26 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

26 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

access_time2020-11-26 18:15:30

კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.


ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3137 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე დილიდან $1/3.3069 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.3150-ის ნიშნულზე იყო.


თურქული ლირა გამყარდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/7.9287 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 7.8862-ის ნიშნულზე იყო.



სომხური დრამის კურსი უმნიშვნელოდ გამყარდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/510.5000 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 510.4000 -ის ნიშნულზე იყო.


აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/1.7000 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.7000 ნიშნულზე იყო.





საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2021-01-17 10:55:27
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 083 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 796 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 287 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 805-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 608 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა...

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო
access_time2021-01-16 16:00:10
პირველი ქართული არტიზანული სუნამო Kaveuli Parfum ქალებისა და მამაკაცებისთვის, თამარა ქაფიანიძემ თავისი დის დახმარებით, იტალიელ პარფიუმერის ბოტეგა მალატინის ჩართულობით შექმნა.     ქართული სოჭი, ციტრუსი, წიწაკა, კიპარისი, ჩინური ღვია... ქართული სუნამოსთვის ინგრედიენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ერთიანდება და საბოლოო ჯამში 30 მლ-იან ფლაკონში იყრის თავს.     სუნამო იტალიაში, იტალიელი პარფიუმერის სახელოსნოში ისხმება და გავლილი...

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]
access_time2021-01-16 14:44:25
ქართული ოცნების ყრილობაზე ახალი თავმჯდომარის გარდა, რომელიც ირაკლი კობახიძე გახდა, განახლებული პოლიტიკური საბჭო აირჩიეს. საბჭოს შემადგენლობა...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
access_time2021-01-16 10:59:15
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 152 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 208 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 944 PCR...

თემურ ჭყონია: ახალი ტექნოლოგიებით შესაძლებელია წყალტუბო ამერიკიდანაც მართო

თემურ ჭყონია: ახალი ტექნოლოგიებით შესაძლებელია წყალტუბო ამერიკიდანაც მართო
access_time2021-01-17 11:20:28
ბიზნესმენი თემურ ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“ ქვეყანაში მართვის იმ მეთოდებზე საუბრობს, რომლის დროსაც არ ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.   „ჩვენმა სახელმწიფომ დეკლარირება გააკეთა და ამაში ვეთანხმები, რომ საქართველო კოვიდის დროს უფრო დაცული ქვეყანაა და ტექნოლოგიურად შესაძლებელია უცხოელებმა საქართველოდან იმუშაონ, აქედან მართონ თავიანთი კომპანიები. ამას მოჰყვა განცხადებები, რომ მთავრობა საერთაშორისო IT კომპანიების საქართველოში შემოსვლას ხელს შეუწყობს. ეს ყველაფერი...


მსგავსი სიახლეები

up