26 მაისის მოედანზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
„შეზღუდვა 25 სექტემბრის 23:00 საათიდან 28 სექტემბრის 08:00 საათამდე იმოქმედებს.
პეკინის გამზირიდან შარტავას ქუჩის მიმართულებით, ავტომობილებს გადაადგილება 26 მაისის მოედნის ნაცვლად, გმირთა მოედნის გავლით შეეძლებათ. სამოძრაო მიმართულება არ იცვლება, გმირთა მოედნიდან შარტავას ქუჩისკენ გადაადგილებისას.
შესაძლებელი იქნება ასევე, კოსტავას ქუჩიდან 26 მაისის მოედანზე მობრუნება და გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილება“ – ნათქვამია განცხადებაში.