„სითი მოლში“ წარმოდგენილი იქნება საქართველოში ყველაზე დიდი, კინოთეატრი “კავეა სითი მოლი” ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი “ScreenX” დარბაზით. უახლესი, 2019 წლის კონცეფციის, “ზარა”, “მასიმო დუტი”, “ოიშო”, “სტრადივარიუსი”, “ფულ ენდ ბეარი”, “ბერშკა”, “მანგო”, “ჰ&მ” - რომელთა მსგავსიც მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში ოპერირებს. „სითი მოლში“ სტუმრად მოსული შოპინგის მოყვარულები აღმოაჩენენ სხვა ცნობილი წამყვანი ბრენდების კონცეპტუალურ მაღაზიებს.


2019 წლის ბოლომდე სავაჭრო და გასართობ ცენტრში გაიხსნება „ოკტოპუს - ფიტნეს კლუბი“, „ვაიკიკი“, „ნიუ იორკერი“, ცნობილი საერთაშორისო ბრენდების კვების ობიექტები, ისეთები როგორებიცაა: „მაკდონალდსი“ და „ბურგერ კინგი“. 2019 წლის ბოლომდე ფუნქციონირებას დაიწყებს სავაჭრო და გასართობ ცენტრთან არსებული „A კლასის“ ბიზნეს ცენტრი „სითი თაუერი“.


„სითი მოლი საბურთალო“, თანამედროვე კონცეფციის ახალი სავაჭრო და გასართობი კომპლექსი, გამორჩეული ლოკაციითა და ბრენდების მიქსით, გიწვევთ სავაჭრო ცენტრის გრანდიოზული გახსნის ღონისძიებაზე 26 ოქტომბერს.


ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია!

(R)


თეგები:
სითი მოლი



დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-14 21:30:35
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი 1. ავტომანქანების გაქირავების კომპანიები კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრების წინაშე არიან კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პრობლემები მანქანების  გაქირავების კომპანიებსაც შეუქმნა, ნაწილმა მანქანების  გაყიდვაც გადაწყვიტა. როგორც „კომერსანტთან“ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის შპს...

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს
access_time2020-07-14 20:00:07
ერთი შეხედვით, მაის-აპრილის პანიკა ნავთობის ბაზარზე წარსულს ჩაბარდა, თუმცა, რეალობაში მდგომარეობა ისევ რთული და არასტაბილური რჩება - ერთის მხრივ, ნავთობის საშუალო ფასი უკვე 1,5 თვეა 40 დოლარის ფარგლებშია და ეს ცუდი არაა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც შავი ოქრო 10 დოლარი ღირდა.   თუმცა, ასეთი ფასი არ აწყობს მსხვილ მოთამაშეებს - პირველ რიგში რუსეთს და საუდის არაბეთს, რადგანაც ის მათ უდეფიციტო ბიუჯეტის ფორმირების საშუალებას არ...

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)
access_time2020-07-14 17:00:00
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში  მრავალფუნქციური  სივრცე  „ვაკე პლაზა“ შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ახალ საოფისე სივრცეში შესაძლებელი იქნება როგორც ოფისების ქირაობა, ისე არაფორმალური შეხვედრების გამართვა.   პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია...


მსგავსი სიახლეები

up