საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა მთიანი რეგიონებიდან იწყება - რა ღონისძიებები იგეგმება თბილისსა და 12 ქალაქში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა მთიანი რეგიონებიდან იწყება - რა ღონისძიებები იგეგმება თბილისსა და 12 ქალაქში

access_time2019-05-20 16:00:56

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით,  26 მაისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით,   ქვეყნის  მასშტაბით მთელი დღის მანძილზე დედაქალაქში და რეგიონების 12 ქალაქში სხვადასხვა სახის აქტივობები და  კონცერტებია დაგეგმილი. წლევანდელი დღესასწაული გაცილებით მასშტაბური იქნება, თუმცა რა თანხა დაიხარჯება ქვეყნის ბიუჯეტიდან დაგეგმილ ღონისძიებებში ჯერჯერობით დათვლილი არ არის. 


საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა 25 მაისიდან მთიან რეგიონებში იწყება.



25 მაისი -სვანეთი


მესტია


სგიმიერი-სეტის მოედანზე გაიმართება:


  • ძველი და ახალი ფოტოების, უშბისა და თეთნულდის გმირების ფოტოგამოფენა, შეხვედრები არტ-სივრცეში, ისტორიული და ახალი ფილმების ჩვენება სვანეთზე, შემეცნებით-გასართობი აქტივობები,  თეთნულდის ტურნირის გამარჯვებულების დაჯილდოება. ბოლოს გალა კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ „ურსა“, „არა“, „კახაბერი და ხანუმები“, „რიჰო“.


  • ღამის 12 საათზე დამოუკიდებლობის დღის შეხვედრა - ჰიმნი და ფოიერვერკი

 


ეთნულდზე დამოუკიდებლობის დღისადმი სათხილამურო ტურნირი გაიმართება. ტურნირი DJ-ს თანხლებით ჩაივლის.



ჰეშკილზე  - მოეწყობა ჰეშკილის ცის საქანელა და ფერადი კარვები,  შეჯიბრი კემპინგში და  კარაოკე, 



26 მაისი - სვანეთი


მესტია-სგიმიერი-სეტის მოედანი


  • შემეცნებით-გასართობი აქტივობები
  • საბავშვო სივრცეები, ილუზიონისტები და აკრობატები
  • საჩვენებელი შეჯიბრები მკლავჭიდში, ჭადრაკში ნარდსა და კლდეზე ცოცვაში
  • მარათონი - #ცოდნათავისუფლებაა
  • თეატრალიზებული საბავშვო წარმოდგენა
  • 13:00 ფოლკლორული კონცერტი, მონაწილეები - „რიჰო“, „ნენსკრა“, „ნაკრა“, „ფარი“, „ლატალი“, „ირინოლა“ . ქორეოგრაფიული ანსამბლები : „ბანგურიანი“, „ლილეო“, რამო გულედანი.
  • 17:00 ჰიმნის საზეიმო შესრულება

 

26 მაისი თბილისი


 თავისუფლების მოედანი  ფიცის დადების ცერემონია



  • პირდაპირი ჩართვა 5 ლოკაციიდან: უფლისციხე, ანანური, გრემი, დადიანების სასახლე, მრავალძალი
  • ჰიმნს ასრულებს : ოპერის გუნდი, გორის ქალთა კაპელა; აფხაზეთის კაპელა
  • სოლისტები: იანო თამარი; ოთო ჯორჯიკია;
  • მრავალჟამიერს ასრულებს: საპატრიარქოს გუნდი, ანსამბლი „შვიდკაცა“, ბასიანი

 

 რუსთაველის გამზირი


რუსთაველის გამზირზე მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სივრცეებში გაიმართება საბავშვო-გასართობი ღონისძიებები, შემეცნებითი და საკონცერტო პროგრამა, მსვლელობა-პერფორმანსები და საცირკო სანახაობები.


პროგრამის მიხედვით, წარმოდგენილი იქნება ინსტალაციები,  საგამოფენო პავილიონები, საინფორმაციო სტენდები და კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეები :


  • ბუშტების ინსტალაცია
  • ორიგამის ინსტალაცია
  • ინსტალაცია - „26 მაისი“
  • გამოფენა - „თბილისის ისტორია“
  • შუშის 2 ინსტალაცია - „ფერადი კედელი“ და „ლამპიონი“
  • საინფორმაციო სტენდები - „იცით თუ არა, რომ“
  • საგამოფენო სტენდები - „ჩვენი დროის ადამიანები“
  • ბიზნეს აქსელერატორი - „სპარკი“  

 


სამეწარმეო ბაზრობა: სტარტაპ -მარკეტი და აწარმოე საქართველოში


ჩატარდება შემეცნებითი ლექცია-პრეზენტაციები მეწარმეობის შესახებ; მოეწყობა სამუშაო-გასართობი სივრცეები ბავშვებისთვის; საკვები ობიექტები და დასასვენებელი სივრცეები, დაუკრავს საზღვაო აკადემიის ბენდი.  


მაღალტექნოლოგიური, შემეცნებითი კუთხე


კუთხე მოიცავს ქართველი სტარტაპების პროდუქციის გამოფენას, ასევე იქნება „რობოტი პეპერი“-  უცხო ენების შემსწავლელი აპლიკაციით,  მოხდება 360 გრადუსიანი ვიდეოს ჩვენება 3 წარმატებულ გამომგონებელზე, გამოიფინება ვიარის სათვალე, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობის საშუალებას იძლევა. უახლოესი მოდელის ელექტრო კალამის  საშუალებით ბავშვები შეძლებენ შექმნან სხვადასხვა პროდუქტი. მოეწყობა ახალგაზრდა და ძველი გამომგონებლების კუთხე (გამოფენა). ასევე შესაძლებელი იქნება საფოსტო ბარათების უფასოდ გაგზავნა.


კიდევ ერთი სივრცე მოეწყობა ღია ცის ქვეშ საგამოფენო დანიშნულებით, ასევე ცალკე იქნება ღვინის დეგუსტაციის სივრცე და მოსასვენებელი სივრცე, სადაც მოეწყობა:


  • არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ექსპონატების გამოფენა
  • საგამოფენო საინფორმაციო სტენდი ქართული ღვინისა და არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ჭურჭლის შესახებ (ორ ენაზე)
  • სამახსოვრო ფოტოების გადასაღები ადგილი ქვევრთან
  • დაუკრავს რეზო კიკნაძის კვინტეტი
  • მოხდება ახალგაზრდა მეღვინეების პროდუქციის დეგუსტაცია და რეალიზაცია


სპორტული პროგრამა



შეჯიბრება მოეწყობა სპორტის შემდეგ სახეობებში მეკლდეურობა, ბატუტი, ფარიკაობა, ძალოსნობა, ძიუდო, საბრძოლო სახეობები, სამაგიდო თამაშები, სპორტული ავტომობილების გამოფენა, ხელბურთი, ქუჩის კალათბურთი, რაგბი, ფეხბურთი, ბეისბოლი, ამერიკული ფეხბურთი, ჩერლიდინგი.



რეგიონები



26 მაისისადმი მიძღვნილი ღონიძიებები ჩატარდება თელავში, ოზურგეთში, ზუგდიდში,, ქუთაისში, ახალციხეში, გორში ამბროლაურში, ფოთში, ბათუმში, რუსთავში, მცხეთაშსა და ყაზბეგშიც.

 


რეგიონებში გამართული აქტივობები მოიცავს საკონცერტო პროგრამას ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით , საბავშვო კარნავალებს, სპორტულ შეჯიბრებებსა და თემატურ თამაშებს.


ასევე საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იქნება რეგიონის დამახასიათებელი ადგილობრივი ნაწარმი - ყველი თაფლი და სხვა საკვები პროდუქტები.


სალექციო სივრცეში გაიმართება დოკუმენტური ფილმების ჩვენება, ლექცია სემინარების ჩატარება და გამოფენები  სხვადასხვა თემატიკით.


პროგრამით გათვალისწინებულია თეატრალური მუსიკალური წარმოდგენები.


ასევე იქნება სამხედრო ტექნიკის გამოფენა რამდენიმე რეგიონში და სხვადსხვა მასტერკლასები.



მარიამ მორგოშია




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-12 21:00:08
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.გაქირავება -11%, გაყიდვა -9% - როდემდე გაგრძელდება შემცირების ტრენდი უძრავი ქონების ბაზარზე ბოლო პერიოდში ქვეყანაში უძრავ ქონებაზე ფასის კლება ფიქსირდება. ტურისტების გარეშე დარჩენილი უძრავი ქონების გამქირავებლები განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში...

„ნიკორა“ ზარალზეა - შეძლებს თუ არა კომპანია მოემსახუროს ობლიგაციონერებს

„ნიკორა“ ზარალზეა - შეძლებს თუ არა კომპანია მოემსახუროს ობლიგაციონერებს
access_time2020-08-12 17:20:01
„ნიკორა ჯგუფი“ ზარალზეა - კომპანიამ, რომლის ბრუნვა წინა წლებში ნახევარ მილიარდს აღემატებოდა, 2019 წელს მოგებაზე გასვლა ვერ შეძლო და წელი 8.2 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ თიბისი კაპიტალის დახმარებით სს ნიკორამ საჯარო ემისიის სახით 2019 წელს 28 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა. ფასიანი ქაღალდები საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა. როგორც ლარის სხვა საჯარო ობლიგაციები, სს ნიკორას ეს ობლიგაციებიც საქართველოს ეროვნულ ბანკშია დაგირავებადი, რაც ინვესტორ კომერციული...

არჩილ კაიკაციშვილი: „ლიდერფუდის“ საქმეში ექსპერტიზით გამოვლენილი ორი კონვერტის არსებობა სარჩელის ჩაბარების ფაქტს ისევ გამორიცხავს

არჩილ კაიკაციშვილი: „ლიდერფუდის“ საქმეში ექსპერტიზით გამოვლენილი ორი კონვერტის არსებობა სარჩელის ჩაბარების ფაქტს ისევ გამორიცხავს
access_time2020-08-12 14:20:03
დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ახალი დასკვნა, რომელიც „ლიდერფუდის“ საქმეში გამოჩნდა, კიდევ ერთხელ გვიმყარებს რწმენას, რომ ორგანიზაციამ სწორი დასკვნები გააკეთა სარჩელის და მასზედ თანდართული მასალების ჩაბარების საკითხზე და შეუძლებელი, სასამართლომაც სათანადო დასკვნები არ გააკეთოს, იმის თაობაზე, თუ ვინ ვის რა შინაარსის წერილი ჩააბარა 2019 წლის 22 მაისს. ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა, კომპანია „ლიდერფუდის“ მოქმედი და ყოფილი...

რამ გადააწყვეტინა თამაზ გაიაშვილს პოლიტიკაში წასვლა

რამ გადააწყვეტინა თამაზ გაიაშვილს პოლიტიკაში წასვლა
access_time2020-08-12 18:10:42
„თუ იძულებულს არ ხდიან, პოლიტიკაში მოსვლის სურვილი არცერთ ბიზნესმენს აქვს“ — ამის შესახებ, ბიზნესმენი, „აირზენა - ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი - თამაზ გაიაშვილი 2015 წელს „პალიტრა TV-ს“ გადაცემაში ბიზნეს PRESS-ი მიცემული ინტერვიუში აცხადებდა. დღეს პოლიტიკური გაერთიანება ლელოს გუნდს თამაზ გაიაშვილი შეუერთდა, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. ბრიფინგზე ის „ლელოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ წარადგინა. მამუკა...

თურქეთის გაზის ბაზარზე აზერბაიჯანი რუსეთს ანაცვლებს

თურქეთის გაზის ბაზარზე აზერბაიჯანი რუსეთს ანაცვლებს
access_time2020-08-12 19:00:37
თურქეთის აზერბაიჯანული გაზის შესყიდვების გაზრდას გეგმას - ამის შესახებ ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოგლუმ თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ჯეიხუნ ბაირამოვთან ერთად ჩატარებულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანი თურქეთში გაზის მიწოდების მხრივ პირველ ადგილზე გავიდა. ანკარა შესყიდვების შემდგომაც გეგმავს ზრდას. „ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტია - გაზსადენი ნახჩევანიდან, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად...


მსგავსი სიახლეები

up